SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 128
Descargar para leer sin conexión
1
მოგზაურობა წმიდა მთაზე
(დოკუმენტური მოთხრობა)
შესავალი
დიდება ღმერთსა ყოვლადმოწყალესა და მოსიყვარულესა !!!
საოცარია ცხოვრება.ისეთი მოულოდნელობებით არის სავსე,რომელზე
არათუ ოცნება,ხშირად გაფიქრებაც კი არ მოგივა თავში ადამიანს.ასევე
განსაცდელებიც,რომლის წარმოდგენა კი არა,გულში გავლებაც არასოდეს
მოგინდება კაცს.
მხოლოდ მოგვიანებით,როდესაც ყველაფერი ჩაივლის ხოლმე,მერეღა
ვხვდებით,რა უსუსურები და უმეცრები ვართ ადამიანები; მაშინ
ვაცნობიერებთ,რომ ყველაფერი ღვთის ნებით და დაშვებით
ხდება.უდიდესი მადლიც და ძლიერი განსაცდელებიც,თუმცა ორივე
წყალობაა ჩვენთვის.ჩვენივე სასიკეთოდ და საცხოვნებელად უშვებს
ღმერთი ყოველივეს.
სწორედ ერთ ასეთ გასაოცარ შემთხვევაზე მინდა მოგითხროთ,არ
მომერიდება ვთქვა სასწაულზე,რომელიც უფლის წყალობით განვიცადე
და რომელმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩემს გულსა და
გონებაში.
მინდა მოგითხროთ იმ საოცარ მოგზაურობაზე,რომელიც უფალმა
უდიდესი მადლით და სიყვარულით მარგუნა და რომელსაც თვით
ყველაზე ნეტარ სიზმარშიც კი ვერასოდეს ვერც წარმოვიდგენდი და ვერც
გავიფიქრებდი.
2
მაგრამ სანამ მოგზაურობის აღწერას შევუდგებოდე,მინდა მცირეოდენი
წინასიტყვაობა წავუმძღვარო მას.
პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ,რომ ყოველივეს ისე აღვწერ,როგორც
ჩემი მწირი გონება და მეტყველება მომცემს ამის საშუალებას,რაც ალბათ
საკმაოდ დაშორებული იქნება იმისგან,რაც ჭეშმარიტად ვიხილე და
განვიცადე.თუმცა მთელი ჩემი არსებით ვეცდები მაქსიმალური
სიზუსტით და სიწრფელით გადმოგცეთ ყოველივე ნანახი და
განცდილი.გადმოგცემთ იმასაც,რაც არც თუ სასიამოვნოა ჩემთვის და
ალბათ უნდა მრცხვენოდეს კიდეც,მაგრამ ჭეშმარიტება მხოლოდ
სასიამოვნი განცდები არ არის და ყოველმა ქრისტიანმა,რომელიც ყვება
თავის შესახებ,ის სამარცხვინო მომენტებიც უნდა აღიაროს,რაც განიცადა
და გადახდა. ასე ვთვლი და სწორედ ასედაც ვეცდები სრული
სიმართლით,ყოველ შემთხვევაში,როგორც პირადად ვფიქრობ,
გადმოგცეთ ყოველი სიტყვა თუ აზრი.
არ შეგაწყენთ თავს იმის აღწერით,როგორ და როდის დავიწყე
ეკლესიური ცხოვრება.მართალია ჭეშმარიტებისგან ჯერ ძალიან შორს
ვარ,მაგრამ ვცდილობ,ვწვალობ და ვფიქრობ,რომ ღვთის მადლით
მივიწევ წინ და მაქვს იმედი,რომ ჯერ ადამიანად ვიქცევი, შემდეგ კი
ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანად,თუ უფლის ნება იქნება,რა
თქმა უნდა.
ჩემს სულიერ ნათლიად მამა გაბრიელს ვთვლი.მან ჩამაფიქრა უფალზე
სერიოზულად,ღრმად.მისმა უდიდესმა სათნოებამ,სიყვარულმა და
სიბრძნემ ჩამინერგა წყურვილი შემეცნო უფალი და დავდგომოდი
ჭეშმარიტების გზას.
შემდეგ იყო მამა გიორგი ბასილაძე,მამა ვიტალი და ის უდიდესი და
უწმიდესი ჩვენი მამები,რომელთაც ხარბად დავეწაფე,როგორც თოთო
ბავშვი დედის რძეს.
3
ემიგრაციაში მყოფს,მართალია,ბევრი დრო არ მქონდა,მაგრამ
ვცდილობდი,როგორც შემეძლო ისე გამომეყენებინა ეს დრო,ჩემივე
სულის გადასარჩენად.
ვუსმენდი მამა არჩილ მინდიაშვილის,მამა გიორგი პავლოვის,მამა ილია
ჩიკვაიძის და სხვა უსაყვარლესი ჩვენი მოძღვრების ქადაგებებს და გული
სიყვარულით ივსებოდა,სულში კი ჩაუქრობელი ცეცხლი გიზგიზებდა.
ვცდილობდი,არცერთი წირვა არ გამეცდინა.ჩემს ქალაქში ქართული
ეკლესიის არარსებობის გამო,სიარული სერბულ ეკლესიაში დავიწყე
ოჯახთან ერთად,რადგან ლონდონში სიარული ყოველ წირვაზე
უბრალოდ შეუძლებელი გახლდათ.გაცდენა კი არ მინდოდა,რადგან
კარგად გავათვიცნობიერე,რომ დედამიწის ზურგზე არ არის უკეთესი
ადგილი,ვიდრე ღვთის ტაძარია და ვერასოდეს უკეთესად ვერ
გამოიყენებ ისედაც მცირე დროს ადამიანი,ვიდრე წირვაზე,რომელზეც
უამრავი წმინდანი და ანგელოზი ესწრება თავად უფალთან და დედა
ღვთისმშობელთან ერთად და განა შეიძლება სადმე უკეთესი ადგილი
არსებობდეს,განა შეიძლება უკეთეს ადგილას წავიდეს ადამიანი ან რაიმე
მიზეზი გამონახოს წირვაზე დაუსწრებლობისა?
4
მე წირვას ვადარებ ულამაზეს და უმშვენიერეს ქორწილს,რომელზეც
მიწვეულები ვართ და მასზე არწასვლა დიდ უგუნურებას ნიშნავს,ხოლო
როდესაც ადამიანი არ ცდილობს ხშირად ეზიაროს ,მაგონებს ამ
წვეულებაზე დაპატიჟებულ სტუმარს,რომელიც ქორწილს შორიდან
ადევნებს თვალს,თვითონ კი არც ჭამს,არც სვამს და არც მხიარულობს
ნეფე–პატარძალთან და სხვა სტუმრებთან ერთად.ასე ვფიქრობ და
მართალი ვარ თუ არა,დაე უფალმა განსაჯოს.
სოციალურ ქსელ ფეისბუქის გვერდზე ჩემი პირადი მონაცემები გავაუქმე
და მთლიანად ღვთის სიყვარულს და წმიდა მამების ქადაგებებს
მივუძღვენი.სახელი იცით ალბათ,“მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
დავარქვი,რომელიც ათონის ესთიგმენის მონასტრის დევიზია და ნიშნავს
არა მათ სიკვდილს,ვინც მართლმადიდებელი არ არის,როგორც ბევრს
ჰგონია და ზოგჯერ მლანძღავენ და მაგინებენ კიდეც ამის გამო,არამედ
იმას,რომ ამ ადამიანებს მართლმადიდებლობის დაკარგვას სიკვდილი
5
ურჩევნიათ;რომელთათვისაც მართლმადიდებლობა ყველაზე უზენაესი
ფასეულობაა და სიკვდილსაც სიხარულით მიიღებენ ამის გამო.სწორედ
ამიტომ მომეწონა მეც მათი ეს დევიზი და ჩემი ფეისბუქის სახელად
შევარჩიე.მინდოდა ჩემი მცირედი შრომით ჩემს სულსაც დავხმარებოდი
და სხვისასაც,ერთად გაგვევლო ყოველი ნაბიჯი და ვზიარებოდით
უფლის ჭეშმარიტებებს და წმიდა მამათა სიბრძნეებს,ვისაც ამის
სურვილი ექნებოდა.მე თავად „თოთო ბავშვი“ სარწმუნოებაში,სხვა
„ბავშვებსაც“ ვიწვევდი ჩემს გვერდზე,რომ ერთად გაგვევლო ის ტკბილი
გზა,უფლისკენ რომ მიდის და სულს და გულს ახარებს და აცისკროვნებს.
...და როგორც იცით,რამდენიმე წელია, არსებობს გვერდი სახელით
„მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“,რომლის წამყვანიც თქვენი მონა–
მორჩილი გახლავთ.
ამაზე არ გავამახვილებდი თქვენს ყურადღებას,ეს რომ მნიშვნელოვანი
არ იყოს შემდგომი თხრობისათვის.
არ ვიცი ამის გამო,თუ უფრო ჩემი დიდი ცოდვილობის გამო,უფალმა
ჩემზე უდიდესი მადლი და წყალობა გამოიღო და ისეთ სასწაულს
მაზიარა,რასაც ათონის წმიდა მთაზე მოგზაურობა ჰქვია.
6
ერთ მშვენიერ დღეს,ჩემი სერბი მოძღვარი,ძალიან თბილი და
მოსიყვარულე მამა ნენადი, მეძახის და მასთან ერთად ჯვართამაღლების
დღესასწაულზე ათონის წმიდა მთაზე მოგზაურობას მთავაზობს.
აღელვებისგან ჯერ დავიბენი,მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ
დაფიქრების ვადა მომცა,არც კი შევყოყმანებულვარ,მაშინვე
დავთანხმდი.არათუ დავთანხმდი,იმ დღესვე ავიღე გასამგზავრებელი და
უკან დასაბრუნებელი ბილეთები.
მითხრა,რომ ჯერ ბელგრადში ჩავიდოდით,სადაც მამა ნენადი
მასპინძლობას გამიწევდა,მერე კი მანქანით ათონის მთისკენ
გავემგზავრებოდით.მითხრა ისიც,რომ ჩავიდოდით სალონიკშიც და
მოვილოცავდით დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ტაძარს და მის
წმიდა ნაწილებს.
არ ვიცი,ვინ რას იფიქრებდა,მე კი ყველაზე უგუნური არსება ვიქნებოდი
დედამიწის ზურგზე,ამ შემოთავაზებაზე უარი რომ მეთქვა.ჩემი მორცხვი
ბუნების გამო ძალიან მაწუხებდა პირადად მამაოსთან სტუმრობა და
მოწიწებით სასტუმროში დაბინავების ნებართვა ვითხოვე,თუმცა მაშინვე
7
უკუაგდო ეს წინადადება და ისე დამაჯერებლად გამაჩუმა,რომ მეორედ
ამაზე ხმა აღარ ამომიღია.
რა თქმა უნდა,სიხარულის და ბედნიერების გრძნობა უზომო იყო,მაგრამ
არც გაოგნება და შოკი ახლდა ამას ყველაფერს და რომ აღარ მოვეშვი
მამაოს მიმართ მადლიერების გრძნობის გამოხატვას,რამდენჯერმე
გამიმეორა,რომ თვითონ არაფერ შუაში იყო და ურჩიეს ჩემი წაყვანა,
თუმცა ჩემს გახარებულ თავში ეს ნაკლებად შედიოდა და და მხოლოდ
მოგვიანებით,მოგზაურობის ბოლოს გავიგე,რომ მამა ნენადი არ ტყუოდა
და ჩემი წაყვანა მრევლის ნაწილმა და მათ შორის ტაძრის ერთერთმა
გავლენიანმა ფიგურამ,ასე ვთქვათ ზედამხედველმა,ურჩია,როგორც
ეკლესიაში ერთერთი ყველაზე ხშირად მოსიარულე ადამიანისა.
ასე იყო თუ ისე,ღმერთმა ამ ადამიანების სახით უდიდესი სიხარული და
ბედნიერება მაჩუქა და მომცა საშუალება ეს უდიდესი წმიდა ადგილი
მომელოცა.
8
როდესაც ცოტათი დავწყნარდი და ვიგრძენი,რომ ეს სიზმარი არ იყო და
ნამდვილად ხდებოდა,რაზეც ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო,ვეცადე
წარმომედგინა წინასწარ,როგორ იქნებოდა ყველაფერი და როგორ
წარიმართებოდა ყოველივე.
დარწმუნებული ვარ,ყოველი ქართველი,რომელიც ათონის მთაზე
მიემგზავრება,უპირველესად ივერონის მონასტერზე და ივერიის
ღვთისმშობლის მოლოცვაზე ოცნებობს.რა თქმა უნდა,არც მე ვიყავი
გამონაკლისი,თუმცა კარგად ვხვდებოდი,რომ ეს ალბათ შეუძლებელი
იქნებოდა.არ ვიცოდი,ხუთდღიანი მოგზაურობიდან რამდენი დღე
დავყოფდით ათონის მთაზე და რომელი მონასტრების ნახვის საშუალება
გვექნებოდა.რა თქმა უნდა,გუმანით ვხვდებოდი,რომ მამაო სერბულ
მონასტერში,ჰილანდარში წამიყვანდა,მაგრამ ვფიქრობდი იმაზეც,რომ
იქნებ როგორმე, ერთი საათით მაინც,კარის ღვთისმშობელს ვხლებოდი
და თუნდაც დაუჯდომელი წამეკითხა.ვფიქრობდი,ჩემი ნება რომ
ყოფილიყო,აუცილებლად ვნახავდი ესთიგმენის მონასტერსაც, რომლის
დევიზიდანაც მოდიოდა ჩემი გვერდის სახელი და რომელზეც ოცნებაც
კი საერთოდ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.თუმცა,სიმართლეს ვიტყვი,
უიმედობაც მეუფლებოდა–20 მონასტრიდან რაღა იმ მონასტერში
წავიდოდით,სადაც მე მინდოდა?ეს წარმოუდგენელი გახლდათ.
დარწმუნებული ვიყავი,რომ მამაო სერბულ მონასტერში,ჰილანდარში
წამიყვანდა.
ვფიქრობდი ამას ყველაფერს და ერთი სული მქონდა,როდის ვნახავდი
მოძღვარს შემდეგ წირვაზე,რომ ყველაფერი ზუსტად გამეგო,რადგან იმ
პირველ დღეს ისეთი აღგზნებული და დაბნეული ვიყავი ასეთი
მოულოდნელი ბედნიერებისაგან,რომ არც კი მიკითხავს,სად და რამდენი
დღით მივდიოდით.
როდესაც მამა ნენადი ვნახე,მოწიწებით ვკითხე,მექნებოდა თუ არა
საშუალება,თუნდაც ერთი საათი,კარის ღვთისმშობელი მენახა ივერონის
მონასტერში.
9
მამაომ მიპასუხა,რომ მივდივართ ესთიგმენის მონასტერში,საიდანაც
ივერიის მონასტერი ძალიან შორია.ლაპარაკია ერთ ან ორ ღამეზე.თუ
ორი ღამით დავრჩებოდით,მექნებოდა ამის საშუალება,ხოლო თუ
ერთით,სავარაუდოდ არა.
ესთიგმენის მონასტერს რომ მოვკარი ყური,ენა დამება და
მოულოდნელობისგან დავმუნჯდი,მხოლოდ კითხვა შევუბრუნე,სად
მივდივართ მეთქი?–ესთიგმენის მონასტერშიო,დამიდასტურა მამაომ.
მოგვიანებით შევიტყვე,რომ მივდიდოდით რა თქმა უნდა ჰილანდარში,
ხოლო ესთიგმენის მონასტერში სტუმრობა იყო დაგეგმილი და რადგან
მე ივერონის მონასტერში სტუმრობაზე ვეკითხებოდი მამაოს,მანაც
სწორედ ეს იგულისხმა.თუმცა ამას მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა.
მთავარი იყო,რომ ვნახავდი იმ მონასტერს,რომელზეც ოცნებაც კი
წარმოუდგენელი იყო.მე,რომლის გვერდსაც „მართლმადიდებლობა ან
სიკვდილი“ ერქვა,ვნახავდი იმ მონასტერს,რომლის თავზეც ფრიალებს
დროშა წარწერით“მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“.
10
ეს იმდენად დაუჯერებელი და წარმოუდგენელი გახლდათ,რომ
დიდხანს ვიყავი გაბრუებული და შოკირებული.არ მახსოვს,როგორ
დავჯექი მანქანაში,როგორ წავედი.მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,რომ
ასეთი დამთხვევა შეუძლებელი იყო,წარმოუდგენელი და
გასაცვიფრებელი.არც მამაომ და არც სხვა ვინმემ არც ის იცოდა,რომ მე
ფეისბუქში გვერდი მქონდა „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“ და
არც ის,თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას ჩემთვის.იცოდა მხოლოდ
უფალმა ღმერთმა, უზენაესმა და უსასრულომ.
ამ ფიქრებში გართულს წინ კიდევ ერთი სასწაული მელოდა.მანქანაში
ხშირად ვუსმენ სხვადასხვა მოძღვართა ქადაგებებს როგოც ქართულ,
ასევე რუსულ ენებზე.იმ დღესაც,ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე ჩართული
მქონდა ერთერთი რუსი მამის ქადაგება სიკდილისშემდგომ ცხოვრებაზე.
ტაძრიდან გამოსულმა გავაგრძელე ქადაგების მოსმენა,მაგრამ
ბედნიერებისაგან დაბინდულს და გაოგნებისგან არეულს ერთი სიტყვა
არ გამიგია ქადაგებიდან.მხოლოდ ამ უეცარ და გამაოგნებელ სასწაულზე
11
ვფიქრობდი,იმ მადლსა და წყალობაზე,რაც უფალმა ჩემზე გამოიღო.ვერ
ვიჯერებდი,ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო.
–არა,ეს შეუძლებელია,ასეთი დამთხვევა წარმოუდგენელია.ნუთუ
შემთხვევით დაემთხვა ასე? ვფიქრობდი და ...
უცებ,თითქოს ყურში ჩამძახესო,ზუსტად იმ წამში მკაფიოდ მომესმა
რუსი მოძღვრის სიტყვები,რომელთაც სიტყვა სიტყვით გთავაზობთ:
„Случайность-это псевдоним Бога.Ничего случайного не бывает.“
ანუ: „დამთხვევა–უფლის ფსევდონიმია.არაფერი შემთხვევით არ ხდება
ქვეყანაზე“
მეტს ამაზე არაფერს გეტყვით,თავად წარმოიდგინეთ,რა დამემართებოდა
ამ სიტყვების გაგონების შემდეგ და რა მდგომარეობაში ვიქნებოდი.ამის
გადმოცემა სიტყვებით ყოვლად შეუძლებელია.
მოგვიანებით,როდესაც ეს ადგილი განმეორებით მოვისმინე, გავოცდი,
როგორ არის გამოყოფილი ეს ფრაზა მთელი ქადაგებიდან, თითქოს
შეგნებულადაა ეს გაკეთებული და განსაკუთრებულად ხმამაღლა და
გამორჩეულად ნათქვამი.
სიმართლისათვის მინდა მოგახსენოთ–ძალიან კარგად ვიცოდი
მანამდეც,რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება ქვეყანაზე და ყოველივე
უზენაესის ნებაა,მაგრამ იმდენად უღირსად ჩავთვალე ჩემი თავი ასეთი
დიდი წყალობისათვის,ამის დაჯერება კი არა,წარმოდგენაც მიჭირდა.
ეხლა კი ვხვდები,რომ უფლის წყალობა არა მხოლოდ ღირსეულებზე,
არამედ უღირსებზეც ხშირად გადმოდის,რათა თვალები აეხილოთ და
სწორი გზით იარონ.ალბათ ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც და ერთი წამითაც
არ მიფიქრია,რომ რამეთი დავიმსახურე ეს დიდი წყალობა ღვთისა.
...და ბოლოს.დავამატებ მხოლოდ იმას,რომ ჩემდა გასაოცრად,როდესაც
მოგვიანებით ათონის მთის რუკას დავხედე,აღმოვაჩინე,რომ სერბული
12
მონასტერი ჰილანდარი და ესთიგმენის მონასტერი გვერდიგვედ არიან
ერთმანეთთან.იმდენად ახლოს,რომ გეგონება ერთი მონასტრიდან რომ
ფეხს გადადგამ,მეორე მონასტერში აღმოჩნდებიო.
აი,ეს მინდოდა წინასიტყვაობის მაგიერ მეთქვა და თუ უკვე არ
დაგღალეთ და თავი არ შეგაწყინეთ,დავიწყებ მოგზაურობის აღწერას.
მოგზაურობის დასაწყისი
ბელგრადის საერთაშორისო აეროპორტში დავეშვით.უკვე ღამის 12–ის
ნახევარია.მამა ნენადი მეუღლესთან ერთადაა,მე–მარტო.სამივე ტაქსში
ვსხდებით და ავტოსადგურისკენ მივდივართ.ძალიან ლამაზიაო
13
ბელგრადი,გამიგია,მაგრამ აეროპორტი ქალაქგარეთაა.არაფერი
განსაკუთრებული ჯერ არ ჩანს.იმედი მაქვს,რომ მომეცემა ბელგრადის
დათვალიერების საშუალება.ეხლა კი სხვა ქალაქში უნდა წავიდეთ–
ალექსინაცში.იქ,სადაც მამა ნენადი დაიბადა და გაიზარდა,სადაც მისი
სახლია.მივედით ავტოსადგურში.ჯერჯერობით არაფერი
განსაკუთრებული არ დამინახავს.არც ვფიქრობ ეხლა ამაზე.ისედაც
დაღლილებს,კიდევ ორსაათნახევრიანი მგზავრობა გვიწევს ავტობუსით.
ამდენივე დაგვჭირდა ლონდონის აეროპორტამდე,ამდენივე ვიფრინეთ.
ხოდა საკმაოდ დაღლილ–დაქანცულებს ერთი სული გვაქვს,როდის
მივალთ სახლამდე,რომ დავწვეთ და დავიძინოთ.თანაც ხვალ ძალიან
მნიშვნელოვანი დღეა,ათონის მთისკენ უნდა დავიძრათ.ამიტომაც
მეჩქარება დაძინებაც და მეორე დღის გათენებაც.
დილის სამ საათზე მამაოს სახლში ვართ.მამაო თავის დედას
მაცნობს,თავისივე ოთახს მითმობს და მივდივართ დასაძინებლად.
დაღლილ–დაქანცულს ოთახის დათვალიერების თავიც არ მაქვს,ვხედავ
კედელზე ჩამოკიდებულ ხატებს,მამაოს გამოსაცვლელ ანაფორებს,
ჯვრებს,წიგნებს და უამრავ სხვადასხვა ნივთს.მყუდრო და პატარა
ოთახის უზარმაზარ საწოლზე ვწვები და ვიძინებ.
მამა ნენადი 35 წლისაა.5 წლის შეუღლებულია,მაგრამ შვილი ჯერ არ
ჰყავს.ბირმინგემის სერბულ ტაძარში დიდი ხანი არაა,რაც მოღვაწეობს.
ყოფილა მანამდე რამდენჯერმე ჩამოსული,მაგრამ სულ ცოტა ხნით.ეხლა
კი მუდმივად ამ ტაძრის მსახურია,თუმცა მუდმივი ვიზა ჯერ არა
აქვს.ენაში მეცადინეობს,რომ გამოცდები ჩააბაროს და რეზიდენტის
სტატუსი მიიღოს.მანამდე კი წვალობს,როგორც შეუძლია.მიდის და
მოდის სერბიიდან ინგლისში და ემსახურება უფალს და ხალხს.მანამდე
რუსი მოძღვარი გვყავდა,მაგრამ რაღაც პრობლემების თუ გაუგებრობის
გამო დატოვა ეკლესია და სხვა ტაძარში მსახურობს ამჟამად.
14
მამა ნენადის ჩამოსვლისთანავე მასთან საოცრად თბილი და
კეთილმოსურნე ურთიერთობები ჩამომიყალიბდა.მიკვირდა კიდეც,განა
რით დავიმსახურე,ასეთი ყურადღებით და სითბოთი რომ მეპყრობა
მეთქი.არ ვარ მიჩვეული გადამეტებულ ყურადღებას ჩემს მიმართ.
ერთხელ სამრეკლოზეც კი ამიყვანა და ზარები დამარეკინა. მხოლოდ
გვიან მივხვდი,რომ მამაო ბუნებით არის სათნო და კეთილი.ყველასთან
მომღიმარი და მოსიყვარულე და მე აქ არაფერ შუაში ვარ.სერბიაში
სტუმრობისას კი დავრწმუნდი,როგორ უყვარს ყველას მისი დანახვა და
15
მასთან ყოფნა,ვინც კი მას იცნობს.ის ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ საკმაოდ
გავლენიანი და ცნობილი პიროვნება სერბულ ეკლესიაში. მოგვიანებით,
სულ სხვა დასახლებაში,ერთერთი მონასტრის წინამძღვარმა გაიგო რა,
რომ მისი მრევლი ვიყავით,დიდი სიყვარულით მოიხსენია და ძალიან
გონიერ და ნიჭიერ ადამიანად დაახასიათა.
აი,ამ ადამიანის წყალობით მოვხვდი ამ მოგზაურობაში და ეხლა მის
პირად ოთახში ვწევარ და მძინავს.
სამი–ოთხი საათის ძილის შემდეგ ვდგები.სად გვაქვს ძილის დრო,
ათონისკენ მივემგზავრებით.ძილს მერეც მოვასწრებთ.დილის ლოცვებს
ვკითხულობ და თან მამაოს ოთახს,ამჯერად უფრო გულდასმით,
ვათვალიერებ.უფლის და ღვთისმშობლის ხატებთან ერთად,წმიდა
პარასკევას და წმიდა გიორგის ხატები უკიდია მთავარ კედელზე.სწორედ
ამ ხატების ქვეშ მეძინა ღამით უზარმაზარ საწოლზე. მამაო მესალმება და
16
თავის საქმეებზე გარბის.ის არის ამ მოგზაურობის ხელმძღვანელი და
ორგანიზატორი.ჩემს გარდა,ვიცი,სხვებიც მოდიან ათონზე,თუმცა ჯერ
არ ვიცი,ვინ და რამდენი.
სანამ მამაო ბრუნდება,მე მის დედასთან ყავის სმით ვიქცევ თავს და
რუსულ–ინგლისურად რაღაცნაირად ვახერხებთ გასაუბრებას. მისგან
გავიგე ბევრი რამ.გავიგე,რომ მამა ადრე გარდაცვლია მამაოს და დედას
გაუზრდია.მისგან გავიგე,რომ 5 წლის დაოჯახებულს შვილი ჯერ არ
ჰყავს და ასე შემდეგ.
მამაო მალე ბრუნდება და წასასვლელად ვემზადებით.ვალაგებ ჩემს
ბარგს და გავდივართ.ასე მგონია,აქ აღარ დავბრუნდები და მის სათნო
დედას გულმხურვალედ ვემშვიდობები.მანქანაში ვსხდებით და
ალექსინაცის ეკლესიაში მივდივართ.მანამდე კი მამა ნენადი მამა ივანს
მაცნობს კიდევ ორ ადამიანთან ერთად,რომლებიც ასევე მოდიან ჩვენთან
ერთად ათონზე.სწორედ მამა ივანი ზის საჭესთან,რომელსაც
ეკლესიისკენ მივყავართ.
იქ,მეორე მანქანით კიდევ გვხდება ხალხი.ისინიც ჩვენთან ერთად
მოდიან.მამა ნენადის გარდა მე მხოლოდ ერთ ადამიანს ვიცნობ.
ტრაიანი,ჩვენი ეკლესიის სული და გული.ეს ადამიანი ეკლესიას
საკუთარი შვილივით დაჰფოფინებს.სანთლებს უვლის,ნამწვავებს
აგროვებს და ცალკე ყუთში ალაგებს.მოკლედ,ჩვენი ეკლესიის
ზედამხედველია.მას ვიცნობდი,მაგრამ არც ისე ახლოს.მხოლოდ
მისალმებით და მცირეოდენი გასაუბრებით.თუმცა მამაოსგან
ვიცოდი,რომ აქ იქნებოდა და ჩვენთან ერთად იმგზავრებდა ათონზე.
ტრაიანი 80 წლისაა,თუმცა 70–ზე მეტს ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი და
როცა ასაკი მითხრა,გაოცებული შევყურებდი.ღმერთმა ჯანმრთელობა ნუ
მოუშალოს.საკმაოდ მხნედ და ახალგაზრდულად გამოიყურება.
მამა ნენადი მანქანებში გვანაწილებს.ამჯერად სხვა მანქანაში
ვჯდები,თუმცა ორივე ერთი ფერის ვოლქსვაგენია და ისე გვანან
17
ერთმანეთს,ტყუპები გეგონებათ.ტრაიანი მძღოლს მაცნობს. პიტერი
ქვია,ჩემო ძმააო,ამბობს.პუტკუნა და სასიამოვნო გარეგნობის კაცი, ასე
55–60 წლის იქნება.ტრაიანის შემყურე,აღარ მიკვირს,რომ საკმაოდ ბევრი
შემეშალოს ასაკის განსაზღვრისას.გვერდზე ტრაიანი უზის.უკან კი
კიდევ ერთი ნენადი და მე ვსხედვართ.
ალბათ ფიქრობთ,რად უნდა ამდენს რომ მიედ მოედებაო.მართალიც
იქნებოდით,მაგრამ შემდგომში თავადვე მიხვდებით,ამ ადამიანებს
რაოდენ დიდი ადგილი აქვთ დათმობილი ჩემს მომავალ თხრობაში და
საერთოდ,რამხელა მნიშვნელობა–ჩემს მოგზაურობაში.ამიტომაც
შევჩერდი მათზე ოდნავ დაწვრილებით.ტრაიანს და პიტერს
ვგულისხმობ.
ორი მანქანით 9 კაცი ვიძვრებით და ვიწყებთ მგზავრობას.მეც
კომფორტულად ვეწყობი და სასიამოვნო სიურპრიზების და ახალი
განცდების მოლოდინში სიამოვნებით ვიყურები აქეთ–იქით.ყველაფერი
მაინტერესებს.დღის სინათლეზე კარგად დავინახავ სერბიას,
მაკედონიას,საბერძნეთს.დიახ,სწორედ ეს ქვეყნები უნდა გავიაროთ,რომ
ათონის მთამდე მივიდეთ.
18
ალექსინაცი პატარა და მყუდრო ქალაქია.წყნარი და უშფოთველი.
საქართველოს პატარა ქალაქს ან დაბას მაგონებს,სადაც ადამიანები
უხმაუროდ,მშვიდად ცხოვრობენ.ქუჩებით,სახლებით,მაღაზიებით
ძალიან წააგავს ჩვენს გარემოს.შემდგომში უამრავი რამ ვნახე ისეთი,
რამაც საქართველო გამახსენა და გამაოცა.თუმცა ამაზე ცოტა
მოგვიანებით.
მალე ქალაქიდან გავდივართ და გზა მთებისკენ მიემართება.ვიყურები
აქეთ–იქით და თვალებს არ ვუჯერებ.
ირგვლივ მთებში პატარა სახლები,დასახლებები იმერეთის,რაჭის თუ
მაღალმთიანი აჭარის სოფლებს მაგონებს.როგორ გავს.აქეთ მდინარე
ჩამოედინება. აღფრთოვანებული ვუხსნი ჩემს თანამგზავრებს,რომ
აქაური ბუნება ძალიან ჰგავს საქართველოსას,რომ ჩვენთანაც არის ასეთი
მთები, მდინარეები,მთებში მივარდნილი სოფლები და მიკვირს
19
კიდეც,ნეტავ როგორ ცხოვრობს იქ ხალხი,რითი ირჩენენ თავს?ტყეები
მაღალი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებითაა დაფარული.ტრაიანი
მიხსნის,რომ როდესაც მაკედონიაში გადავალთ,იქ ამ სიმაღლე ხეებს
ვეღარ ვნახავ და რომ ყველაზე მაღალი ხე 50 სანტიმეტრისაა.ხუმრობს,რა
თქმა უნდა.
ცოტა ხანში გზიდან გადავდივართ და ერთერთ ულამაზეს სასტუმრო–
რესტორანთან ვაჩერებთ.მოგვიანებით ვიგებ,რომ ეს ერთერთი ყველაზე
ცნობილი სასაუზმე თუ სასადილოა(არც კი ვიცი რა ვუწოდო),სადაც
უამრავი მგზავრი ჩერდება და გვარიანად ნაყრდება.უზადო სისუფთავე
და მყუდროება სუფევს უზარმაზარ რესტორანში,რომელსაც ძალიან
კოხტა,ასევე უზარმაზარი გარე აივანი აქვს ლამაზი ფანტანებით და წინ
მთების ულამაზესი ხედებით.თბილი და საამური ამინდია და ჩვენც
აივანზე ვსხდებით სასაუზმოდ.
20
სწორდ აქ გავსინჯე პირველად სერბული ნაციონალური საჭმელი
„ბესკოვიცა“,რომელიც მრგვალი პურის შუაში ჩადებულ დიდი ხორცის
ნაჭერს წარმოადგენს.როგორც ბურგერი,ოღონდ ბევრად დიდი და
ნოყიერი.შიგთავსი,როგორც ამიხსნეს,საქონლის,ღორის და ცხვრის
ხორცის ნარევია.ცოტათი წვნიანიც კი.
დავნაყრდით,ყავაც დავაყოლეთ,ცოტა დავისვენეთ და გავუდექით
გზას.აღარ ვამბობ,რომ ვცდილობ ყველგან სამახსოვრო ფოტოები და
ვიდეოკლიპები გადავიღო.ვგონებ ეს ისედაც ნათელია და ამის შესახებ
ვფიქრობ აღარ ღირს საუბარი და რამდენჯერმე გამეორება.
გარკვეული დროის შემდეგ,გავდივართ სასაზღვრო შემოწმებას და
მაკედონიის ტერიტორიაზე შევდივართ.როგორ ტრაიანმა ადრევე
გამაფრთხილა,ტყეები მართლაც მეჩხერი და დაბალტანიანი ხეებით
იცვლება,თუმცა გზა ისევ მთებში გადის და დანარჩენი ისევ იგივეა,ერთი
21
განსხვავებით.ორივე მხარეს უამრავი ვენახი გადაშლილა და ისეთი
შეგრძნება მაქვს,თითქოს კახეთის გზატკეცილზე მივქრივარ.თუმცა ისიც
უნდა მოგახსენოთ,რომ ჩვენი ვენახები ბევრად მაღალი და ფართოა.
თუმცა მაინც ძალიან გაოცებული და გახარებული ვარ და გულში
ვღიღინებ: –აქ რამ მოგიყვანა,შე მადლიანო შენა ჰა?..
რა თქმა უნდა,ჩემს თანამგზავრებს კვლავ აღფრთოვანებული და
განცვიფრებული ვუხსნი,რომ ეს ყოველივე ძალიან ჰგავს საქართველოს;
რომ ჩვენი მადლიანი სამშობლო ღვინის ქვეყანაა და რომ ქართული
ღვინო უმეტეს შემთხვევაში უმაღლეს ჯილდოებს იღებს ღვინის ამა თუ
იმ საერთაშორისო ფესტივალებზე თუ კონკურსებზე.
საუბარს საუბარი მოყვება,ხუმრობას ხუმრობა.პიტერი საკმაოდ ხუმარა
კაცია,ხანდახან ვერც კი გაიგებ,ისე ხუმრობს.ჩვენც ვხუმრობთ და
მხიარულად და ხალისიანად მივუყვებით გზას.
წინასწარ მინდა გითხრათ,რომ ამ ადამიანს განსაკუთრებულად
დავუახლოვდი და შემდგომში ამ სიახლოვემ უზარმაზარი,გადამწყვეტი
როლი ითამაშა ერთერთ,ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვან მომენტში,
რაზეც თავის დროზე მოგახსენებთ.
აი ასე,მხირული განწყობით და ბედნიერი გამომეტყველებით მივადექით
კიდეც საბერძნეთის საზღვარს.
სასაზღვრო შემოწმება აქაც ყოველგვარი გართულების გარეშე გავიარეთ
და გავუყევით საბერძნეთის გზას სალონიკისაკენ.თუმცა უნდა
აღვნიშნო,რომ არც ბერძნულ,არც სერბულ და არც ინგლისურ ენაზე ამ
ქალაქს სალონიკი არ ქვია.მას თესალონიკს ეძახიან,ისევე ,როგორც
ადრიან ხანაში.სალონიკი ქართულ ენაში კი სავარაუდოდ რუსულიდან
შემოვიდა.ეს ჩემი ვარაუდია მხოლოდ და შეიძლება ვცდებოდე კიდეც.
თუმცა მე თხრობისას, ჩვენი ტკბილი ენის პატივსაცემად მაინც
სალონიკად მოვიხსენიებ.
22
პირველი შთაბეჭდილება ქალაქში შესვლისას არც ისე სახარბიელო
დამრჩა.უფრო პირიქით,ცოტა იმედგაცრუება და სევდა დამეუფლა.
ჭუჭყიანი და საღებავით დათხაპნილი შენობები.წარწერებით და უაზრო
ნახატებით აჭრელებული.ღარიბული ქუჩები უინტერესო და უფერული
პეიზაჟებით.სამწუხაროდ,რაღაცით ჩვენს ზოგიერთ ქუჩებს
მიმსგავსებული.თუმცა,მადლობა უფალს,ეს პირველი შთაბეჭდილება
ცრუ აღმოჩნდა და შემდგომში საკმაოდ ლამაზი და კოხტა ქალაქი
ვიხილე.ლამაზი სკვერებით,შენობებით და განსაკუთრებით ტაძრებით.
გადატვირთული გზების და ფეხითმოსიარულეთა ფონზე ეს ქალაქი
სულაც არ აღმოჩნდა ისეთი ურიგო,როგორც თავიდან მეგონა.შემრცხვა
ჩემი სულსწრაფობის და ნაადრევად გამოტანილი დასკვნები გამო.
მამა ნენადმა ცოტა ხნით დაგვტოვა და რაღაც საქმეების გასარკვევად
გაემართა.ამასობაში კაფეში დავსხედით და ვინ ყავით და ვინ უბრალოდ
ცივი წყლის სმით შევიქციეთ თავი.სწორედ ამ დროს მამა ივანს
გავესაუბრე და უფრო ახლოს გავიცანი.ფეიბუქზე მეგობრობაც კი
გადავწყვიტეთ და შემდგომში დავმეგობრდით კიდეც.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მამა ნენადიც,მამა ივანიც,პიტერიც და
სხვა სერბი მეგობრებიც საკმაოდ კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და
მათთან კომუნიკაცია საერთოდ არ გამჭირვებია.აღარაფერს ვამბობ
ტრაიანზე,რომელიც,როგორც გაირკვა,1953 წლიდან ინგლისში ცხოვრობს
და ფაქტიურად სუფთად და უშეცდომოდ საუბრობს ამ ენაზე.დედით
ბერძენს,ცოტა ბერძნულ ენაზე საუბარიც ეხერხება და მისი ეს ცოდნა
მომავალში ზიარებისას გამომადგა,რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ.
მამა ნენადი რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა.როგორც შემდგომში
შევიტყვე,დაგეგმილი ყოფილა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის
ტაძრის მოლოცვა,მაგრამ უდროობის გამო ეს ვერ მოვახერხეთ,თუმცა
მამაო შეგვპირდა,რომ უკანა გზაზე ამ ტაძარს აუცილებლად
მოვილოცავდით.მანამდე კი მამა ნენადმა და მე ტაძარში რამდენიმე
წუთით შევირბინეთ.ისევ ჩემდამი უდიდესი პატივისცემის ნიშნად
23
მამაომ წამიყვანა თან.მანქანები გადატვირთულობის გამო შორს
გავაჩერეთ და მხოლოდ ორნი გავემართეთ ტაძრისკენ,სადაც მამაოს
გერმანიიდან ჩამოსული ბულგარელი მეგობარი,სვეტოზარი ელოდა,
რომელიც შემდგომში ჩვენს მანქანაში მეხუთე მგზავრი აღმოჩნდა
ათონისკენ მიმავალ გზაზე.როგორც მოგახსენეთ,მამაოს ნებართვით ამ
დიდებულ ტაძარში რამდენიმე წუთით მაინც შევედი და მის ყველაზე
დიდ სიწმინდეს ვეახელი.
ლუსკუმაში მოთავსებულ დიმიტრი თესალონიკელის წმიდა ნაწილებს
ისეთი სურნელება ასდის,რომლის მსგავსიც,მე პირადად,ცხოვრებაში
არასოდეს არაფერი მიგრძვნია.თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო,რომ მე
უმეცარს და უგნურს,თითქმის არც არაფერი მინახავს და მომილოცავს
მანამდე.უზარმაზარი განცდებით და შთაბეჭდილებებით
სავსე,გულდაწყვეტილი გამოვედი ტაძრიდან და უკვე ვოცნებობდი იმ
24
დღეზე,როცა დავბრუნდებოდი ამ ტაძარში და სიჩქარის
გარეშე,გულიანად მოვილოცავდი ამ დიდებულ და ენით აუწერელ
წმიდა ადგილს.ერთადერთი ის მამშვიდებდა,რომ ათონის მთაზე
მივემგზავრებოდი და არანაკლებ დიდი სიწმინდეების ნახვა მელოდა
წინ.მარტო ფეხის დადგმა ამ წმიდა მიწაზე უკვე უდიდეს ბედნიერებად
მიმაჩნდა და მიმაჩნია.
დიდმოწამე დიმიტრის ტაძრიდან რომ გამოვედით,უკვე გვარიანად
შებინდებული იყო.ცხადი იყო და მანამდეც ვიცოდი,რომ ათონისკენ
მომდევნო დღეს გავემგზვრებოდით.ამ ღამეს კი სად გავათევდით,ჯერ არ
ვიცოდი.კითხვაც მერიდებოდა.სადაც მიმიყვანდნენ,იქ გავათევდი და
აღარ ჩავთვალე საჭიროდ ზედმეტი კითხვებით შემეწუხებინა ვინმე.
სალონიკიდან კარგა ხანს ვიარეთ და მივადექით ქალაქ
ურიანოპოლისისთან ,ზღვის პირას მდებარე ერთ პატარა დასახლებას,
25
რომელიც კაფე–ბარებით და სასტუმროებით არის სავსე.საცხოვრებელი
კორპუსები არც შემინიშნავს და არც ყოფილა თურმე,როგორც გავარკვიე.
ეს არის ადგილი ტურისტებისთვის, უმეტესად იმ ადამიანებისთვის,ვინც
ათონის მთაზე გამგზავრების წინ ღამის გათევას,დანაყრებას და
დასვენებას საჭიროებენ.
თავიდან,იმ საღამოს ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რადგან ქალი
თითქმის არ დამინახავს,მომსახურე პერსონალის გარდა.კაფე–ბარებსა
თუ რესტორნებში მხოლოდ მამაკაცთა საზოგადოებას ვხედავდი,თუმცა
უკანა გზაზე მგზავრობისას ქალთა სქესის უამრავი წარმომადგენელიც
ვიხილე და გაირკვა,რომ თურმე თევზაობის მოყვარულებიც ხშირად
დადიან ამ ადგილას დასასვენებლად.
ასეა თუ ისე,ამ ლამაზ და მყუდრო,პალმებით და სხვა ტროპიკული
ხეებით გამშვენებულ პაწაწინა კურორტზე ჯერ გვარიანად დავნაყრდით,
26
შემდეგ კი დასასვენებლად ერთ პატარა სასტუმროში დავბინავდით.
მეორე დილას კი სანატრელი და სანუკვარი მიზნისკენ, ათონისკენ
გავემართეთ.
ათონი
ათონის წმიდა მთა ნახევარკუნძულია,თუმცა მასზე მოხვედრა
ხმელეთიდან აკრძალულია და მხოლოდ ზღვიდანაა შესაძლებელი.
არავინ იცის,ასე ვინ და რატომ დაადგინა,ზოგმა გველები მომიყვანა
27
მიზეზად,ზოგმა კიდევ რა,თუმცა მე პირადად ნამდვილი მიზეზი ვერ
დავადგინე.ასეა დაწესებული და ყველანი ამ გზით მიდიან ათონზე,
ვიზიტორებიც და თავად ათონელი ბერებიც,რომელნიც არაერთი ვნახე
ნაპირზე.ზოგს პროდუქტი მიჰქონდა,ზოგს კიდევ რა.
ჩვენი ღამისთევის ადგილიდან დაახლოებით 15–20 წუთი კიდევ ვიარეთ
და არაერთი სასტუმრო და კაფე–რესტორები გავიარეთ.თავად ის
დასახლებაც,საიდანაც გემები ათონზე მიდიან,ასევე სასტუმროებით
არის გადაჭედილი,თუმცა როგორც მითხრეს,აქ ღამის გათევა
გაცილებით ძვირია და ცოტა მოშორებით,ისე როგორც ჩვენს
შემთხვევაში,უფრო იაფი და მოხერხებულია.სიმართლე გითხრათ,ეს
დეტალები მე ნაკლებად მაინტერესებდა და იმ დროს ჩემთვის სულ არ
28
ჰქონდა მნიშვნელობა,სად,რა და როგორ ღირდა.მთავარი იყო,რომ მე აქ
ვიყავი,ამ ნაპირზე და მალე ათონზე გავემგზავრებოდი.
ნაპირზე უამრავი მაღაზიაა ნაირნაირი ლამაზი ნივთებით
გამშვენებული;
კაფე–ბარები,სასაუზმეები.მოკლედ ყველაფერი,რაც ტურისტებისთვისაა
საჭირო,თუმცა ყველაზე მეტად მე საეკლესიო მაღაზიებმა
დამაინტერესა.ნებისმიერი ზომის უამრავი ლამაზი
ხატები,ჯვრები,კრიალოსნები,სუვენირები ათონის მთის
გამოსახულებით.შევყურებდი ამ სილამაზეს და ყველაფერი მინდოდა,
რომ შემძლებოდა ყველა ნივთს შევიძენდი.დავაპირე კიდეც რამდენიმე
ხატის ყიდვა,განსაკუთრებით ივერიის ღვთისმშობლისა,მაგრამ უკანა
გზაზე დაბრუნების მომენტისთის გადავდე ყველაფერი და მერე გაირკვა,
რომ სწორედაც მოვქცეულვარ,რადგან ათონის არცერთ მონასტერში ამის
29
ნაკლებობა ნამდვილად არ არის და ალბათ დამეთანხმებით,რომ წმიდა
მთიდან წამოღებული ყოველი ნივთი ბევრად ფასეულია და ძვირფასი,
ვიდრე იქვე,ნაპირზე გასაყიდად გამოტანილი,თუმცა შეიძლება ერთიც
და მეორეც ბერების ხელით იყოს დამზადებული. ამიტომ,ამჯერად,
მხოლოდ ფოტორეპორტიორობით დავკმაყოფილდი.
სანამ ამას ყველაფერს ვნახავდი და გადავიღებდი,მანამდე მამა ნენადმა
ყველას ათონზე გამგზავრების ვიზა და გემის ბილეთები გამოგვიტანა
ერთერთი შენობიდან,რომელიც იქვე მდებარეობს.
გახარებულმა ჩავიხუტე გულში ეს ძვირფასი ქაღალდი–ვიზა,რომელსაც
ბერძნულად „დიამონტირიონს“ ეძახიან.ამჟამად ბილეთიც და ვიზაც
საგულდაგულოდ მაქვს შენახული ძვირფასი მოგზაურობის
მოსაგონებლად.
30
31
ათონზე მიმავალ ხომალდს რა დავარქვა არ ვიცი.ეს არც გემია,არც
კატარღა,უფრო რაღაც საშუალო.საერთოდ მათ კატარღებს ეძახიან და
ასეთებს ხშირად ნახავთ საზღვაო თუ სამდინარე ექსკურსიებზე.მე მაინც
გემს დავუძახებ ჩემს თხრობაში და ვეცდები ცოტა გასაგებად აგიხსნათ.
გემი რამდენიმე სართულიანი გემბანისგან შედგება.პირველი ორი
სართული დახურული კაბინებია,სადაც ალბათ 50–60 ადამიანი თუ
დაეტევა თითოში.ამდენივე ეტევა ზედა ღია გემბანზე,რომელიც
საზაფხულო თეატრს გაგონებს ადამიანს.გეცნოთ ხომ?დიახ,სწორედ
ასეთი გემები დადიან ათონისკენ.კარგ ამინდში ყველა ზედა გემბანზე
ცდილობს მოხვედრას,რათა მოგზაურობის ყოველი წამით დატკბეს და
სრულად შეიგრძნოს ის ნეტარება,წმიდა მთასთან მიახლოებას რომ
ახლავს თან.
32
ჩემს მოგზაურობას,სამწუხაროდ,წვიმიანი ამინდი დაემთხვა,თუმცა ამას
არ შეუშლია ხელი ზედა გემბანი მაინც სავსე ყოფილიყო ხალხით,
რომელთა შორის ჩვენი ჯგუფიც გახლდათ.
ვინ ფეხზე იდგა,ვინ უსაფრთხო ადგილას იჯდა რომ არ
დასველებულიყო,ვინ სველ სკამს ამშრალებდა და ტენტის ქვეშ
დგამდა,რომ მასზე დამჯდარიყო. მოკლედ,ყველა თავის თავს უვლიდა
და პატრონობდა,როგორც შეეძლო.
საოცარი იყო და არ შემიძლია არ ვთქვა,როგორ მოსდევდნენ თოლიები
გემს.მთელი გუნდი,როგორც საჰაერო გამცილებლები არ მოგვშორებიან
33
და უკან მოგვყვებოდნენ.
ვისთვისაც ეს მგზავრობა პირველი არ იყო,მათ უკვე კარგად იცოდნენ
თოლიების ამბავი და ზოგს მათთვის საკვებიც მოემზადებინა და
პირდაპირ ხელიდანაც კი აჭმევდნენ.საოცარი სანახაობა
გახლდათ.არაფერი ამის მსგავსი აქამდე მე არ მენახა. ვუყურებდი ამას
ყოველივეს და ეჭვიც არ ეპარებოდა,რომ ყოველივე ეს ღვთიურთან
ძალიან ახლოს იყო და გასაოცარი ამაში არაფერიც არ გახლდათ.ეს არ
იყო ჩვეულებრივი მოგზაურობა,არ მივცურავდით ჩვეულებრივი
მიწისაკენ და არც ის ადამიანები იყვნენ ჩვეულებრივი, ვისთან
შეხვედრასაც ვაპირებდით.ეს გახლდათ თავად დედა ღვთისმშობლის
მფარველობის და მზრუნველობის ქვეშ მყოფი ოაზისი და ამას ყველანი
ძალიან კარგად ვაცნობიერებდით.
გემი რამდენიმე პატარა ნავსადგურში ჩერდება.პირველივე ნავსადგური
ჩვენია.იქ მიკროავტობუსები დგანან,რომელთაც სტუმრები ჰილანდარის
მონასტერში მიყავთ.გემი კი აგრძელებს სვლას და ეხლა შემდეგი
34
ნავსადგურისაკენ იღებს გეზს.დრო არ დამინიშნავს,მაგრამ ალბათ
დაახლოებით 40–50 წუთი ვიცურეთ.როგორც ვვარაუდობ,ერთი ამდენი
დრო დასჭირება ალბათ ბოლო ნავსადგურამდე მისვლას,თუ მეტი არა.
“დიამონტირიონში“ წინასწარ იწერება,რამდენი ღამით და სად სურს
სტუმარს გაჩერება.როგორც წესი,უარს არავის ეუბნებიან სარწმუნოების
თუ აღმსარებლობის მიუხედავად.პირადად მე ჰილანდარის სტუმრებში
ერთი ჩინელიც კი ვიხილე.მართალია, სავსებით შესაძლებელია იგი
მართლმადიდებელიც ყოფილიყო,მაგრამ ეს არ არის სტუმრის მიღების
ძირითადი პირობა და როგორც მოგახსენეთ,ყველა მამრობითი სქესის
სტუმარს,რამდენადაც ვიცი,ვიზიტზე თანხმობას უცხადებენ.
ათონზე სტუმრობის ყველა წესზე და კანონზე რომ ვისაუბროთ,ეს
ძალიან შორს წაგვიყვანს და ვგონებ ამას ეხლა არც აქვს ძალიან დიდი
მნიშვნელობა.ძირითადს ისედაც მოგახსენებთ,რომ ადვილი
წარმოსადგენი იყოს ყველაფერი,ხოლო დანარჩენი,სიმართლე გითხრათ,
თავადაც არ ვიცი სრულყოფილად.
როგორც კი ათონის წმიდა მიწაზე ფეხი დავდგი,დავემხე მუხლებზე და
უფალს მადლობა შევწირე ამ უსაზღვრო და ენითუთქმელი
წყალობისათვის.განა შეიძლება ასეთ დიდ მადლს ეზიარო ასეთი
ცოდვილი,ღვთისმშობლის კურთხეულ მიწაზე დადგა ფეხი და არ
ემთხვიო მას და თაყვანი არ სცე? მე ეს ვერც წარმომედგინა სხვანაირად
და არც მიფიქრია შემეხედა,სხვა როგორ მოიქცეოდა.რომ შემძლებოდა,
ჩავემხობოდი ამ წმიდა მიწას და დიდხანს არ ავიღებდი თავს.თუმცა
ყველამ თავისი საქმე იცის.მთავარი ის არ არის,რას მოიმოქმედებ
გარეგნულად,მთავარია რას გრძნობს გული და რითი სუნთქავს
სული...და თუ გული გეუბნება,მაშინ შეგიძლია გააკეთო ის,რასაც თვლი
საჭიროდ და აუცილებლად.
მიკროავტუბუსებით გავუყევით გზას მონასტრისაკენ.ალბათ არ არის
საჭირო იმის აღწერა,თუ რა საოცრად ლამაზი და მშვენიერი ბუნებაა
35
ირგვლივ.მხოლოდ იმას მოგახსენებთ,რომ გზაზე თხელი,ყვითელი
ქვიშაა დაყრილი,რომელიც სულ ახლახანს დაუყრიათ და ადრე არ
ყოფილა.როგორც შევიტყვე,ხანძრის ჩასაქრობად აჩქარებული ერთერთი
მღვდელმსახური მანქანით გადავარდნილა გზიდან და დაღუპულა.
სწორედ ამიტომ დაუყრიათ მთელ გზაზე ქვიშა,რომ მსგავსი სამწუხარო
ინციდენტები აღარ მოხდეს,რადგან გზა საკმაოდ ვიწროა და მძღოლის
უდიდეს პროფესიონალიზმს და ყურადღებას მოითხოვს, ხოლო წვიმიან
ამინდში,როგორშიც ჩვენ ვმგზავრობდით, გზაზე დაყრილი სილა
სწორედ რომ მოსწრება გახლდათ უსაფრთხოების გაძლიერების
თვალსაზრისით.ერთი ორჯერ ისეთი შეგრძნებაც კი გაგვიჩნდა,თითქოს
მანქანა ესესაა გადავარდებაო,ორივე მხარეს საკმაოდ ღრმა ხევი
იმზირებოდა.პიტერმა რამდენჯერმე გადამახედა კიდეც ფანჯრიდან,
აქაოდა,ნახე,რა ბეწვის ხიდზე დადისო.თუმცა სიმართლე გითხრათ,
36
ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი,რომ მძღოლი,რომელიც ალბათ
მეათასედ მაინც გადიოდა ამ გზას,ხატებით და ჯვრებით შემკულ
მიკროავტობუსს უპრობლემოდ მიიყვანდა დანიშნულების ადგილამდე.
ასეა თუ ისე,ღვთის წყალობით მშვიდობით მივადექით სერბულ
მონასტერს ჰილანდარს,რომელიც ისეთი ლამაზი ჩანდა გზიდანაც და
მიახლოებისასაც,რომ ჯობს სურათებზე იხილოთ,ვიდრე ჩემი მწირი
ენით ვცადო ამის გადმოცემა.
მამა ნენადმა ყველაფერი ზუსტად გათვალა.26 სექტემბერია.
ჯვართამაღლების დღესასწაულს ათონის წმიდა მთაზე შევხვდებით.
სამწუხაროდ,მხოლოდ ერთი ღამე გვაქვს ათონზე გასატარებელი.
მამაოსგან ვიცი,რომ ამ მონასტერში პატიოსანი ჯვრის ნაწილი აქვთ და
გვექნება ბედნიერება ამ უდიდეს სიწმინდეს ვემთხვიოთ.
წარმოუდგენელია,მე,უდიდესი ცოდვილი და უღირსი,უნდა ვემთხვიო
იმ ჯვრის ნაწილს,რომელზეც უფალი იესო ქრისტეს სისხლი დაიღვარა,
რომელზეც ის ეწამა ჩვენი ცოდვების გამო.ამის გაფიქრებაც კი
37
წარმოუდგენელია,ეს უდიდესი სასწაულია,სიზმარია.თუმცა,მოდი,ამაზე
მოგვიანებით უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ,მანამდე კი მივყვეთ
ქრონოლოგიას.
ქვაფენილებით მონასტრის ქვედა შენობებისკენ მივდივართ. მაცნობენ,
რომ ეს თანამედროვედ აგებული პატარ შენობები ახალი აშენებულია და
სპეციალურად სტუმრებისთვისაა გამოყოფილი.ბარგს გარეთ
გვატოვებინებენ და ერთ დიდ სასადილო ოთახში შევყავართ. მყუდრო
და ხისგან ლამაზად მოწყობილ ოთახში პატარპატარა ჯგუფებად
გვსვამენ მაგიდებთან.თმაშებნეული ახალგაზრდა კაცი,სავარაუდოდ
მორჩილი,სტუმრების სიას კითხულობს,რათა დაადგინოს,ყველა არის
თუ არა ჩამოსული,ვინც ვიზაში ითხოვა მონასტრის სტუმრობა.ყველა
ადგილზეა.თავიდანვე გვაფრთხილებენ,რომ შენობების შიგნით,ასევე
ტაძარში ფოტო და ვიდო გადაღება კატეგორიულად აკრძალულია.გარეთ
38
კი,რამდენიც გენებოთ,კი ბატონო.გულდასაწყვეტია,მაგრამ სხვა რა გზაა?
აქაურ კანონებს უნდა დავემორჩილოთ.
ლახათ–ლუხუმით და ყავა–ჩაით გვიმასპინძლდებიან.გვთავაზობენ
სერბულ ნაციონალურ სასმელს რაკიასაც.თუმცა მარხვაზე მყოფი
ზიარებისთვის ვემზადები და ალკოჰოლურ სასმელზე უარს ვამბობ,
დანარჩენს კი საიმოვნებით შევექცევი.
გვაცნობენ დღის განრიგსაც.4 საათზე საღამოს ლოცვაა ტაძარში,შემდეგ
სადილი.8 საათზე კი საზეიმო წირვა–ლოცვა დაიწყება,რომელიც დილის
4 საათამდე გასტანს.დილის 7 საათზე ლიტურღია,9–ზე საუზმე.12
საათისთვის კი უკვე უნდა გავემგზავროთ.ეხლა კი სასტუმრო ოთახებში
მივყავართ,სადაც 4 საათამდე თავისუფალი დრო გვაქვს.სამკაციან
ჯგუფებად გვყოფენ და ოთახებში გვანაწილებენ.ტრაიანი,პიტერი და მე
ერთად ვართ.ერთ უზარმაზარ სასტუმრო დარბაზში შევყავართ,სადაც
39
ალბათ 50–მდე საწოლია.შესაძლოა უფრო მეტიც,დათვლა შეუძლებელია,
მაგრამ პიტერმა,რომელიც მეორედ არის ჰილანდარში,იცის,რომ
გვერდით,რამდენიმესართულიან პატარა შენობაში,იქვე,უფრო პატარა
ოთახებია და სთხოვს,იქ მოგვათავსონ,რაზეც თანხმობას ვიღებთ და
მალე მეორე სართულზე 7 საწოლიან სასტუმრო ოთახში ვხვდებით.
ჯერ მხოლოდ სამნი ვართ და საწოლებს თავად ვირჩევთ. ერთ კედელზე
უფლის ხატია,მეორეზე დედა ღვთისმშობლის.ბულგარელი მეგობარი
სვეტოზარი,რომელიც ჩვენს მანქანაში მეხუთე მგზავრად დაგვემგზავრა,
გახსოვთ ალბათ,ჩვენი მცდელობის მიუხედავად სხვა ოთახში ხვდება და
გული გვწყდება.დავმეგობრდით გზაში უკვე და აქაც ერთად გვინდა
ყოფნა,მაგრამ რა ვუყოთ,ყველაფერი ჩვენს ნებაზე არ არის.
12 საათზე ცოტა მეტია,4 საათამდე თავისუფალი ვართ.გარეთ ისევ
წვიმს.მამაოს ვეკითხები,თუ როდის ვნახავთ ესთიგმენის მონასტერს.ამას
ჩემთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.ამის სრულყოფილად ახსნა არ
40
შემიძლია,თუმცა მოკლედ მამა ნენადისთვისაც და ჩემი ახალი სერბი
მეგობრებისთვისაც ნათქვამი მაქვს,რომ ჩემი ფეიბუქის სახელი
„მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“ სწორედ ესთიგმენის
მონასტრიდან მოდის და ჩემთვის უაღრესად დიდი ბედნიერება
იქნებოდა ამ მონასტრი ნახვა,რაზეც ადრე ოცნებაც კი წარმოუდგენელი
გახლდათ.მამაო მპასუხობს,რომ ესთიგმენის მონასტერი დღეს უნდა
გვენახა,მაგრამ წვიმის გამო ეხლა წასვლა შეუძლებელია,რადგან გზა
ცოტა შორია და ტალახიანი იქნება,მაგრამ მპირდება,თუ გადაიღებს,მოვა
და წაგვიყვანს.ჯერ წმიდა ვასილის პატარა მონასტერს,შემდეგ კი
ესთიგმენს ვეწვევით,თუ არადა მაშინ ხვალ,ოღონდ პირობა ისევ მშრალი
ამინდია,ანუ თუ არ იწვიმებს.
გულდაწყვეტილი ვარ,იმედგაცრუებული.ნუთუ ისე უნდა დავტოვო
ათონის მთა,რომ ვერც ესთიგმენის მონასტერი ვერ უნდა ვნახო?ვერც
მეთქი იმიტომ ვამბობ,რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოლოცვა
ივერონში საბოლოოდ გამოირიცხა და ეხლა ესთიგმენიც სანატრელი
მიხდება.თუმცა უკმაყოფილებას როგორ გამოვთქვამ?ღმერთმა ასეთი
დიდი წყალობის ღირსი გამხადა.მე უგნური როგორ გავბედავ ხმა
ამოვიღო და რაიმე პრეტენზია გამოვხატო?გული მწყდება მხოლოდ,რომ
მოლოდინი არ მართლდება,რომ წვიმს და ეს ხელს მიშლის იმ ოცნების
ასრულებაში,რომელიც სრულიად მოულოდნელად ახდენადი გახდა და
რომელზეც მამა ნენადმა ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნისას გამომიცხადა.
რას ვიზამ, “რაც უფალს გულში არ უწერია,იმას ახდენა არ უწერია“,
მახსენდება ჩემივე სიტყვები და უფლის ხატთან მივდივარ სალოცავად.
ვემხობი მუხლებზე და ვევედრები:
„–უფალო,გევედრები,ნუ გამიშვებ აქედან ისე,რომ ესთიგმენის
მონასტერი არ ვნახო.ასეთი დიდი წყალობა გამოიღე ჩემზე უღირსზე.
მომანიჭე ეგ ბედნიერებაც,მოაწყვე ისე,რომ მოვახერხო მისი ნახვა.
ოღონდ თუ იქნება ნება შენი და არა ჩემი.გევედრები უფალო“–
დაახლოებით ასე.ვდგები და ჩემს საწოლზე ვჯდები.
41
ყველანი დაღლილები ვართ მგზავრობით.პიტერი მაშინვე წამოწვა და
დაძინებას აპირებს.დაძინებას აპირებს ტრაიანიც.მე საეკლესიო
მაღაზიაში მინდა წასვლა.პიტერი მპირდება,რომ მოგვიანებით
გამომყვება,ეხლა კი ჯობია ყველამ დავისვენოთ.წვიმს და არ ღირს არსად
წასვლა.
ეხლა კი კიდევ ერთ სასწაულზე მინდა გიამბოთ,რომელსაც მე სხვა
სახელს ნამდვილად ვერ ვუწოდებ.როდესაც ყველაფერი გავიხსენე და
ავწონდავწონე,დავრწმუნდი,რომ უფალმა ღმერთმა,კიდევ ერთი დიდი
სასწაულის,უზარმაზარი მადლის და წყალობის ღირსი გამხადა.მე
მოგიყვებით და თქვენ თავად განსაჯეთ.
42
სასწაული
გაოგნებული შევყურებდი საწოლზე მწოლიარე ჩემს სერბ მეგობრებს და
გულდაწყვეტილმა მივმართე:
–მე რომ ეხლა წამოვწვე და დავიძინო,მთელი სიცოცხლე სანანებელი
მექნება ეს წუთები და ვერასოდეს ვერ მოვიშორებ გულიდან.არათუ
წუთი,ყოველი წამი ამ მიწაზე იმდენად ძვირფასია,რომ ამის გადმოცემაც
კი არ ძალმიძს და მე ეს წუთები ძილში გავატარო?არასოდეს არ
მაპატიებს უფალი ამას.ხომ მეტყვის:– მე მოგეცი ამ წმიდა მიწაზე ფეხის
დადგმის საშუალება და შენ შენი დრო ძილში გაატარეო?
მოკლედ,მე ვერაფრით ეხლა ვერ დავიძინებ და გავალ სურათებს მაინც
გადავიღებ,თუნდაც წვიმაში მეთქი.
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე
მოგზაურობა წმიდა მთაზე

Más contenido relacionado

Destacado

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by HubspotMarius Sescu
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTExpeed Software
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsPixeldarts
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthThinkNow
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfmarketingartwork
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024Neil Kimberley
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)contently
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024Albert Qian
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsKurio // The Social Media Age(ncy)
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Search Engine Journal
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summarySpeakerHub
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Tessa Mero
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentLily Ray
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best PracticesVit Horky
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementMindGenius
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...RachelPearson36
 

Destacado (20)

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPT
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
 
Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 

მოგზაურობა წმიდა მთაზე

  • 1.
  • 2. 1 მოგზაურობა წმიდა მთაზე (დოკუმენტური მოთხრობა) შესავალი დიდება ღმერთსა ყოვლადმოწყალესა და მოსიყვარულესა !!! საოცარია ცხოვრება.ისეთი მოულოდნელობებით არის სავსე,რომელზე არათუ ოცნება,ხშირად გაფიქრებაც კი არ მოგივა თავში ადამიანს.ასევე განსაცდელებიც,რომლის წარმოდგენა კი არა,გულში გავლებაც არასოდეს მოგინდება კაცს. მხოლოდ მოგვიანებით,როდესაც ყველაფერი ჩაივლის ხოლმე,მერეღა ვხვდებით,რა უსუსურები და უმეცრები ვართ ადამიანები; მაშინ ვაცნობიერებთ,რომ ყველაფერი ღვთის ნებით და დაშვებით ხდება.უდიდესი მადლიც და ძლიერი განსაცდელებიც,თუმცა ორივე წყალობაა ჩვენთვის.ჩვენივე სასიკეთოდ და საცხოვნებელად უშვებს ღმერთი ყოველივეს. სწორედ ერთ ასეთ გასაოცარ შემთხვევაზე მინდა მოგითხროთ,არ მომერიდება ვთქვა სასწაულზე,რომელიც უფლის წყალობით განვიცადე და რომელმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩემს გულსა და გონებაში. მინდა მოგითხროთ იმ საოცარ მოგზაურობაზე,რომელიც უფალმა უდიდესი მადლით და სიყვარულით მარგუნა და რომელსაც თვით ყველაზე ნეტარ სიზმარშიც კი ვერასოდეს ვერც წარმოვიდგენდი და ვერც გავიფიქრებდი.
  • 3. 2 მაგრამ სანამ მოგზაურობის აღწერას შევუდგებოდე,მინდა მცირეოდენი წინასიტყვაობა წავუმძღვარო მას. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ,რომ ყოველივეს ისე აღვწერ,როგორც ჩემი მწირი გონება და მეტყველება მომცემს ამის საშუალებას,რაც ალბათ საკმაოდ დაშორებული იქნება იმისგან,რაც ჭეშმარიტად ვიხილე და განვიცადე.თუმცა მთელი ჩემი არსებით ვეცდები მაქსიმალური სიზუსტით და სიწრფელით გადმოგცეთ ყოველივე ნანახი და განცდილი.გადმოგცემთ იმასაც,რაც არც თუ სასიამოვნოა ჩემთვის და ალბათ უნდა მრცხვენოდეს კიდეც,მაგრამ ჭეშმარიტება მხოლოდ სასიამოვნი განცდები არ არის და ყოველმა ქრისტიანმა,რომელიც ყვება თავის შესახებ,ის სამარცხვინო მომენტებიც უნდა აღიაროს,რაც განიცადა და გადახდა. ასე ვთვლი და სწორედ ასედაც ვეცდები სრული სიმართლით,ყოველ შემთხვევაში,როგორც პირადად ვფიქრობ, გადმოგცეთ ყოველი სიტყვა თუ აზრი. არ შეგაწყენთ თავს იმის აღწერით,როგორ და როდის დავიწყე ეკლესიური ცხოვრება.მართალია ჭეშმარიტებისგან ჯერ ძალიან შორს ვარ,მაგრამ ვცდილობ,ვწვალობ და ვფიქრობ,რომ ღვთის მადლით მივიწევ წინ და მაქვს იმედი,რომ ჯერ ადამიანად ვიქცევი, შემდეგ კი ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანად,თუ უფლის ნება იქნება,რა თქმა უნდა. ჩემს სულიერ ნათლიად მამა გაბრიელს ვთვლი.მან ჩამაფიქრა უფალზე სერიოზულად,ღრმად.მისმა უდიდესმა სათნოებამ,სიყვარულმა და სიბრძნემ ჩამინერგა წყურვილი შემეცნო უფალი და დავდგომოდი ჭეშმარიტების გზას. შემდეგ იყო მამა გიორგი ბასილაძე,მამა ვიტალი და ის უდიდესი და უწმიდესი ჩვენი მამები,რომელთაც ხარბად დავეწაფე,როგორც თოთო ბავშვი დედის რძეს.
  • 4. 3 ემიგრაციაში მყოფს,მართალია,ბევრი დრო არ მქონდა,მაგრამ ვცდილობდი,როგორც შემეძლო ისე გამომეყენებინა ეს დრო,ჩემივე სულის გადასარჩენად. ვუსმენდი მამა არჩილ მინდიაშვილის,მამა გიორგი პავლოვის,მამა ილია ჩიკვაიძის და სხვა უსაყვარლესი ჩვენი მოძღვრების ქადაგებებს და გული სიყვარულით ივსებოდა,სულში კი ჩაუქრობელი ცეცხლი გიზგიზებდა. ვცდილობდი,არცერთი წირვა არ გამეცდინა.ჩემს ქალაქში ქართული ეკლესიის არარსებობის გამო,სიარული სერბულ ეკლესიაში დავიწყე ოჯახთან ერთად,რადგან ლონდონში სიარული ყოველ წირვაზე უბრალოდ შეუძლებელი გახლდათ.გაცდენა კი არ მინდოდა,რადგან კარგად გავათვიცნობიერე,რომ დედამიწის ზურგზე არ არის უკეთესი ადგილი,ვიდრე ღვთის ტაძარია და ვერასოდეს უკეთესად ვერ გამოიყენებ ისედაც მცირე დროს ადამიანი,ვიდრე წირვაზე,რომელზეც უამრავი წმინდანი და ანგელოზი ესწრება თავად უფალთან და დედა ღვთისმშობელთან ერთად და განა შეიძლება სადმე უკეთესი ადგილი არსებობდეს,განა შეიძლება უკეთეს ადგილას წავიდეს ადამიანი ან რაიმე მიზეზი გამონახოს წირვაზე დაუსწრებლობისა?
  • 5. 4 მე წირვას ვადარებ ულამაზეს და უმშვენიერეს ქორწილს,რომელზეც მიწვეულები ვართ და მასზე არწასვლა დიდ უგუნურებას ნიშნავს,ხოლო როდესაც ადამიანი არ ცდილობს ხშირად ეზიაროს ,მაგონებს ამ წვეულებაზე დაპატიჟებულ სტუმარს,რომელიც ქორწილს შორიდან ადევნებს თვალს,თვითონ კი არც ჭამს,არც სვამს და არც მხიარულობს ნეფე–პატარძალთან და სხვა სტუმრებთან ერთად.ასე ვფიქრობ და მართალი ვარ თუ არა,დაე უფალმა განსაჯოს. სოციალურ ქსელ ფეისბუქის გვერდზე ჩემი პირადი მონაცემები გავაუქმე და მთლიანად ღვთის სიყვარულს და წმიდა მამების ქადაგებებს მივუძღვენი.სახელი იცით ალბათ,“მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“ დავარქვი,რომელიც ათონის ესთიგმენის მონასტრის დევიზია და ნიშნავს არა მათ სიკვდილს,ვინც მართლმადიდებელი არ არის,როგორც ბევრს ჰგონია და ზოგჯერ მლანძღავენ და მაგინებენ კიდეც ამის გამო,არამედ იმას,რომ ამ ადამიანებს მართლმადიდებლობის დაკარგვას სიკვდილი
  • 6. 5 ურჩევნიათ;რომელთათვისაც მართლმადიდებლობა ყველაზე უზენაესი ფასეულობაა და სიკვდილსაც სიხარულით მიიღებენ ამის გამო.სწორედ ამიტომ მომეწონა მეც მათი ეს დევიზი და ჩემი ფეისბუქის სახელად შევარჩიე.მინდოდა ჩემი მცირედი შრომით ჩემს სულსაც დავხმარებოდი და სხვისასაც,ერთად გაგვევლო ყოველი ნაბიჯი და ვზიარებოდით უფლის ჭეშმარიტებებს და წმიდა მამათა სიბრძნეებს,ვისაც ამის სურვილი ექნებოდა.მე თავად „თოთო ბავშვი“ სარწმუნოებაში,სხვა „ბავშვებსაც“ ვიწვევდი ჩემს გვერდზე,რომ ერთად გაგვევლო ის ტკბილი გზა,უფლისკენ რომ მიდის და სულს და გულს ახარებს და აცისკროვნებს. ...და როგორც იცით,რამდენიმე წელია, არსებობს გვერდი სახელით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“,რომლის წამყვანიც თქვენი მონა– მორჩილი გახლავთ. ამაზე არ გავამახვილებდი თქვენს ყურადღებას,ეს რომ მნიშვნელოვანი არ იყოს შემდგომი თხრობისათვის. არ ვიცი ამის გამო,თუ უფრო ჩემი დიდი ცოდვილობის გამო,უფალმა ჩემზე უდიდესი მადლი და წყალობა გამოიღო და ისეთ სასწაულს მაზიარა,რასაც ათონის წმიდა მთაზე მოგზაურობა ჰქვია.
  • 7. 6 ერთ მშვენიერ დღეს,ჩემი სერბი მოძღვარი,ძალიან თბილი და მოსიყვარულე მამა ნენადი, მეძახის და მასთან ერთად ჯვართამაღლების დღესასწაულზე ათონის წმიდა მთაზე მოგზაურობას მთავაზობს. აღელვებისგან ჯერ დავიბენი,მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ დაფიქრების ვადა მომცა,არც კი შევყოყმანებულვარ,მაშინვე დავთანხმდი.არათუ დავთანხმდი,იმ დღესვე ავიღე გასამგზავრებელი და უკან დასაბრუნებელი ბილეთები. მითხრა,რომ ჯერ ბელგრადში ჩავიდოდით,სადაც მამა ნენადი მასპინძლობას გამიწევდა,მერე კი მანქანით ათონის მთისკენ გავემგზავრებოდით.მითხრა ისიც,რომ ჩავიდოდით სალონიკშიც და მოვილოცავდით დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ტაძარს და მის წმიდა ნაწილებს. არ ვიცი,ვინ რას იფიქრებდა,მე კი ყველაზე უგუნური არსება ვიქნებოდი დედამიწის ზურგზე,ამ შემოთავაზებაზე უარი რომ მეთქვა.ჩემი მორცხვი ბუნების გამო ძალიან მაწუხებდა პირადად მამაოსთან სტუმრობა და მოწიწებით სასტუმროში დაბინავების ნებართვა ვითხოვე,თუმცა მაშინვე
  • 8. 7 უკუაგდო ეს წინადადება და ისე დამაჯერებლად გამაჩუმა,რომ მეორედ ამაზე ხმა აღარ ამომიღია. რა თქმა უნდა,სიხარულის და ბედნიერების გრძნობა უზომო იყო,მაგრამ არც გაოგნება და შოკი ახლდა ამას ყველაფერს და რომ აღარ მოვეშვი მამაოს მიმართ მადლიერების გრძნობის გამოხატვას,რამდენჯერმე გამიმეორა,რომ თვითონ არაფერ შუაში იყო და ურჩიეს ჩემი წაყვანა, თუმცა ჩემს გახარებულ თავში ეს ნაკლებად შედიოდა და და მხოლოდ მოგვიანებით,მოგზაურობის ბოლოს გავიგე,რომ მამა ნენადი არ ტყუოდა და ჩემი წაყვანა მრევლის ნაწილმა და მათ შორის ტაძრის ერთერთმა გავლენიანმა ფიგურამ,ასე ვთქვათ ზედამხედველმა,ურჩია,როგორც ეკლესიაში ერთერთი ყველაზე ხშირად მოსიარულე ადამიანისა. ასე იყო თუ ისე,ღმერთმა ამ ადამიანების სახით უდიდესი სიხარული და ბედნიერება მაჩუქა და მომცა საშუალება ეს უდიდესი წმიდა ადგილი მომელოცა.
  • 9. 8 როდესაც ცოტათი დავწყნარდი და ვიგრძენი,რომ ეს სიზმარი არ იყო და ნამდვილად ხდებოდა,რაზეც ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო,ვეცადე წარმომედგინა წინასწარ,როგორ იქნებოდა ყველაფერი და როგორ წარიმართებოდა ყოველივე. დარწმუნებული ვარ,ყოველი ქართველი,რომელიც ათონის მთაზე მიემგზავრება,უპირველესად ივერონის მონასტერზე და ივერიის ღვთისმშობლის მოლოცვაზე ოცნებობს.რა თქმა უნდა,არც მე ვიყავი გამონაკლისი,თუმცა კარგად ვხვდებოდი,რომ ეს ალბათ შეუძლებელი იქნებოდა.არ ვიცოდი,ხუთდღიანი მოგზაურობიდან რამდენი დღე დავყოფდით ათონის მთაზე და რომელი მონასტრების ნახვის საშუალება გვექნებოდა.რა თქმა უნდა,გუმანით ვხვდებოდი,რომ მამაო სერბულ მონასტერში,ჰილანდარში წამიყვანდა,მაგრამ ვფიქრობდი იმაზეც,რომ იქნებ როგორმე, ერთი საათით მაინც,კარის ღვთისმშობელს ვხლებოდი და თუნდაც დაუჯდომელი წამეკითხა.ვფიქრობდი,ჩემი ნება რომ ყოფილიყო,აუცილებლად ვნახავდი ესთიგმენის მონასტერსაც, რომლის დევიზიდანაც მოდიოდა ჩემი გვერდის სახელი და რომელზეც ოცნებაც კი საერთოდ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.თუმცა,სიმართლეს ვიტყვი, უიმედობაც მეუფლებოდა–20 მონასტრიდან რაღა იმ მონასტერში წავიდოდით,სადაც მე მინდოდა?ეს წარმოუდგენელი გახლდათ. დარწმუნებული ვიყავი,რომ მამაო სერბულ მონასტერში,ჰილანდარში წამიყვანდა. ვფიქრობდი ამას ყველაფერს და ერთი სული მქონდა,როდის ვნახავდი მოძღვარს შემდეგ წირვაზე,რომ ყველაფერი ზუსტად გამეგო,რადგან იმ პირველ დღეს ისეთი აღგზნებული და დაბნეული ვიყავი ასეთი მოულოდნელი ბედნიერებისაგან,რომ არც კი მიკითხავს,სად და რამდენი დღით მივდიოდით. როდესაც მამა ნენადი ვნახე,მოწიწებით ვკითხე,მექნებოდა თუ არა საშუალება,თუნდაც ერთი საათი,კარის ღვთისმშობელი მენახა ივერონის მონასტერში.
  • 10. 9 მამაომ მიპასუხა,რომ მივდივართ ესთიგმენის მონასტერში,საიდანაც ივერიის მონასტერი ძალიან შორია.ლაპარაკია ერთ ან ორ ღამეზე.თუ ორი ღამით დავრჩებოდით,მექნებოდა ამის საშუალება,ხოლო თუ ერთით,სავარაუდოდ არა. ესთიგმენის მონასტერს რომ მოვკარი ყური,ენა დამება და მოულოდნელობისგან დავმუნჯდი,მხოლოდ კითხვა შევუბრუნე,სად მივდივართ მეთქი?–ესთიგმენის მონასტერშიო,დამიდასტურა მამაომ. მოგვიანებით შევიტყვე,რომ მივდიდოდით რა თქმა უნდა ჰილანდარში, ხოლო ესთიგმენის მონასტერში სტუმრობა იყო დაგეგმილი და რადგან მე ივერონის მონასტერში სტუმრობაზე ვეკითხებოდი მამაოს,მანაც სწორედ ეს იგულისხმა.თუმცა ამას მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო,რომ ვნახავდი იმ მონასტერს,რომელზეც ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო.მე,რომლის გვერდსაც „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“ ერქვა,ვნახავდი იმ მონასტერს,რომლის თავზეც ფრიალებს დროშა წარწერით“მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“.
  • 11. 10 ეს იმდენად დაუჯერებელი და წარმოუდგენელი გახლდათ,რომ დიდხანს ვიყავი გაბრუებული და შოკირებული.არ მახსოვს,როგორ დავჯექი მანქანაში,როგორ წავედი.მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,რომ ასეთი დამთხვევა შეუძლებელი იყო,წარმოუდგენელი და გასაცვიფრებელი.არც მამაომ და არც სხვა ვინმემ არც ის იცოდა,რომ მე ფეისბუქში გვერდი მქონდა „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“ და არც ის,თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას ჩემთვის.იცოდა მხოლოდ უფალმა ღმერთმა, უზენაესმა და უსასრულომ. ამ ფიქრებში გართულს წინ კიდევ ერთი სასწაული მელოდა.მანქანაში ხშირად ვუსმენ სხვადასხვა მოძღვართა ქადაგებებს როგოც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე.იმ დღესაც,ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე ჩართული მქონდა ერთერთი რუსი მამის ქადაგება სიკდილისშემდგომ ცხოვრებაზე. ტაძრიდან გამოსულმა გავაგრძელე ქადაგების მოსმენა,მაგრამ ბედნიერებისაგან დაბინდულს და გაოგნებისგან არეულს ერთი სიტყვა არ გამიგია ქადაგებიდან.მხოლოდ ამ უეცარ და გამაოგნებელ სასწაულზე
  • 12. 11 ვფიქრობდი,იმ მადლსა და წყალობაზე,რაც უფალმა ჩემზე გამოიღო.ვერ ვიჯერებდი,ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო. –არა,ეს შეუძლებელია,ასეთი დამთხვევა წარმოუდგენელია.ნუთუ შემთხვევით დაემთხვა ასე? ვფიქრობდი და ... უცებ,თითქოს ყურში ჩამძახესო,ზუსტად იმ წამში მკაფიოდ მომესმა რუსი მოძღვრის სიტყვები,რომელთაც სიტყვა სიტყვით გთავაზობთ: „Случайность-это псевдоним Бога.Ничего случайного не бывает.“ ანუ: „დამთხვევა–უფლის ფსევდონიმია.არაფერი შემთხვევით არ ხდება ქვეყანაზე“ მეტს ამაზე არაფერს გეტყვით,თავად წარმოიდგინეთ,რა დამემართებოდა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ და რა მდგომარეობაში ვიქნებოდი.ამის გადმოცემა სიტყვებით ყოვლად შეუძლებელია. მოგვიანებით,როდესაც ეს ადგილი განმეორებით მოვისმინე, გავოცდი, როგორ არის გამოყოფილი ეს ფრაზა მთელი ქადაგებიდან, თითქოს შეგნებულადაა ეს გაკეთებული და განსაკუთრებულად ხმამაღლა და გამორჩეულად ნათქვამი. სიმართლისათვის მინდა მოგახსენოთ–ძალიან კარგად ვიცოდი მანამდეც,რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება ქვეყანაზე და ყოველივე უზენაესის ნებაა,მაგრამ იმდენად უღირსად ჩავთვალე ჩემი თავი ასეთი დიდი წყალობისათვის,ამის დაჯერება კი არა,წარმოდგენაც მიჭირდა. ეხლა კი ვხვდები,რომ უფლის წყალობა არა მხოლოდ ღირსეულებზე, არამედ უღირსებზეც ხშირად გადმოდის,რათა თვალები აეხილოთ და სწორი გზით იარონ.ალბათ ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც და ერთი წამითაც არ მიფიქრია,რომ რამეთი დავიმსახურე ეს დიდი წყალობა ღვთისა. ...და ბოლოს.დავამატებ მხოლოდ იმას,რომ ჩემდა გასაოცრად,როდესაც მოგვიანებით ათონის მთის რუკას დავხედე,აღმოვაჩინე,რომ სერბული
  • 13. 12 მონასტერი ჰილანდარი და ესთიგმენის მონასტერი გვერდიგვედ არიან ერთმანეთთან.იმდენად ახლოს,რომ გეგონება ერთი მონასტრიდან რომ ფეხს გადადგამ,მეორე მონასტერში აღმოჩნდებიო. აი,ეს მინდოდა წინასიტყვაობის მაგიერ მეთქვა და თუ უკვე არ დაგღალეთ და თავი არ შეგაწყინეთ,დავიწყებ მოგზაურობის აღწერას. მოგზაურობის დასაწყისი ბელგრადის საერთაშორისო აეროპორტში დავეშვით.უკვე ღამის 12–ის ნახევარია.მამა ნენადი მეუღლესთან ერთადაა,მე–მარტო.სამივე ტაქსში ვსხდებით და ავტოსადგურისკენ მივდივართ.ძალიან ლამაზიაო
  • 14. 13 ბელგრადი,გამიგია,მაგრამ აეროპორტი ქალაქგარეთაა.არაფერი განსაკუთრებული ჯერ არ ჩანს.იმედი მაქვს,რომ მომეცემა ბელგრადის დათვალიერების საშუალება.ეხლა კი სხვა ქალაქში უნდა წავიდეთ– ალექსინაცში.იქ,სადაც მამა ნენადი დაიბადა და გაიზარდა,სადაც მისი სახლია.მივედით ავტოსადგურში.ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებული არ დამინახავს.არც ვფიქრობ ეხლა ამაზე.ისედაც დაღლილებს,კიდევ ორსაათნახევრიანი მგზავრობა გვიწევს ავტობუსით. ამდენივე დაგვჭირდა ლონდონის აეროპორტამდე,ამდენივე ვიფრინეთ. ხოდა საკმაოდ დაღლილ–დაქანცულებს ერთი სული გვაქვს,როდის მივალთ სახლამდე,რომ დავწვეთ და დავიძინოთ.თანაც ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა,ათონის მთისკენ უნდა დავიძრათ.ამიტომაც მეჩქარება დაძინებაც და მეორე დღის გათენებაც. დილის სამ საათზე მამაოს სახლში ვართ.მამაო თავის დედას მაცნობს,თავისივე ოთახს მითმობს და მივდივართ დასაძინებლად. დაღლილ–დაქანცულს ოთახის დათვალიერების თავიც არ მაქვს,ვხედავ კედელზე ჩამოკიდებულ ხატებს,მამაოს გამოსაცვლელ ანაფორებს, ჯვრებს,წიგნებს და უამრავ სხვადასხვა ნივთს.მყუდრო და პატარა ოთახის უზარმაზარ საწოლზე ვწვები და ვიძინებ. მამა ნენადი 35 წლისაა.5 წლის შეუღლებულია,მაგრამ შვილი ჯერ არ ჰყავს.ბირმინგემის სერბულ ტაძარში დიდი ხანი არაა,რაც მოღვაწეობს. ყოფილა მანამდე რამდენჯერმე ჩამოსული,მაგრამ სულ ცოტა ხნით.ეხლა კი მუდმივად ამ ტაძრის მსახურია,თუმცა მუდმივი ვიზა ჯერ არა აქვს.ენაში მეცადინეობს,რომ გამოცდები ჩააბაროს და რეზიდენტის სტატუსი მიიღოს.მანამდე კი წვალობს,როგორც შეუძლია.მიდის და მოდის სერბიიდან ინგლისში და ემსახურება უფალს და ხალხს.მანამდე რუსი მოძღვარი გვყავდა,მაგრამ რაღაც პრობლემების თუ გაუგებრობის გამო დატოვა ეკლესია და სხვა ტაძარში მსახურობს ამჟამად.
  • 15. 14 მამა ნენადის ჩამოსვლისთანავე მასთან საოცრად თბილი და კეთილმოსურნე ურთიერთობები ჩამომიყალიბდა.მიკვირდა კიდეც,განა რით დავიმსახურე,ასეთი ყურადღებით და სითბოთი რომ მეპყრობა მეთქი.არ ვარ მიჩვეული გადამეტებულ ყურადღებას ჩემს მიმართ. ერთხელ სამრეკლოზეც კი ამიყვანა და ზარები დამარეკინა. მხოლოდ გვიან მივხვდი,რომ მამაო ბუნებით არის სათნო და კეთილი.ყველასთან მომღიმარი და მოსიყვარულე და მე აქ არაფერ შუაში ვარ.სერბიაში სტუმრობისას კი დავრწმუნდი,როგორ უყვარს ყველას მისი დანახვა და
  • 16. 15 მასთან ყოფნა,ვინც კი მას იცნობს.ის ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ საკმაოდ გავლენიანი და ცნობილი პიროვნება სერბულ ეკლესიაში. მოგვიანებით, სულ სხვა დასახლებაში,ერთერთი მონასტრის წინამძღვარმა გაიგო რა, რომ მისი მრევლი ვიყავით,დიდი სიყვარულით მოიხსენია და ძალიან გონიერ და ნიჭიერ ადამიანად დაახასიათა. აი,ამ ადამიანის წყალობით მოვხვდი ამ მოგზაურობაში და ეხლა მის პირად ოთახში ვწევარ და მძინავს. სამი–ოთხი საათის ძილის შემდეგ ვდგები.სად გვაქვს ძილის დრო, ათონისკენ მივემგზავრებით.ძილს მერეც მოვასწრებთ.დილის ლოცვებს ვკითხულობ და თან მამაოს ოთახს,ამჯერად უფრო გულდასმით, ვათვალიერებ.უფლის და ღვთისმშობლის ხატებთან ერთად,წმიდა პარასკევას და წმიდა გიორგის ხატები უკიდია მთავარ კედელზე.სწორედ ამ ხატების ქვეშ მეძინა ღამით უზარმაზარ საწოლზე. მამაო მესალმება და
  • 17. 16 თავის საქმეებზე გარბის.ის არის ამ მოგზაურობის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი.ჩემს გარდა,ვიცი,სხვებიც მოდიან ათონზე,თუმცა ჯერ არ ვიცი,ვინ და რამდენი. სანამ მამაო ბრუნდება,მე მის დედასთან ყავის სმით ვიქცევ თავს და რუსულ–ინგლისურად რაღაცნაირად ვახერხებთ გასაუბრებას. მისგან გავიგე ბევრი რამ.გავიგე,რომ მამა ადრე გარდაცვლია მამაოს და დედას გაუზრდია.მისგან გავიგე,რომ 5 წლის დაოჯახებულს შვილი ჯერ არ ჰყავს და ასე შემდეგ. მამაო მალე ბრუნდება და წასასვლელად ვემზადებით.ვალაგებ ჩემს ბარგს და გავდივართ.ასე მგონია,აქ აღარ დავბრუნდები და მის სათნო დედას გულმხურვალედ ვემშვიდობები.მანქანაში ვსხდებით და ალექსინაცის ეკლესიაში მივდივართ.მანამდე კი მამა ნენადი მამა ივანს მაცნობს კიდევ ორ ადამიანთან ერთად,რომლებიც ასევე მოდიან ჩვენთან ერთად ათონზე.სწორედ მამა ივანი ზის საჭესთან,რომელსაც ეკლესიისკენ მივყავართ. იქ,მეორე მანქანით კიდევ გვხდება ხალხი.ისინიც ჩვენთან ერთად მოდიან.მამა ნენადის გარდა მე მხოლოდ ერთ ადამიანს ვიცნობ. ტრაიანი,ჩვენი ეკლესიის სული და გული.ეს ადამიანი ეკლესიას საკუთარი შვილივით დაჰფოფინებს.სანთლებს უვლის,ნამწვავებს აგროვებს და ცალკე ყუთში ალაგებს.მოკლედ,ჩვენი ეკლესიის ზედამხედველია.მას ვიცნობდი,მაგრამ არც ისე ახლოს.მხოლოდ მისალმებით და მცირეოდენი გასაუბრებით.თუმცა მამაოსგან ვიცოდი,რომ აქ იქნებოდა და ჩვენთან ერთად იმგზავრებდა ათონზე. ტრაიანი 80 წლისაა,თუმცა 70–ზე მეტს ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი და როცა ასაკი მითხრა,გაოცებული შევყურებდი.ღმერთმა ჯანმრთელობა ნუ მოუშალოს.საკმაოდ მხნედ და ახალგაზრდულად გამოიყურება. მამა ნენადი მანქანებში გვანაწილებს.ამჯერად სხვა მანქანაში ვჯდები,თუმცა ორივე ერთი ფერის ვოლქსვაგენია და ისე გვანან
  • 18. 17 ერთმანეთს,ტყუპები გეგონებათ.ტრაიანი მძღოლს მაცნობს. პიტერი ქვია,ჩემო ძმააო,ამბობს.პუტკუნა და სასიამოვნო გარეგნობის კაცი, ასე 55–60 წლის იქნება.ტრაიანის შემყურე,აღარ მიკვირს,რომ საკმაოდ ბევრი შემეშალოს ასაკის განსაზღვრისას.გვერდზე ტრაიანი უზის.უკან კი კიდევ ერთი ნენადი და მე ვსხედვართ. ალბათ ფიქრობთ,რად უნდა ამდენს რომ მიედ მოედებაო.მართალიც იქნებოდით,მაგრამ შემდგომში თავადვე მიხვდებით,ამ ადამიანებს რაოდენ დიდი ადგილი აქვთ დათმობილი ჩემს მომავალ თხრობაში და საერთოდ,რამხელა მნიშვნელობა–ჩემს მოგზაურობაში.ამიტომაც შევჩერდი მათზე ოდნავ დაწვრილებით.ტრაიანს და პიტერს ვგულისხმობ. ორი მანქანით 9 კაცი ვიძვრებით და ვიწყებთ მგზავრობას.მეც კომფორტულად ვეწყობი და სასიამოვნო სიურპრიზების და ახალი განცდების მოლოდინში სიამოვნებით ვიყურები აქეთ–იქით.ყველაფერი მაინტერესებს.დღის სინათლეზე კარგად დავინახავ სერბიას, მაკედონიას,საბერძნეთს.დიახ,სწორედ ეს ქვეყნები უნდა გავიაროთ,რომ ათონის მთამდე მივიდეთ.
  • 19. 18 ალექსინაცი პატარა და მყუდრო ქალაქია.წყნარი და უშფოთველი. საქართველოს პატარა ქალაქს ან დაბას მაგონებს,სადაც ადამიანები უხმაუროდ,მშვიდად ცხოვრობენ.ქუჩებით,სახლებით,მაღაზიებით ძალიან წააგავს ჩვენს გარემოს.შემდგომში უამრავი რამ ვნახე ისეთი, რამაც საქართველო გამახსენა და გამაოცა.თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. მალე ქალაქიდან გავდივართ და გზა მთებისკენ მიემართება.ვიყურები აქეთ–იქით და თვალებს არ ვუჯერებ. ირგვლივ მთებში პატარა სახლები,დასახლებები იმერეთის,რაჭის თუ მაღალმთიანი აჭარის სოფლებს მაგონებს.როგორ გავს.აქეთ მდინარე ჩამოედინება. აღფრთოვანებული ვუხსნი ჩემს თანამგზავრებს,რომ აქაური ბუნება ძალიან ჰგავს საქართველოსას,რომ ჩვენთანაც არის ასეთი მთები, მდინარეები,მთებში მივარდნილი სოფლები და მიკვირს
  • 20. 19 კიდეც,ნეტავ როგორ ცხოვრობს იქ ხალხი,რითი ირჩენენ თავს?ტყეები მაღალი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებითაა დაფარული.ტრაიანი მიხსნის,რომ როდესაც მაკედონიაში გადავალთ,იქ ამ სიმაღლე ხეებს ვეღარ ვნახავ და რომ ყველაზე მაღალი ხე 50 სანტიმეტრისაა.ხუმრობს,რა თქმა უნდა. ცოტა ხანში გზიდან გადავდივართ და ერთერთ ულამაზეს სასტუმრო– რესტორანთან ვაჩერებთ.მოგვიანებით ვიგებ,რომ ეს ერთერთი ყველაზე ცნობილი სასაუზმე თუ სასადილოა(არც კი ვიცი რა ვუწოდო),სადაც უამრავი მგზავრი ჩერდება და გვარიანად ნაყრდება.უზადო სისუფთავე და მყუდროება სუფევს უზარმაზარ რესტორანში,რომელსაც ძალიან კოხტა,ასევე უზარმაზარი გარე აივანი აქვს ლამაზი ფანტანებით და წინ მთების ულამაზესი ხედებით.თბილი და საამური ამინდია და ჩვენც აივანზე ვსხდებით სასაუზმოდ.
  • 21. 20 სწორდ აქ გავსინჯე პირველად სერბული ნაციონალური საჭმელი „ბესკოვიცა“,რომელიც მრგვალი პურის შუაში ჩადებულ დიდი ხორცის ნაჭერს წარმოადგენს.როგორც ბურგერი,ოღონდ ბევრად დიდი და ნოყიერი.შიგთავსი,როგორც ამიხსნეს,საქონლის,ღორის და ცხვრის ხორცის ნარევია.ცოტათი წვნიანიც კი. დავნაყრდით,ყავაც დავაყოლეთ,ცოტა დავისვენეთ და გავუდექით გზას.აღარ ვამბობ,რომ ვცდილობ ყველგან სამახსოვრო ფოტოები და ვიდეოკლიპები გადავიღო.ვგონებ ეს ისედაც ნათელია და ამის შესახებ ვფიქრობ აღარ ღირს საუბარი და რამდენჯერმე გამეორება. გარკვეული დროის შემდეგ,გავდივართ სასაზღვრო შემოწმებას და მაკედონიის ტერიტორიაზე შევდივართ.როგორ ტრაიანმა ადრევე გამაფრთხილა,ტყეები მართლაც მეჩხერი და დაბალტანიანი ხეებით იცვლება,თუმცა გზა ისევ მთებში გადის და დანარჩენი ისევ იგივეა,ერთი
  • 22. 21 განსხვავებით.ორივე მხარეს უამრავი ვენახი გადაშლილა და ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს კახეთის გზატკეცილზე მივქრივარ.თუმცა ისიც უნდა მოგახსენოთ,რომ ჩვენი ვენახები ბევრად მაღალი და ფართოა. თუმცა მაინც ძალიან გაოცებული და გახარებული ვარ და გულში ვღიღინებ: –აქ რამ მოგიყვანა,შე მადლიანო შენა ჰა?.. რა თქმა უნდა,ჩემს თანამგზავრებს კვლავ აღფრთოვანებული და განცვიფრებული ვუხსნი,რომ ეს ყოველივე ძალიან ჰგავს საქართველოს; რომ ჩვენი მადლიანი სამშობლო ღვინის ქვეყანაა და რომ ქართული ღვინო უმეტეს შემთხვევაში უმაღლეს ჯილდოებს იღებს ღვინის ამა თუ იმ საერთაშორისო ფესტივალებზე თუ კონკურსებზე. საუბარს საუბარი მოყვება,ხუმრობას ხუმრობა.პიტერი საკმაოდ ხუმარა კაცია,ხანდახან ვერც კი გაიგებ,ისე ხუმრობს.ჩვენც ვხუმრობთ და მხიარულად და ხალისიანად მივუყვებით გზას. წინასწარ მინდა გითხრათ,რომ ამ ადამიანს განსაკუთრებულად დავუახლოვდი და შემდგომში ამ სიახლოვემ უზარმაზარი,გადამწყვეტი როლი ითამაშა ერთერთ,ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვან მომენტში, რაზეც თავის დროზე მოგახსენებთ. აი ასე,მხირული განწყობით და ბედნიერი გამომეტყველებით მივადექით კიდეც საბერძნეთის საზღვარს. სასაზღვრო შემოწმება აქაც ყოველგვარი გართულების გარეშე გავიარეთ და გავუყევით საბერძნეთის გზას სალონიკისაკენ.თუმცა უნდა აღვნიშნო,რომ არც ბერძნულ,არც სერბულ და არც ინგლისურ ენაზე ამ ქალაქს სალონიკი არ ქვია.მას თესალონიკს ეძახიან,ისევე ,როგორც ადრიან ხანაში.სალონიკი ქართულ ენაში კი სავარაუდოდ რუსულიდან შემოვიდა.ეს ჩემი ვარაუდია მხოლოდ და შეიძლება ვცდებოდე კიდეც. თუმცა მე თხრობისას, ჩვენი ტკბილი ენის პატივსაცემად მაინც სალონიკად მოვიხსენიებ.
  • 23. 22 პირველი შთაბეჭდილება ქალაქში შესვლისას არც ისე სახარბიელო დამრჩა.უფრო პირიქით,ცოტა იმედგაცრუება და სევდა დამეუფლა. ჭუჭყიანი და საღებავით დათხაპნილი შენობები.წარწერებით და უაზრო ნახატებით აჭრელებული.ღარიბული ქუჩები უინტერესო და უფერული პეიზაჟებით.სამწუხაროდ,რაღაცით ჩვენს ზოგიერთ ქუჩებს მიმსგავსებული.თუმცა,მადლობა უფალს,ეს პირველი შთაბეჭდილება ცრუ აღმოჩნდა და შემდგომში საკმაოდ ლამაზი და კოხტა ქალაქი ვიხილე.ლამაზი სკვერებით,შენობებით და განსაკუთრებით ტაძრებით. გადატვირთული გზების და ფეხითმოსიარულეთა ფონზე ეს ქალაქი სულაც არ აღმოჩნდა ისეთი ურიგო,როგორც თავიდან მეგონა.შემრცხვა ჩემი სულსწრაფობის და ნაადრევად გამოტანილი დასკვნები გამო. მამა ნენადმა ცოტა ხნით დაგვტოვა და რაღაც საქმეების გასარკვევად გაემართა.ამასობაში კაფეში დავსხედით და ვინ ყავით და ვინ უბრალოდ ცივი წყლის სმით შევიქციეთ თავი.სწორედ ამ დროს მამა ივანს გავესაუბრე და უფრო ახლოს გავიცანი.ფეიბუქზე მეგობრობაც კი გადავწყვიტეთ და შემდგომში დავმეგობრდით კიდეც. აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მამა ნენადიც,მამა ივანიც,პიტერიც და სხვა სერბი მეგობრებიც საკმაოდ კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და მათთან კომუნიკაცია საერთოდ არ გამჭირვებია.აღარაფერს ვამბობ ტრაიანზე,რომელიც,როგორც გაირკვა,1953 წლიდან ინგლისში ცხოვრობს და ფაქტიურად სუფთად და უშეცდომოდ საუბრობს ამ ენაზე.დედით ბერძენს,ცოტა ბერძნულ ენაზე საუბარიც ეხერხება და მისი ეს ცოდნა მომავალში ზიარებისას გამომადგა,რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ. მამა ნენადი რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა.როგორც შემდგომში შევიტყვე,დაგეგმილი ყოფილა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ტაძრის მოლოცვა,მაგრამ უდროობის გამო ეს ვერ მოვახერხეთ,თუმცა მამაო შეგვპირდა,რომ უკანა გზაზე ამ ტაძარს აუცილებლად მოვილოცავდით.მანამდე კი მამა ნენადმა და მე ტაძარში რამდენიმე წუთით შევირბინეთ.ისევ ჩემდამი უდიდესი პატივისცემის ნიშნად
  • 24. 23 მამაომ წამიყვანა თან.მანქანები გადატვირთულობის გამო შორს გავაჩერეთ და მხოლოდ ორნი გავემართეთ ტაძრისკენ,სადაც მამაოს გერმანიიდან ჩამოსული ბულგარელი მეგობარი,სვეტოზარი ელოდა, რომელიც შემდგომში ჩვენს მანქანაში მეხუთე მგზავრი აღმოჩნდა ათონისკენ მიმავალ გზაზე.როგორც მოგახსენეთ,მამაოს ნებართვით ამ დიდებულ ტაძარში რამდენიმე წუთით მაინც შევედი და მის ყველაზე დიდ სიწმინდეს ვეახელი. ლუსკუმაში მოთავსებულ დიმიტრი თესალონიკელის წმიდა ნაწილებს ისეთი სურნელება ასდის,რომლის მსგავსიც,მე პირადად,ცხოვრებაში არასოდეს არაფერი მიგრძვნია.თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო,რომ მე უმეცარს და უგნურს,თითქმის არც არაფერი მინახავს და მომილოცავს მანამდე.უზარმაზარი განცდებით და შთაბეჭდილებებით სავსე,გულდაწყვეტილი გამოვედი ტაძრიდან და უკვე ვოცნებობდი იმ
  • 25. 24 დღეზე,როცა დავბრუნდებოდი ამ ტაძარში და სიჩქარის გარეშე,გულიანად მოვილოცავდი ამ დიდებულ და ენით აუწერელ წმიდა ადგილს.ერთადერთი ის მამშვიდებდა,რომ ათონის მთაზე მივემგზავრებოდი და არანაკლებ დიდი სიწმინდეების ნახვა მელოდა წინ.მარტო ფეხის დადგმა ამ წმიდა მიწაზე უკვე უდიდეს ბედნიერებად მიმაჩნდა და მიმაჩნია. დიდმოწამე დიმიტრის ტაძრიდან რომ გამოვედით,უკვე გვარიანად შებინდებული იყო.ცხადი იყო და მანამდეც ვიცოდი,რომ ათონისკენ მომდევნო დღეს გავემგზვრებოდით.ამ ღამეს კი სად გავათევდით,ჯერ არ ვიცოდი.კითხვაც მერიდებოდა.სადაც მიმიყვანდნენ,იქ გავათევდი და აღარ ჩავთვალე საჭიროდ ზედმეტი კითხვებით შემეწუხებინა ვინმე. სალონიკიდან კარგა ხანს ვიარეთ და მივადექით ქალაქ ურიანოპოლისისთან ,ზღვის პირას მდებარე ერთ პატარა დასახლებას,
  • 26. 25 რომელიც კაფე–ბარებით და სასტუმროებით არის სავსე.საცხოვრებელი კორპუსები არც შემინიშნავს და არც ყოფილა თურმე,როგორც გავარკვიე. ეს არის ადგილი ტურისტებისთვის, უმეტესად იმ ადამიანებისთვის,ვინც ათონის მთაზე გამგზავრების წინ ღამის გათევას,დანაყრებას და დასვენებას საჭიროებენ. თავიდან,იმ საღამოს ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რადგან ქალი თითქმის არ დამინახავს,მომსახურე პერსონალის გარდა.კაფე–ბარებსა თუ რესტორნებში მხოლოდ მამაკაცთა საზოგადოებას ვხედავდი,თუმცა უკანა გზაზე მგზავრობისას ქალთა სქესის უამრავი წარმომადგენელიც ვიხილე და გაირკვა,რომ თურმე თევზაობის მოყვარულებიც ხშირად დადიან ამ ადგილას დასასვენებლად. ასეა თუ ისე,ამ ლამაზ და მყუდრო,პალმებით და სხვა ტროპიკული ხეებით გამშვენებულ პაწაწინა კურორტზე ჯერ გვარიანად დავნაყრდით,
  • 27. 26 შემდეგ კი დასასვენებლად ერთ პატარა სასტუმროში დავბინავდით. მეორე დილას კი სანატრელი და სანუკვარი მიზნისკენ, ათონისკენ გავემართეთ. ათონი ათონის წმიდა მთა ნახევარკუნძულია,თუმცა მასზე მოხვედრა ხმელეთიდან აკრძალულია და მხოლოდ ზღვიდანაა შესაძლებელი. არავინ იცის,ასე ვინ და რატომ დაადგინა,ზოგმა გველები მომიყვანა
  • 28. 27 მიზეზად,ზოგმა კიდევ რა,თუმცა მე პირადად ნამდვილი მიზეზი ვერ დავადგინე.ასეა დაწესებული და ყველანი ამ გზით მიდიან ათონზე, ვიზიტორებიც და თავად ათონელი ბერებიც,რომელნიც არაერთი ვნახე ნაპირზე.ზოგს პროდუქტი მიჰქონდა,ზოგს კიდევ რა. ჩვენი ღამისთევის ადგილიდან დაახლოებით 15–20 წუთი კიდევ ვიარეთ და არაერთი სასტუმრო და კაფე–რესტორები გავიარეთ.თავად ის დასახლებაც,საიდანაც გემები ათონზე მიდიან,ასევე სასტუმროებით არის გადაჭედილი,თუმცა როგორც მითხრეს,აქ ღამის გათევა გაცილებით ძვირია და ცოტა მოშორებით,ისე როგორც ჩვენს შემთხვევაში,უფრო იაფი და მოხერხებულია.სიმართლე გითხრათ,ეს დეტალები მე ნაკლებად მაინტერესებდა და იმ დროს ჩემთვის სულ არ
  • 29. 28 ჰქონდა მნიშვნელობა,სად,რა და როგორ ღირდა.მთავარი იყო,რომ მე აქ ვიყავი,ამ ნაპირზე და მალე ათონზე გავემგზავრებოდი. ნაპირზე უამრავი მაღაზიაა ნაირნაირი ლამაზი ნივთებით გამშვენებული; კაფე–ბარები,სასაუზმეები.მოკლედ ყველაფერი,რაც ტურისტებისთვისაა საჭირო,თუმცა ყველაზე მეტად მე საეკლესიო მაღაზიებმა დამაინტერესა.ნებისმიერი ზომის უამრავი ლამაზი ხატები,ჯვრები,კრიალოსნები,სუვენირები ათონის მთის გამოსახულებით.შევყურებდი ამ სილამაზეს და ყველაფერი მინდოდა, რომ შემძლებოდა ყველა ნივთს შევიძენდი.დავაპირე კიდეც რამდენიმე ხატის ყიდვა,განსაკუთრებით ივერიის ღვთისმშობლისა,მაგრამ უკანა გზაზე დაბრუნების მომენტისთის გადავდე ყველაფერი და მერე გაირკვა, რომ სწორედაც მოვქცეულვარ,რადგან ათონის არცერთ მონასტერში ამის
  • 30. 29 ნაკლებობა ნამდვილად არ არის და ალბათ დამეთანხმებით,რომ წმიდა მთიდან წამოღებული ყოველი ნივთი ბევრად ფასეულია და ძვირფასი, ვიდრე იქვე,ნაპირზე გასაყიდად გამოტანილი,თუმცა შეიძლება ერთიც და მეორეც ბერების ხელით იყოს დამზადებული. ამიტომ,ამჯერად, მხოლოდ ფოტორეპორტიორობით დავკმაყოფილდი. სანამ ამას ყველაფერს ვნახავდი და გადავიღებდი,მანამდე მამა ნენადმა ყველას ათონზე გამგზავრების ვიზა და გემის ბილეთები გამოგვიტანა ერთერთი შენობიდან,რომელიც იქვე მდებარეობს. გახარებულმა ჩავიხუტე გულში ეს ძვირფასი ქაღალდი–ვიზა,რომელსაც ბერძნულად „დიამონტირიონს“ ეძახიან.ამჟამად ბილეთიც და ვიზაც საგულდაგულოდ მაქვს შენახული ძვირფასი მოგზაურობის მოსაგონებლად.
  • 31. 30
  • 32. 31 ათონზე მიმავალ ხომალდს რა დავარქვა არ ვიცი.ეს არც გემია,არც კატარღა,უფრო რაღაც საშუალო.საერთოდ მათ კატარღებს ეძახიან და ასეთებს ხშირად ნახავთ საზღვაო თუ სამდინარე ექსკურსიებზე.მე მაინც გემს დავუძახებ ჩემს თხრობაში და ვეცდები ცოტა გასაგებად აგიხსნათ. გემი რამდენიმე სართულიანი გემბანისგან შედგება.პირველი ორი სართული დახურული კაბინებია,სადაც ალბათ 50–60 ადამიანი თუ დაეტევა თითოში.ამდენივე ეტევა ზედა ღია გემბანზე,რომელიც საზაფხულო თეატრს გაგონებს ადამიანს.გეცნოთ ხომ?დიახ,სწორედ ასეთი გემები დადიან ათონისკენ.კარგ ამინდში ყველა ზედა გემბანზე ცდილობს მოხვედრას,რათა მოგზაურობის ყოველი წამით დატკბეს და სრულად შეიგრძნოს ის ნეტარება,წმიდა მთასთან მიახლოებას რომ ახლავს თან.
  • 33. 32 ჩემს მოგზაურობას,სამწუხაროდ,წვიმიანი ამინდი დაემთხვა,თუმცა ამას არ შეუშლია ხელი ზედა გემბანი მაინც სავსე ყოფილიყო ხალხით, რომელთა შორის ჩვენი ჯგუფიც გახლდათ. ვინ ფეხზე იდგა,ვინ უსაფრთხო ადგილას იჯდა რომ არ დასველებულიყო,ვინ სველ სკამს ამშრალებდა და ტენტის ქვეშ დგამდა,რომ მასზე დამჯდარიყო. მოკლედ,ყველა თავის თავს უვლიდა და პატრონობდა,როგორც შეეძლო. საოცარი იყო და არ შემიძლია არ ვთქვა,როგორ მოსდევდნენ თოლიები გემს.მთელი გუნდი,როგორც საჰაერო გამცილებლები არ მოგვშორებიან
  • 34. 33 და უკან მოგვყვებოდნენ. ვისთვისაც ეს მგზავრობა პირველი არ იყო,მათ უკვე კარგად იცოდნენ თოლიების ამბავი და ზოგს მათთვის საკვებიც მოემზადებინა და პირდაპირ ხელიდანაც კი აჭმევდნენ.საოცარი სანახაობა გახლდათ.არაფერი ამის მსგავსი აქამდე მე არ მენახა. ვუყურებდი ამას ყოველივეს და ეჭვიც არ ეპარებოდა,რომ ყოველივე ეს ღვთიურთან ძალიან ახლოს იყო და გასაოცარი ამაში არაფერიც არ გახლდათ.ეს არ იყო ჩვეულებრივი მოგზაურობა,არ მივცურავდით ჩვეულებრივი მიწისაკენ და არც ის ადამიანები იყვნენ ჩვეულებრივი, ვისთან შეხვედრასაც ვაპირებდით.ეს გახლდათ თავად დედა ღვთისმშობლის მფარველობის და მზრუნველობის ქვეშ მყოფი ოაზისი და ამას ყველანი ძალიან კარგად ვაცნობიერებდით. გემი რამდენიმე პატარა ნავსადგურში ჩერდება.პირველივე ნავსადგური ჩვენია.იქ მიკროავტობუსები დგანან,რომელთაც სტუმრები ჰილანდარის მონასტერში მიყავთ.გემი კი აგრძელებს სვლას და ეხლა შემდეგი
  • 35. 34 ნავსადგურისაკენ იღებს გეზს.დრო არ დამინიშნავს,მაგრამ ალბათ დაახლოებით 40–50 წუთი ვიცურეთ.როგორც ვვარაუდობ,ერთი ამდენი დრო დასჭირება ალბათ ბოლო ნავსადგურამდე მისვლას,თუ მეტი არა. “დიამონტირიონში“ წინასწარ იწერება,რამდენი ღამით და სად სურს სტუმარს გაჩერება.როგორც წესი,უარს არავის ეუბნებიან სარწმუნოების თუ აღმსარებლობის მიუხედავად.პირადად მე ჰილანდარის სტუმრებში ერთი ჩინელიც კი ვიხილე.მართალია, სავსებით შესაძლებელია იგი მართლმადიდებელიც ყოფილიყო,მაგრამ ეს არ არის სტუმრის მიღების ძირითადი პირობა და როგორც მოგახსენეთ,ყველა მამრობითი სქესის სტუმარს,რამდენადაც ვიცი,ვიზიტზე თანხმობას უცხადებენ. ათონზე სტუმრობის ყველა წესზე და კანონზე რომ ვისაუბროთ,ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და ვგონებ ამას ეხლა არც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.ძირითადს ისედაც მოგახსენებთ,რომ ადვილი წარმოსადგენი იყოს ყველაფერი,ხოლო დანარჩენი,სიმართლე გითხრათ, თავადაც არ ვიცი სრულყოფილად. როგორც კი ათონის წმიდა მიწაზე ფეხი დავდგი,დავემხე მუხლებზე და უფალს მადლობა შევწირე ამ უსაზღვრო და ენითუთქმელი წყალობისათვის.განა შეიძლება ასეთ დიდ მადლს ეზიარო ასეთი ცოდვილი,ღვთისმშობლის კურთხეულ მიწაზე დადგა ფეხი და არ ემთხვიო მას და თაყვანი არ სცე? მე ეს ვერც წარმომედგინა სხვანაირად და არც მიფიქრია შემეხედა,სხვა როგორ მოიქცეოდა.რომ შემძლებოდა, ჩავემხობოდი ამ წმიდა მიწას და დიდხანს არ ავიღებდი თავს.თუმცა ყველამ თავისი საქმე იცის.მთავარი ის არ არის,რას მოიმოქმედებ გარეგნულად,მთავარია რას გრძნობს გული და რითი სუნთქავს სული...და თუ გული გეუბნება,მაშინ შეგიძლია გააკეთო ის,რასაც თვლი საჭიროდ და აუცილებლად. მიკროავტუბუსებით გავუყევით გზას მონასტრისაკენ.ალბათ არ არის საჭირო იმის აღწერა,თუ რა საოცრად ლამაზი და მშვენიერი ბუნებაა
  • 36. 35 ირგვლივ.მხოლოდ იმას მოგახსენებთ,რომ გზაზე თხელი,ყვითელი ქვიშაა დაყრილი,რომელიც სულ ახლახანს დაუყრიათ და ადრე არ ყოფილა.როგორც შევიტყვე,ხანძრის ჩასაქრობად აჩქარებული ერთერთი მღვდელმსახური მანქანით გადავარდნილა გზიდან და დაღუპულა. სწორედ ამიტომ დაუყრიათ მთელ გზაზე ქვიშა,რომ მსგავსი სამწუხარო ინციდენტები აღარ მოხდეს,რადგან გზა საკმაოდ ვიწროა და მძღოლის უდიდეს პროფესიონალიზმს და ყურადღებას მოითხოვს, ხოლო წვიმიან ამინდში,როგორშიც ჩვენ ვმგზავრობდით, გზაზე დაყრილი სილა სწორედ რომ მოსწრება გახლდათ უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით.ერთი ორჯერ ისეთი შეგრძნებაც კი გაგვიჩნდა,თითქოს მანქანა ესესაა გადავარდებაო,ორივე მხარეს საკმაოდ ღრმა ხევი იმზირებოდა.პიტერმა რამდენჯერმე გადამახედა კიდეც ფანჯრიდან, აქაოდა,ნახე,რა ბეწვის ხიდზე დადისო.თუმცა სიმართლე გითხრათ,
  • 37. 36 ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი,რომ მძღოლი,რომელიც ალბათ მეათასედ მაინც გადიოდა ამ გზას,ხატებით და ჯვრებით შემკულ მიკროავტობუსს უპრობლემოდ მიიყვანდა დანიშნულების ადგილამდე. ასეა თუ ისე,ღვთის წყალობით მშვიდობით მივადექით სერბულ მონასტერს ჰილანდარს,რომელიც ისეთი ლამაზი ჩანდა გზიდანაც და მიახლოებისასაც,რომ ჯობს სურათებზე იხილოთ,ვიდრე ჩემი მწირი ენით ვცადო ამის გადმოცემა. მამა ნენადმა ყველაფერი ზუსტად გათვალა.26 სექტემბერია. ჯვართამაღლების დღესასწაულს ათონის წმიდა მთაზე შევხვდებით. სამწუხაროდ,მხოლოდ ერთი ღამე გვაქვს ათონზე გასატარებელი. მამაოსგან ვიცი,რომ ამ მონასტერში პატიოსანი ჯვრის ნაწილი აქვთ და გვექნება ბედნიერება ამ უდიდეს სიწმინდეს ვემთხვიოთ. წარმოუდგენელია,მე,უდიდესი ცოდვილი და უღირსი,უნდა ვემთხვიო იმ ჯვრის ნაწილს,რომელზეც უფალი იესო ქრისტეს სისხლი დაიღვარა, რომელზეც ის ეწამა ჩვენი ცოდვების გამო.ამის გაფიქრებაც კი
  • 38. 37 წარმოუდგენელია,ეს უდიდესი სასწაულია,სიზმარია.თუმცა,მოდი,ამაზე მოგვიანებით უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ,მანამდე კი მივყვეთ ქრონოლოგიას. ქვაფენილებით მონასტრის ქვედა შენობებისკენ მივდივართ. მაცნობენ, რომ ეს თანამედროვედ აგებული პატარ შენობები ახალი აშენებულია და სპეციალურად სტუმრებისთვისაა გამოყოფილი.ბარგს გარეთ გვატოვებინებენ და ერთ დიდ სასადილო ოთახში შევყავართ. მყუდრო და ხისგან ლამაზად მოწყობილ ოთახში პატარპატარა ჯგუფებად გვსვამენ მაგიდებთან.თმაშებნეული ახალგაზრდა კაცი,სავარაუდოდ მორჩილი,სტუმრების სიას კითხულობს,რათა დაადგინოს,ყველა არის თუ არა ჩამოსული,ვინც ვიზაში ითხოვა მონასტრის სტუმრობა.ყველა ადგილზეა.თავიდანვე გვაფრთხილებენ,რომ შენობების შიგნით,ასევე ტაძარში ფოტო და ვიდო გადაღება კატეგორიულად აკრძალულია.გარეთ
  • 39. 38 კი,რამდენიც გენებოთ,კი ბატონო.გულდასაწყვეტია,მაგრამ სხვა რა გზაა? აქაურ კანონებს უნდა დავემორჩილოთ. ლახათ–ლუხუმით და ყავა–ჩაით გვიმასპინძლდებიან.გვთავაზობენ სერბულ ნაციონალურ სასმელს რაკიასაც.თუმცა მარხვაზე მყოფი ზიარებისთვის ვემზადები და ალკოჰოლურ სასმელზე უარს ვამბობ, დანარჩენს კი საიმოვნებით შევექცევი. გვაცნობენ დღის განრიგსაც.4 საათზე საღამოს ლოცვაა ტაძარში,შემდეგ სადილი.8 საათზე კი საზეიმო წირვა–ლოცვა დაიწყება,რომელიც დილის 4 საათამდე გასტანს.დილის 7 საათზე ლიტურღია,9–ზე საუზმე.12 საათისთვის კი უკვე უნდა გავემგზავროთ.ეხლა კი სასტუმრო ოთახებში მივყავართ,სადაც 4 საათამდე თავისუფალი დრო გვაქვს.სამკაციან ჯგუფებად გვყოფენ და ოთახებში გვანაწილებენ.ტრაიანი,პიტერი და მე ერთად ვართ.ერთ უზარმაზარ სასტუმრო დარბაზში შევყავართ,სადაც
  • 40. 39 ალბათ 50–მდე საწოლია.შესაძლოა უფრო მეტიც,დათვლა შეუძლებელია, მაგრამ პიტერმა,რომელიც მეორედ არის ჰილანდარში,იცის,რომ გვერდით,რამდენიმესართულიან პატარა შენობაში,იქვე,უფრო პატარა ოთახებია და სთხოვს,იქ მოგვათავსონ,რაზეც თანხმობას ვიღებთ და მალე მეორე სართულზე 7 საწოლიან სასტუმრო ოთახში ვხვდებით. ჯერ მხოლოდ სამნი ვართ და საწოლებს თავად ვირჩევთ. ერთ კედელზე უფლის ხატია,მეორეზე დედა ღვთისმშობლის.ბულგარელი მეგობარი სვეტოზარი,რომელიც ჩვენს მანქანაში მეხუთე მგზავრად დაგვემგზავრა, გახსოვთ ალბათ,ჩვენი მცდელობის მიუხედავად სხვა ოთახში ხვდება და გული გვწყდება.დავმეგობრდით გზაში უკვე და აქაც ერთად გვინდა ყოფნა,მაგრამ რა ვუყოთ,ყველაფერი ჩვენს ნებაზე არ არის. 12 საათზე ცოტა მეტია,4 საათამდე თავისუფალი ვართ.გარეთ ისევ წვიმს.მამაოს ვეკითხები,თუ როდის ვნახავთ ესთიგმენის მონასტერს.ამას ჩემთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.ამის სრულყოფილად ახსნა არ
  • 41. 40 შემიძლია,თუმცა მოკლედ მამა ნენადისთვისაც და ჩემი ახალი სერბი მეგობრებისთვისაც ნათქვამი მაქვს,რომ ჩემი ფეიბუქის სახელი „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“ სწორედ ესთიგმენის მონასტრიდან მოდის და ჩემთვის უაღრესად დიდი ბედნიერება იქნებოდა ამ მონასტრი ნახვა,რაზეც ადრე ოცნებაც კი წარმოუდგენელი გახლდათ.მამაო მპასუხობს,რომ ესთიგმენის მონასტერი დღეს უნდა გვენახა,მაგრამ წვიმის გამო ეხლა წასვლა შეუძლებელია,რადგან გზა ცოტა შორია და ტალახიანი იქნება,მაგრამ მპირდება,თუ გადაიღებს,მოვა და წაგვიყვანს.ჯერ წმიდა ვასილის პატარა მონასტერს,შემდეგ კი ესთიგმენს ვეწვევით,თუ არადა მაშინ ხვალ,ოღონდ პირობა ისევ მშრალი ამინდია,ანუ თუ არ იწვიმებს. გულდაწყვეტილი ვარ,იმედგაცრუებული.ნუთუ ისე უნდა დავტოვო ათონის მთა,რომ ვერც ესთიგმენის მონასტერი ვერ უნდა ვნახო?ვერც მეთქი იმიტომ ვამბობ,რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოლოცვა ივერონში საბოლოოდ გამოირიცხა და ეხლა ესთიგმენიც სანატრელი მიხდება.თუმცა უკმაყოფილებას როგორ გამოვთქვამ?ღმერთმა ასეთი დიდი წყალობის ღირსი გამხადა.მე უგნური როგორ გავბედავ ხმა ამოვიღო და რაიმე პრეტენზია გამოვხატო?გული მწყდება მხოლოდ,რომ მოლოდინი არ მართლდება,რომ წვიმს და ეს ხელს მიშლის იმ ოცნების ასრულებაში,რომელიც სრულიად მოულოდნელად ახდენადი გახდა და რომელზეც მამა ნენადმა ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნისას გამომიცხადა. რას ვიზამ, “რაც უფალს გულში არ უწერია,იმას ახდენა არ უწერია“, მახსენდება ჩემივე სიტყვები და უფლის ხატთან მივდივარ სალოცავად. ვემხობი მუხლებზე და ვევედრები: „–უფალო,გევედრები,ნუ გამიშვებ აქედან ისე,რომ ესთიგმენის მონასტერი არ ვნახო.ასეთი დიდი წყალობა გამოიღე ჩემზე უღირსზე. მომანიჭე ეგ ბედნიერებაც,მოაწყვე ისე,რომ მოვახერხო მისი ნახვა. ოღონდ თუ იქნება ნება შენი და არა ჩემი.გევედრები უფალო“– დაახლოებით ასე.ვდგები და ჩემს საწოლზე ვჯდები.
  • 42. 41 ყველანი დაღლილები ვართ მგზავრობით.პიტერი მაშინვე წამოწვა და დაძინებას აპირებს.დაძინებას აპირებს ტრაიანიც.მე საეკლესიო მაღაზიაში მინდა წასვლა.პიტერი მპირდება,რომ მოგვიანებით გამომყვება,ეხლა კი ჯობია ყველამ დავისვენოთ.წვიმს და არ ღირს არსად წასვლა. ეხლა კი კიდევ ერთ სასწაულზე მინდა გიამბოთ,რომელსაც მე სხვა სახელს ნამდვილად ვერ ვუწოდებ.როდესაც ყველაფერი გავიხსენე და ავწონდავწონე,დავრწმუნდი,რომ უფალმა ღმერთმა,კიდევ ერთი დიდი სასწაულის,უზარმაზარი მადლის და წყალობის ღირსი გამხადა.მე მოგიყვებით და თქვენ თავად განსაჯეთ.
  • 43. 42 სასწაული გაოგნებული შევყურებდი საწოლზე მწოლიარე ჩემს სერბ მეგობრებს და გულდაწყვეტილმა მივმართე: –მე რომ ეხლა წამოვწვე და დავიძინო,მთელი სიცოცხლე სანანებელი მექნება ეს წუთები და ვერასოდეს ვერ მოვიშორებ გულიდან.არათუ წუთი,ყოველი წამი ამ მიწაზე იმდენად ძვირფასია,რომ ამის გადმოცემაც კი არ ძალმიძს და მე ეს წუთები ძილში გავატარო?არასოდეს არ მაპატიებს უფალი ამას.ხომ მეტყვის:– მე მოგეცი ამ წმიდა მიწაზე ფეხის დადგმის საშუალება და შენ შენი დრო ძილში გაატარეო? მოკლედ,მე ვერაფრით ეხლა ვერ დავიძინებ და გავალ სურათებს მაინც გადავიღებ,თუნდაც წვიმაში მეთქი.