SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 22
კახეთი
კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე
ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ
მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე
ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და
გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი
გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი
თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან —
უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული
მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო
გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ
ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც
მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე
კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი).
XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან —
გრემი.
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს
ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს,
სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა
ეთნოგრაფიულ კუთხეს - თუშეთს
ტ რ ად ი ც ი ე ბ ი
 კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი
კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.
 კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ
ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე
მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ
საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა
გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ
მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.

 დიპლიპიტო — დასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი
სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი
ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ან ხარის ფაშვია
გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა
გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ.
ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ.
არქიტექტუტა


ალვერდის სამონსატრო კომპლექსი და, იმავდროულად საეპისკოპოსო ცენტრი, ალაზნის ველზე
მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ტაძარი XI საუკუნის დასაწყისში წმინდა გიორგის სახელზეა
აშენებული და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკლესიაა. ალავერდი გარედან ძუნწად
არის შემკული ორნამენტებით, რაც დამახასიათებელია კახეთის ძეგლებისათვის.



სიღნაღი



ქალაქი სიღნაღი XVIII საუკუნეში, მეფე ერეკლეს დროს აშენდა და შემოიზღუდა დიდი გალავნით,
რომელსაც 23 კოშკი და 5 ჭიშკარი ჰქონდა. მოგვიანებით, როცა სიღნაღის მცხოვრებთა რაოდენობა
გაიზარდა, გალავნის ნაწილი ქალაქის შიგნით მოიქცა. დღევანდელი ქალაქის დიდი ნაწილი XIX
საუკუნეშია გაშენებული.



დავითგარეჯა. კედლის მხატვრობა



დავითგარეჯა სამონასტრო კომპლექსია დავითგარეჯა ნახევრად უდაბნო ადგილას, გარეჯის
კლდოვან მთებში. ის VI საუკუნეში დავით გარეჯელმა დააარსა. დავით გარეჯელი იყო ერთ-ერთი იმ
ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებმაც VI საუკუნეში საქართველოს სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარეს
საფუძველი. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე დავითგარეჯში ბერად აღიკვეცა და რამდენიმე წელს
მოღვაწეობდა დიდი ქართველი განმანათლებელი სულხან-საბა ორბელიანი.



კახეთი
ტაძრები
თითოეული ეკლესია მონასტრის ძველი
ტრადიციის მიმდევრები



თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი
დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით
დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის
ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.



საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. აქაურ ქარხნებში ტურისტებს სხავადასხვა
სერვისს სთავაზობენ: აცნობენ საწარმო პროცესს, ატარებენ ღვინის დეგუსტაციას, აცნობენ ქართულ ტრადიციებს
სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში. ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია ტრადიციულ ქართულ
ოჯახებშიც, სადაც ტურისტს შეუძლია ძველ ან ძველ სტილში აგებულ მარნებში კახური ტექნოლოგიით დამზადებული
ღვინო დააგემოვნოს და ასევე გასინჯოს ქართული სამზარეულოს კერძები (ხშირად ხალხური სიმღერების
ფონზე).კახეთში ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი.



კახეთის ტერიტორიაზე ექვსი დაცული ტერიტორიაა – ბაწარას, ბაბანეულის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები,
თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ საოცარ ბუნების ძეგლებს
სთავაზობს.



კახეთის რელიეფი და საინტერესო ხეობები, კარგი ფაქტორია ჯიპ ტურების განსახორციელებლად.
სიღნაღი,

თელავი, ომალო.



კახეთი ერთ - ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი ადმინისტრაციულად
მოიცავს როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხეს – თუშეთს. კახეთში წარმოდგენილია
ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე
სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4° ც, ხოლო ზაფხულში+23…+25° ც-ია.



კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნო,
მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი
ელდარის ვაკეა 90-150 მ. ზღ. დ., ხოლო უმაღლესი თებულოს მთა - 4493 მ. თუშეთის საშუალო
სიმაღლე – 1880 მ.



კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ
ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას.



კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი,
უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო,
გრემი, ნეკრესი...
მარტყოფის ბრძოლა


ყიზილბაშთა დიდი არმია ყორჩიხა-ხანის სარდლობით მარტყოფის ველზე იდგა და
კახეთის მოსახლეობის დასარბევად ემზადებოდა. ქართლ-კახეთი გიორგი სააკაძისა და
დავით ჯანდიერის მეთაურობით აჯანყებისათვის მზად იყო. ქართლ-კახეთის
მესვეურთა გეგმით, აჯანყებულები დათქმულ დროზე მოულოდნელად უნდა
შესეოდნენ ირანელთა ბანაკს. გ. სააკაძესა და მის მხლებლებს, რომელნიც ირანელთა
ბანაკში იმყოფებოდნენ, მოულოდნელი დარტყმით ჯარის სარდლები უნდა დაეხოცათ.
მტრის ბანაკში იყო აგრეთვე სააკაძის შვილი ავთანდილი, თავადიშვილები ელია
დიასამიძე და პაატა ხერხეულიძე, გლეხი პაპუნა ვაშაყაშვილი.



25 მარტს, გარიჟრაჟზე, ხარება დღეს, ქართლ-კახეთის ლაშქარი მტრის ბანაკს
მიუახლოვდა. ხმაურზე გუშაგებმა განგაში დასცეს. ირანის ჯარის სარდლობამ
სასწრაფოდ თავი მოიყარა ყორჩიხა-ხანთან და გიორგი სააკაძე იხმეს. შეკრებისთანავე,
გიორგი სააკაძემ ყორჩიხა-ხანი განგმირა, ხოლო სანამ ირანელთა სარდლობა გონს
მოვიდოდა, სააკაძის მხლებლებმა მათ ბოლო მოუღეს. ამასობაში ქართველთა ჯარი,
რომელსაც ზურაბ ერისთავი მეთაურობდა, ბანაკში შეიჭრა. ბრძოლა მთელი დღე
გაგრძელდა და გვიან ღამით აჯანყებულთა გამარჯვებით დამთავრდა. მტრის
ბანაკიდან, რომელშიც 30 ათასამდე ყიზილბაში იყო, მხოლოდ 3 ათასმა უშველა თავს
გაქცევით. ქართლ-კახეთის მოსახლეობა ამჯერადაც გადარჩა ამოწყვეტასა და აყრააოხრებას. შაჰ-აბას I-ის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს გიორგი სააკაძის ვაჟს პაატას,
რომელიც მძევლად იყო ირანში.



აბას I-მა დაიწყო სამზადისი საქართველოში დიდი დამსჯელი ექსპედიციის
მოსაწყობად. გიორგი სააკაძე და თეიმურაზ I თავდაცვისათვის ემზადებოდნენ.
ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და
ელიზბარ ქსნის ერისთავები


როგორც აღნიშნავს სეფიანთა ირანის ერთ-ერთი ცნობილი ისტორიკოსი მოჰამედ თაჰერი, შაჰის
გადაწყვეტილებით შიდა და გარე კახეთის მიწებზე უნდა დასახლებულიყო მომთაბარე-მეჯოგე
თურქმანების 15000 ოჯახი. ისინი უნდა დამაგრებულიყვნენ ამ ნაყოფიერ მიწებზე, ―შედგომოდნენ
ხვნა-თესვას, შენებას და დასახლებას‖. ამ სტრატეგიული მიზნის განხორციელებისათვის ირანის შაჰმა
შაჰ-აბას მეორემ (1642-1666) კახეთში წინასწარი სამუშაოები ჩაატარა: ალავერდი-ხანის
ხელმძღვანელობით საქართველოში სამი ციხე აიგო: ბახტრიონის ციხე ალაზნის მარცხენა ნაპირზე,
რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა; ალავერდის მონასტერი ციხე-სიმაგრედ
გადაკეთდა; მესამე ციხე კი უნდა ყოფილიყო ყარაღაჯის ციხე – XVII ს.-ის კახეთის ყიზილბაში ხანების
რეზიდენცია.



თურქმანების ჩამოსახლების საქმე შაჰმა მიანდო ყიზილბას სელიმ-ხანს, რომელიც კახეთს მართავდა მას
შემდეგ, რაც შაჰმა როსტომ მეფეს დროებით მიერთებული (1648 წლიდან) კახეთი ჩამოართვა. სელიმხანის ხელმძღვანელობით ორი წლის განმავლობაში კახეთში ჩამოსახლდა თურქმანთა დიდი ურდოები
ადარბადაგანიდან. იგეგმებოდა მთელი შიდა და გარე კახეთის ბარის თურქმანი მომთაბარეებისათვის
გადაცემა. სელიმ-ხანის შემდეგ კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე ყარაბაღის ბეგლარბეგს მურთაზ
ყული-ხანს, ხოლო დანარჩენი ნაწილი ნახჭევანის მმართველს ალი ყული-ხან ქენგერლუს გადაეცა.
სწორედ ამ მმართველთა დროს ჩასახლდა კახეთში 80000-მდე მომთაბარე ელი.



კახეთის კულტურულ მეურნეობას მომთაბარე თურქმანებისაგან გადაშენების საფრთხე დაემუქრა;
მესაქონლე ელები ვენახების აჩეხვას და კახეთის მიწების იალაღებად გადაქცევას აპირებდნენ. თუშფშავ-ხევსურნიც მძიმე დღეში აღმოჩნდნენ - მწირი მთა ბარის პურითა და ღვინით ირჩენდა თავს,
მთიელები ბარის საზამთრო საძოვრების გარეშე ვერც ცხვარს გამოკვებავდნენ. გარდა ამისა,
ადგილობრივი მოსახლეობა ყიზილბაში მეციხოვნეებისგანაც იყო შეწუხებული. მომთაბარე
გადამთიელთაგან მთისა და ბარის შევიწროება ერთ ხალხურ ლექსში ასეა გადმოცემული:




―ბახტრიონს სხედან თათრები,



სიტყვას ამბობენ ძნელსაო:



ახმეტას ჩავჭრით ვენახსა,



შიგ დავასახლებთ ელსაო‖.


მარაბდის ბრძოლა


ერეკლე II, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798
წლებში. თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ VI-ის ასულის თამარ დედოფლის
შვილი. დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის
ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა დამარბეველი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში
უსარდლა ჯარს. 1737-1739 წლებში იმყოფებოდა ნადირ-შაჰის კარზე და
მონაწილეობა მიიღო ინდოეთში ლაშქრობაში.




1744 წელს თეიმურაზ II ქართლის მეფე გახდა, ხოლო ერეკლე II კახეთისა. 1747
წელს თეიმურაზ II ირანში წავიდა. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და
აბდულა-ბეგს-იესეს ძეს ჩააბარა. აბდულა-ბეგმა ერეკლესთან ბრძოლა დაიწყო,
თუმცა კახთ-ბატონმა შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება. 1748 წელს ერეკლემ
თბილისი გაათავისუფლა ირანელებისგან და იქ ქართველი მეციხოვნეები
ჩააყენა.



1749 წელს თეიმურაზი ქართლში დაბრუნდა. მართალია ქართლი და კახეთი
დამოუკიდებელი სამეფოები იყო, მაგრამ მამაშვილი შეთანხმებულ პოლიტიკას
ატარებდნენ და ფაქტიურად აღმოსავლეთი საქართველო ერთიანი იყო.



იმავე წლის შემოდგომაზე, თეიმურაზსა და ერეკლეს ერევნის ხანმა თარაქამების
წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა. ქართველებმა გაიმარჯვეს და
ერევნის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. მალე ანალოგიური
ნაბიჯი გადადგა
თეიმურაზ 1
 თეიმურაზ I-ის მეფობის პერიოდი უაღრესად რთული ხანა
იყო საქართველოს ისტორიაში. Qქვეყანამ მძიმე მარცხი
განიცადა ყიზილბაშებთან და ოსმალებთან ბრძოლაში. XVI ს.ის 80–90-იან წლებში გაძლიერებულმა ოსმალეთის იმპერიამ
თითქმის მთელი კავკასია დაიპყრო. საქართველომ დაკარგა
სამცხე-საათაბაგო, დაირღვა საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობა, შეფერხდა ქვეყნის კონსოლიდაციის პროცესი.
XVII საუკუნის დამდეგიდან აღმოსავლეთ საქართველოს
თავს დაატყდა შაჰ-აბასის აგრესია, გავერანდა კახეთი. აქ
ჩამოსახლებულმა თურქმანებმა დაიწყეს მკვიდრი
მოსახლეობის ინტენსიური მეურნეობის გაჩანაგება. საგარეო
მტრების მოძალების პირობებში ირანსა და ოსმალეთში ტყვედ
მიჰყავდათ ქართველი ახალგაზრდები; ისინი მამლუქებისა და
―ყულის ჯარში‖ იბრძოდნენ, საქართველოში კი მეომართა
რიცხვი მცირდებოდა.
შაჰ აბასის ლაშქრობა კახეთში



1608 წლის ზაფხულში აბას I ქართლში შემოვიდა. ქართლი და კახეთი ირანის ვასალები გახდნენ. 1612 წელს ირანოსმალეთის ზავით აღმოსავლეთი ამიერკავკასია ირანის სამფლობელოდ გამოცხადდა. აბას I-ს არ აკმაყოფილებდა
ქართლ-კახეთის ვასალობა, ამიტომ 1612 წელსაც შეუდგა ლაშქრობის სამზადისს. 1613 წლის 16 ოქტომბერს ირანის
დიდი ლაშქარი ისპაანიდან საქართველოსკენ დაიძრა, გაიარა არდებილი და ყარაბაღში დადგა. აბას I ხმებს
ავრცელებდა, თითქოს ოსმალეთზე გალაშქრებას აპირებდა და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს ერთგულების ნიშნად
მძევლები მოსთხოვა; ამავე დროს ოსმალეთის სულთანს აცნობა, რომ ქართლ-კახეთის დასჯა ჰქონდა განზრახული.



თეიმურაზმა აბას I-ს მძევლებად გაუგზავნა დედა - ქეთევან დედოფალი და მცირეწლოვანი ვაჟები ლევანი და
ალექსანდრე. მოგვიანებით შაჰმა თეიმურაზიც იხმო. თეიმურაზი არ ეახლა და აბას I კახეთზე წამოვიდა. ირანის
ლაშქარი კახეთში ორი მხრით - სამხრეთ-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოიჭრა (1614 წლის მარტი). კახეთის
თავადობამ, რომლის ნაწილიც აბას I-ს წინასწარ ჰყავდა მოსყიდული, ბრძოლა არ ინდომა. უჯაროდ დარჩენილმა
თეიმურაზ I-მა მცირე რაზმით ჟალეთთან ბრძოლაში ალყა გაარღვია და ქართლში გადავიდა. თავდაცვისათვის მზად
არც ქართლის მეფე ლუარსაბ II აღმოჩნდა და ისინი იძულებული გახდნენ იმერეთის მეფეს გიორგი III-ს
შეჰხიზნოდნენ. აბას I-ის ლაშქარი 50 დღე აოხრებდა და ძარცვავდა კახეთს. მტერმა ხელთ იგდო თორღას ციხეში
გადამალული სამეფო განძი, მრავალი ტყვე და დიდძალი ქონება; მარტო ერწო-თიანეთიდან 30 ათასი ტყვე და 40
ათასი სული საქონელი წაასხა, ტყვედ წაიყვანა აგრეთვე კახეთში მცხოვრები სომხები, ებრაელები და შირვანდელი
გლეხების დიდი ნაწილი; ალავერდის ტაძარი ციხესიმაგრედ აქცია და შიგ ირანელთა გარნიზონი ჩააყენა. აბას I-მა
კახეთის ხანად გამაჰმადიანებული ბაგრატიონი ისა-ხანი (თეიმურაზ I-ის ბიძაშვილი) დანიშნა და ვექილად
(მეთვალყურე-მრჩეველი) თავადი დავით ჯანდიერი მიუჩინა. მაისის შუს რიცხვებში აბას I ლაშქრით ქართლში
გადავიდა, გორისა და სურამის ციხეების შეაკეთებინა და შიგ გარნიზონები ჩააყენა. შაჰმა იმერეთის მეფეს ლუარსაბ
II-ისა და თეიმურაზ I-ის გაცემა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. შემდეგ მაინც მოახერხა ლუარსაბ II-ის ხელში
ჩაგდება (1614 წლის 17 ოქტომბერი). ქართლის საქმეების მოგვარებისთანავე აბას I ძირითადი ლაშქრით ირანში
დაბრუნდა. თანწაიყვანა ტყვეები და "შაჰ-სევანის" ("შაჰის მეგობარი")ლაშქარში "ნებით" ჩაწერილი რამდენიმე ათასი
კახელი და ქართლელი მეომარი ოჯახებითურთ.
ბაზალეთის ბრძოლა


ბაზალეთის ბრძოლა 1626, ბრძოლა ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ისა და გიორგი სააკაძის
ლაშქარს შორის. სააკაძის მისწრაფებამ ქვეყნის გაერთიანებისა და თავადთა თვითნებობის
ალაგმვისაკენ, ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შეძლეს მტრობა ჩამოეგდოთ გიორგი
სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რომელსაც არ მოსწონდა დიდი მოურავის დამოუკიდებელი
ურთიერთობა ოსმალეთის სულთანთან და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან. ქართლში
მომხდარი განხეთქილების გამოყენება სცადა ირანის შაჰმა აბას I-მა და თეიმურაზ I-ს შერიგება
შესთავაზა. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობია თეიმურაზსა და სააკაძეს შორის. 1626
წლის ზაფხულის დამლევს თეიმურაზი კახეთში გადავიდა, მას თან გადაჰყვა ქართლის დიდ
ფეოდალთა ერთი ნაწილი, მათ შორის სააკაძის ცოლისძმა ზურაბ არაგვის ერისთავი და იოთამ
ამილახვარი. სააკაძის მხარეზე დარჩნენ ქართლის გამგებელი ქაიხოსრო მუხრანბატონი, სააკაძის სიძე
იესე ქსნის ერისთავი და ქართლის სამეფო აზნაურების დიდი ნაწილი. ქართლის ფეოდალთა ერთი
ჯგუფი, რომელიც სიმონ II-ს ერთგულობდა, ბრძოლაში არ მონაწილეობდა. სააკაძემ იმერეთის მეფე
გიორგი III-ს შესთავაზა მისი ვაჟიშვილის ალექსანდრე III (იმერეთის მეფე) ქართლში გამეფება.
გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ქართლ-კახეთის მეფე და იმერეთის ტახტის მემკვიდრე
იქნებოდა. ეს საქართველოს გაერთიანების საფუძველს შექმნიდა. გიორგი III-მ წინადადება მიიღო და
დამხმარე ჯარიც გამოუგზავნა. სააკაძეს ოსმალეთის სულთნის ნებართვით სამცხედანაც მოუვიდა
დამხმარე ჯარი. ბრძოლა გვიან შემოდგომაზე, ბაზალეთის ტბასთან გაიმართა. ცუდ ამინდში შორი
გზით მოსულ სააკაძის ჯარს არახელსაყრელ პირობებში მოუხდა ბრძოლა. სააკაძემ ერთხანს ბრძოლაში
პირადი მონაწილეობა არ მიიღო. გიორგის ცხენზე დავით (დაუთ-ბეგი) გოგორიშვილი შეჯდა და მისი
სახელით ბრძოლაში შეიჭრა. იგი ზურაბ ერისთავმა მოკლა. ხმა გავარდა, სააკაძე მოკლესო. გიორგი
იძულებული გახდა ბრძოლაში ჩაბმულიყო. სასტიკ შეტაკებაში მრავალი დაიხოცა და დაიჭრა
(დაჭრილებს შორის იყვნენ გ. სააკაძე, თეიმურაზ I და ზურაბ ერისთავი). ბრძოლა თეიმურაზ I-სა და
ზურაბის გამარჯვებით დამთავრდა, რაც დიდ ფეოდალთა გამარჯვებას მოასწავებდა.
ბახტრიონის ბრძოლა


"ბახტრიონის ბრძოლა" - მოხდა 1659 წელს,ირანელ დამპყრობელთა
წინააღმდეგ.აღნიშნული ისტორიული მოვლენა "კახეთის აჯანყების" ერთ-ერთი
ყველაზე გმირული ეპიზოდია.აჯანყების მოტივი ცხადია,თუმცა ქართველი
ხალხის რისხვის "პიკად" იქცა ქართველი სასულიერო პირის
შეურაცყოფა,ირანელი დამპყობლების მხრიდან.აჯანყებას სათავეში
ედგნენ,საქართველოს ისეთი "უკვდავი გმირები",როგორებიც იყვნენ: ზაალ
არაგვის ერისთავი,მისი ვაჟი ზურაბი,ლაშა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და
ბიძინა ჩოლოყაშვილი.კახელების გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს
თუშებმა,ფშავლებმა და ხევსურებმა.ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე
ცნობებია შემონახული ამ ბრძოლების შესახებ,



ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული.აჯანყებულთა თავდასხმა
ბახტრიონის ციხეზე,სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც
ჩანს,ღამით,მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს
თავს დაესხნენ ალავერდის მონასტრის გალავანში გამაგრებულ ყიზილბაშებს და
სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი.ამ
მოვლენებმა კი ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატების
ბედი.ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა: თუშ-ფშავხევსურებმა შეასრულეს. ქართული ფოლკლორი ადიდებს ბრძოლის წინ
მონაწილე ქართველ გმირებს."ბახტრიონის ბრძოლა" ერთ-ერთი ოქროს
ფურცელია,საქართველოს ისტორიის ფურცლებზე და მას დიდმა ქართველმა
"მთის არწივმა" ვაჟა-ფშაველამ მიუძღვნა გენიალური პოემა
"ბახტრიონი",რომელიც ქართული გმირული ეპოპეის სულადაც კი იქცა.
ყურძნის ჯიშები


ტაძრები
სიღნაღი ს ისტორია


სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი
დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია
მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.



სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულ ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის
გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ
პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული.



სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, შემდეგ მას ჴიზიყს უწოდებდნენ. კამბეჩოვანი
(კამბისენე ძველ ბერძნულ წყაროებში) ძველი წელთ. II-I საუკუნეებში შედიოდა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში. ახალ
წელთაღირცხვაში მისი ცენტრი ქალაქი ხორნაბუჯი გახდა.



საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ეს მხარე დიდ მნიშვნელობას იძენს. აქ აღესრულა
და დაკრძალულია წმინდა ნინო. მეფე ვახტანგ გორგასალმა ჰერეთი და მასში შემავალი კამბეჩოვანი საუფლისწულოდ აქცია
და თავის ძეს, დაჩის, მისცა, ხოლო ხორნაბუჯში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა. ხორნაბუჯზე გადიოდა მაგისტრალური
სავაჭრო-საქარავნო გზა.



VIII-IX საუკუნეებში, მიუხედავად არაბთა დამანგრეველი შემოსევებისა, ჰერეთი ძლიერდება და სამთავროდ ყალიბდება. XI
საუკუნეში მეფე ბაგრატ III-მ კაჰეთ-ჰერეთი გაერთიანებულ საქართველოს შეუერთა, რაც საბოლოოდ დავით აღმაშენებელმა
განსმტკიცა. XIII საუკუნეში ჯალალედინისა და მონღოლთა თარეში კამბეჩოვანსაც შეეხო, რომელიც მონღოლთა ერთ-ერთ
დუმენად (სამხედრო ოლქად) იქცა.



1264 წელს ბერქა ყაენის გამანადგურებელი შემოსევის დროს ხორნაბუჯის ციხეც დაეცა. ამის მერე ხორნაბუჯი, როგორც
ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი, კარგავს მნიშვნელობას. მოიშალა გზები, რომლებიც ამ ქალაქზე გადიოდა. არემარე
პერიფერიაზე აღმოჩნდა. კამბეჩოვნის ცენტრმა ჩრდილო-დასავლეთისკენ ჴიზიყში გადაინაცვლა, სადაც ჯერ კიდევ
შემორჩენილი იყო სამეურნეო საქმიანობა და მოსახლეობა. ეს დაახლოებით XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე მოხდა.



ჴიზიყი მნიშვნელოვნად გაძლიერდა XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის დროს (1744-1798). სიღნაღის
ქალაქად ჩამოყალიბება სწორედ ამ დროს ხდება. მეფე ერეკლეს ბრძანებით 1770 წელს შედგენილ ქალაქთა ნუსხაში სიღნაღიც
არის მოხსენიებული. სიღნაღს გარს აკრავს დიდი გალავანი 28 კოშკით, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ლეკებისაგან
დასაცავად ააგო. მისი სიგრძე დაახლოებით 4კილომეტრია. ქალაქი შემორჩენილია თითქმის იმავე სახით, როგორიც ის 200
წლის წინ იყო.



რუსეთთან მიერთების შემდეგ სიღნაღი მაზრად გადაკეთდა. 1938 წელს, საბჭოთა წყობილების დროს სიღნაღის რაიონი
შეიქმნა.



1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სიღნაღი კვლავ სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციული
ცენტრია.



დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და
კავკასიონის მთებზე. 2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.
მდებარეობა
 ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი
იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში
მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების
მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის.
 სიღნაღი თელავის მსგავსად მეფისეულ მამულად
ითვლებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქიზიყში საერთოდ არ
ყოფილა ბატონყმობა. შესაბამისად, ქიზიყი უბატონო ქვეყანა
იყო და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. სამოქალაქო
ხელისუფლებას აქ მოურავი განაგებდა; სამხედრო განაწესის
მიხედვით კი ჴიზიყი პირველ მოწინავე სადროშოს
წარმოადგენდა, რომელსაც ბოდბის ეპისკოპოსი განაგებდა.
 სიღნაღი მისი მდებარეობის წყალობით ძირითადად როგორც
ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი ჩამოყალიბდა. აქ რამდენიმე
სავაჭრო გზა იკვეთებოდა. ძველი საქარავნო გზა გადიოდა
თბილისიდან ნუკრიანის გავლით ჰერეთისაკენ და
სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისკენ.
ბოდბის მონასტერი


ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო
ცენტრი კახეთში, ქ. სიღნაღიდან 2 კმ-ზე.



გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს
დაკრძალვის ადგილზე (სხვა მოსაზრებით (სარგის კაკაბაძე, ბაადურ
მჭედლიშვილი, ზურაბ კიკნაძე, თენგიზ მირზაშვილი) წმინდა ნინო უნდა
გარდაცვლილიყო დღევანდელ სოფ. ნინოწმინდაში, საგარეჯოს
მუნიციპალიტეტში. იხ. ბოდი). ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ
ქართველი მეფეები. იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული.
XVII-XVIII საუკუნეებში ბოდბის მონასტერში მოღვაწეობდნენ მწიგნობარნი
ზაქარია ბოდბელი (XVII ს.), ონოფრე ბოდბელი (XVIII ს.), იოანე ჯორჯაძე
(XVIII ს.), დავით ბოდბელი (XVIII ს.), იოანე მაყაშვილი (1743-1837) და სხვები.



1837 წლიდან ბოდბის მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889
წელს გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც არსებობდა სამასწავლებლო
სკოლა ხელსაქმისა და სამხატვრო განყოფილებებით. კომპლექსში შემორჩენილია
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — სამნავიანი ბაზილიკა (სამი შვერილი
აფსიდით). თავდაპირველი არქიტექტურული ფორმებით იგი ადრინდელი
ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ამჟამად მნიშვნელოვნად არის სახეშეცვლილი,
მობათქაშებულია შიგნითაც და გარედანაც. ეტყობა XVII და XIX საუკუნეების
რესტავრაციის კვალი. წარწერის მიხედვით, XIX საუკუნის 20-იან წლებში
ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ სიღნაღისა და ქიზიყის
მიტროპოლიტის იოანე მაყაშვილის თაოსნობით.
ბოდბის მონასტერი

Más contenido relacionado

La actualidad más candente

იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიtoidzemelano
 
გლობალური დათბობა
გლობალური დათბობაგლობალური დათბობა
გლობალური დათბობაliagoxidze1965
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაdemiraeliashvili
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველავაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველაfiqria sidamonize
 
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუში
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუშიმოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუში
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუშიmarikadaneliani
 
მკვეხარა ქოთანი
მკვეხარა    ქოთანიმკვეხარა    ქოთანი
მკვეხარა ქოთანიMarine Nadiradze
 
ეკოლოგიური პრობლემები
ეკოლოგიური პრობლემებიეკოლოგიური პრობლემები
ეკოლოგიური პრობლემებიNino Chipashvili
 
სუფთა გარემო
სუფთა გარემოსუფთა გარემო
სუფთა გარემოneli19974
 
სხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერებასხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერებაmarinamukbaniani
 
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიდავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიNatia Kurtanidze
 

La actualidad más candente (20)

ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdfბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
ბედი ქართლისა (განხილვა) Pdf
 
ზეზვასა და მზიას ნაკვალევზე
ზეზვასა და მზიას ნაკვალევზეზეზვასა და მზიას ნაკვალევზე
ზეზვასა და მზიას ნაკვალევზე
 
"მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი""მიწის ყივილი"
"მიწის ყივილი"
 
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
გლობალური დათბობა
გლობალური დათბობაგლობალური დათბობა
გლობალური დათბობა
 
ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
 
ვაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველავაჟა ფშაველა
ვაჟა ფშაველა
 
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუში
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუშიმოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუში
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუში
 
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთანპოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
 
ავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძიავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძი
 
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
 
მკვეხარა ქოთანი
მკვეხარა    ქოთანიმკვეხარა    ქოთანი
მკვეხარა ქოთანი
 
სახელზმნა
სახელზმნასახელზმნა
სახელზმნა
 
ეკოლოგიური პრობლემები
ეკოლოგიური პრობლემებიეკოლოგიური პრობლემები
ეკოლოგიური პრობლემები
 
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
 
სუფთა გარემო
სუფთა გარემოსუფთა გარემო
სუფთა გარემო
 
სხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერებასხეული და ნივთიერება
სხეული და ნივთიერება
 
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილიიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
 
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარიდავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
დავით აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი
 

Similar a ნინო ხაჩიძე-კახეთი

გურია ქ.გოგია
გურია ქ.გოგიაგურია ქ.გოგია
გურია ქ.გოგიაBesik Machitadze
 
კიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxკიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxBesik Machitadze
 
მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლი
მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლიმარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლი
მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლიbakurgelashvili
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxBesik Machitadze
 
რ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxრ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxBesik Machitadze
 
გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011Tamar Parchukashvili
 
წალკის ტურისტული პოტენციალი
წალკის ტურისტული პოტენციალიწალკის ტურისტული პოტენციალი
წალკის ტურისტული პოტენციალიGocha Sharvashidze
 
მემლექეთი
მემლექეთიმემლექეთი
მემლექეთიAna Meladze
 
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიმოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიMarina Tarkashvili
 
ა ჭ ა რ აX
ა ჭ ა რ აXა ჭ ა რ აX
ა ჭ ა რ აXTB
 
ტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთიტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთიAna Meladze
 
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxBesik Machitadze
 
ნოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯინოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯიekamkheidze18
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxBesik Machitadze
 
ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიTamuna Bostoganashvili
 

Similar a ნინო ხაჩიძე-კახეთი (20)

Kaxeti1
Kaxeti1Kaxeti1
Kaxeti1
 
გურია ქ.გოგია
გურია ქ.გოგიაგურია ქ.გოგია
გურია ქ.გოგია
 
კიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxკიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptx
 
მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლი
მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლიმარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლი
მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლი
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptx
 
რ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxრ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptx
 
გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011
 
წალკის ტურისტული პოტენციალი
წალკის ტურისტული პოტენციალიწალკის ტურისტული პოტენციალი
წალკის ტურისტული პოტენციალი
 
მემლექეთი
მემლექეთიმემლექეთი
მემლექეთი
 
ნ.ბუაძე.pptx
ნ.ბუაძე.pptxნ.ბუაძე.pptx
ნ.ბუაძე.pptx
 
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაშიმოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში
 
ა ჭ ა რ აX
ა ჭ ა რ აXა ჭ ა რ აX
ა ჭ ა რ აX
 
ტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთიტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთი
 
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
 
ნოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯინოქალაქევის ციხე-გოჯი
ნოქალაქევის ციხე-გოჯი
 
ასურელი მამები
ასურელი მამებიასურელი მამები
ასურელი მამები
 
Teo
TeoTeo
Teo
 
სვანეთი
სვანეთისვანეთი
სვანეთი
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptx
 
ათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერიათონის ივერთა მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერი
 

Más de bakurgelashvili

ჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალbakurgelashvili
 
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილიგრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ტატო ტალახაძე-ბორჯომი
ტატო ტალახაძე-ბორჯომიტატო ტალახაძე-ბორჯომი
ტატო ტალახაძე-ბორჯომიbakurgelashvili
 
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიbakurgelashvili
 
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილიწმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილიbakurgelashvili
 
აქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილი
აქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილიაქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილი
აქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილიფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილიქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილივახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
პლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილი
პლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილიპლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილი
პლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიდავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
წყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილი
წყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილიწყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილი
წყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი
პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილიპალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი
პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილიბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილი
ბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილიბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილი
ბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
გენეოლოგია-ბაკურ გელაშვილი
გენეოლოგია-ბაკურ გელაშვილიგენეოლოგია-ბაკურ გელაშვილი
გენეოლოგია-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashviliექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvilibakurgelashvili
 

Más de bakurgelashvili (17)

ჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალ
ჩვენი სოფლის ისტორიის კვალდაკვალ
 
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილიგრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
 
ტატო ტალახაძე-ბორჯომი
ტატო ტალახაძე-ბორჯომიტატო ტალახაძე-ბორჯომი
ტატო ტალახაძე-ბორჯომი
 
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხიბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
ბორჯომის კულტურის ძეგლები-ლაშა ლაშხი
 
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილიწმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
წმინდა ნინო-ივანე გელაშვილი
 
აქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილი
აქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილიაქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილი
აქემენიანთა ირანი-ბაკურ გელაშვილი
 
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილიფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
ფინიკიური ქალაქ–სახელმწიფოები და კოლონიზაცია-ბაკურ გელაშვილი
 
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილიქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
ქართლის ცხოვრება-ბაკურ გელაშვილი
 
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილივახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
ვახტანგ გორგასალი-ბაკურ გელაშვილი
 
პლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილი
პლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილიპლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილი
პლოტიკა და სახელმწიფო-ბაკურ გელაშვილი
 
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილიდავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
დავით აღმაშენებელი-ბაკურ გელაშვილი
 
წყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილი
წყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილიწყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილი
წყაროთმცოდნეობა-ბაკურ გელაშვილი
 
პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი
პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილიპალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი
პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი
 
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილიბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
ბაგრატ III-ბაკურ გელაშვილი
 
ბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილი
ბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილიბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილი
ბორჯომის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები-ბაკურ გელაშვილი
 
გენეოლოგია-ბაკურ გელაშვილი
გენეოლოგია-ბაკურ გელაშვილიგენეოლოგია-ბაკურ გელაშვილი
გენეოლოგია-ბაკურ გელაშვილი
 
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashviliექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
 

ნინო ხაჩიძე-კახეთი

  • 1.
  • 2. კახეთი კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს - თუშეთს
  • 3. ტ რ ად ი ც ი ე ბ ი  კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.  კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.  დიპლიპიტო — დასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ან ხარის ფაშვია გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ. ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ.
  • 4. არქიტექტუტა  ალვერდის სამონსატრო კომპლექსი და, იმავდროულად საეპისკოპოსო ცენტრი, ალაზნის ველზე მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ტაძარი XI საუკუნის დასაწყისში წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკლესიაა. ალავერდი გარედან ძუნწად არის შემკული ორნამენტებით, რაც დამახასიათებელია კახეთის ძეგლებისათვის.  სიღნაღი  ქალაქი სიღნაღი XVIII საუკუნეში, მეფე ერეკლეს დროს აშენდა და შემოიზღუდა დიდი გალავნით, რომელსაც 23 კოშკი და 5 ჭიშკარი ჰქონდა. მოგვიანებით, როცა სიღნაღის მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდა, გალავნის ნაწილი ქალაქის შიგნით მოიქცა. დღევანდელი ქალაქის დიდი ნაწილი XIX საუკუნეშია გაშენებული.  დავითგარეჯა. კედლის მხატვრობა  დავითგარეჯა სამონასტრო კომპლექსია დავითგარეჯა ნახევრად უდაბნო ადგილას, გარეჯის კლდოვან მთებში. ის VI საუკუნეში დავით გარეჯელმა დააარსა. დავით გარეჯელი იყო ერთ-ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებმაც VI საუკუნეში საქართველოს სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე დავითგარეჯში ბერად აღიკვეცა და რამდენიმე წელს მოღვაწეობდა დიდი ქართველი განმანათლებელი სულხან-საბა ორბელიანი.  კახეთი
  • 6. თითოეული ეკლესია მონასტრის ძველი ტრადიციის მიმდევრები  თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს.  საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. აქაურ ქარხნებში ტურისტებს სხავადასხვა სერვისს სთავაზობენ: აცნობენ საწარმო პროცესს, ატარებენ ღვინის დეგუსტაციას, აცნობენ ქართულ ტრადიციებს სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში. ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია ტრადიციულ ქართულ ოჯახებშიც, სადაც ტურისტს შეუძლია ძველ ან ძველ სტილში აგებულ მარნებში კახური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო დააგემოვნოს და ასევე გასინჯოს ქართული სამზარეულოს კერძები (ხშირად ხალხური სიმღერების ფონზე).კახეთში ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი.  კახეთის ტერიტორიაზე ექვსი დაცული ტერიტორიაა – ბაწარას, ბაბანეულის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ საოცარ ბუნების ძეგლებს სთავაზობს.  კახეთის რელიეფი და საინტერესო ხეობები, კარგი ფაქტორია ჯიპ ტურების განსახორციელებლად.
  • 7. სიღნაღი, თელავი, ომალო.  კახეთი ერთ - ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი ადმინისტრაციულად მოიცავს როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხეს – თუშეთს. კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4° ც, ხოლო ზაფხულში+23…+25° ც-ია.  კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნო, მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა 90-150 მ. ზღ. დ., ხოლო უმაღლესი თებულოს მთა - 4493 მ. თუშეთის საშუალო სიმაღლე – 1880 მ.  კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას.  კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი...
  • 8. მარტყოფის ბრძოლა  ყიზილბაშთა დიდი არმია ყორჩიხა-ხანის სარდლობით მარტყოფის ველზე იდგა და კახეთის მოსახლეობის დასარბევად ემზადებოდა. ქართლ-კახეთი გიორგი სააკაძისა და დავით ჯანდიერის მეთაურობით აჯანყებისათვის მზად იყო. ქართლ-კახეთის მესვეურთა გეგმით, აჯანყებულები დათქმულ დროზე მოულოდნელად უნდა შესეოდნენ ირანელთა ბანაკს. გ. სააკაძესა და მის მხლებლებს, რომელნიც ირანელთა ბანაკში იმყოფებოდნენ, მოულოდნელი დარტყმით ჯარის სარდლები უნდა დაეხოცათ. მტრის ბანაკში იყო აგრეთვე სააკაძის შვილი ავთანდილი, თავადიშვილები ელია დიასამიძე და პაატა ხერხეულიძე, გლეხი პაპუნა ვაშაყაშვილი.  25 მარტს, გარიჟრაჟზე, ხარება დღეს, ქართლ-კახეთის ლაშქარი მტრის ბანაკს მიუახლოვდა. ხმაურზე გუშაგებმა განგაში დასცეს. ირანის ჯარის სარდლობამ სასწრაფოდ თავი მოიყარა ყორჩიხა-ხანთან და გიორგი სააკაძე იხმეს. შეკრებისთანავე, გიორგი სააკაძემ ყორჩიხა-ხანი განგმირა, ხოლო სანამ ირანელთა სარდლობა გონს მოვიდოდა, სააკაძის მხლებლებმა მათ ბოლო მოუღეს. ამასობაში ქართველთა ჯარი, რომელსაც ზურაბ ერისთავი მეთაურობდა, ბანაკში შეიჭრა. ბრძოლა მთელი დღე გაგრძელდა და გვიან ღამით აჯანყებულთა გამარჯვებით დამთავრდა. მტრის ბანაკიდან, რომელშიც 30 ათასამდე ყიზილბაში იყო, მხოლოდ 3 ათასმა უშველა თავს გაქცევით. ქართლ-კახეთის მოსახლეობა ამჯერადაც გადარჩა ამოწყვეტასა და აყრააოხრებას. შაჰ-აბას I-ის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს გიორგი სააკაძის ვაჟს პაატას, რომელიც მძევლად იყო ირანში.  აბას I-მა დაიწყო სამზადისი საქართველოში დიდი დამსჯელი ექსპედიციის მოსაწყობად. გიორგი სააკაძე და თეიმურაზ I თავდაცვისათვის ემზადებოდნენ.
  • 9. ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები  როგორც აღნიშნავს სეფიანთა ირანის ერთ-ერთი ცნობილი ისტორიკოსი მოჰამედ თაჰერი, შაჰის გადაწყვეტილებით შიდა და გარე კახეთის მიწებზე უნდა დასახლებულიყო მომთაბარე-მეჯოგე თურქმანების 15000 ოჯახი. ისინი უნდა დამაგრებულიყვნენ ამ ნაყოფიერ მიწებზე, ―შედგომოდნენ ხვნა-თესვას, შენებას და დასახლებას‖. ამ სტრატეგიული მიზნის განხორციელებისათვის ირანის შაჰმა შაჰ-აბას მეორემ (1642-1666) კახეთში წინასწარი სამუშაოები ჩაატარა: ალავერდი-ხანის ხელმძღვანელობით საქართველოში სამი ციხე აიგო: ბახტრიონის ციხე ალაზნის მარცხენა ნაპირზე, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა; ალავერდის მონასტერი ციხე-სიმაგრედ გადაკეთდა; მესამე ციხე კი უნდა ყოფილიყო ყარაღაჯის ციხე – XVII ს.-ის კახეთის ყიზილბაში ხანების რეზიდენცია.  თურქმანების ჩამოსახლების საქმე შაჰმა მიანდო ყიზილბას სელიმ-ხანს, რომელიც კახეთს მართავდა მას შემდეგ, რაც შაჰმა როსტომ მეფეს დროებით მიერთებული (1648 წლიდან) კახეთი ჩამოართვა. სელიმხანის ხელმძღვანელობით ორი წლის განმავლობაში კახეთში ჩამოსახლდა თურქმანთა დიდი ურდოები ადარბადაგანიდან. იგეგმებოდა მთელი შიდა და გარე კახეთის ბარის თურქმანი მომთაბარეებისათვის გადაცემა. სელიმ-ხანის შემდეგ კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე ყარაბაღის ბეგლარბეგს მურთაზ ყული-ხანს, ხოლო დანარჩენი ნაწილი ნახჭევანის მმართველს ალი ყული-ხან ქენგერლუს გადაეცა. სწორედ ამ მმართველთა დროს ჩასახლდა კახეთში 80000-მდე მომთაბარე ელი.  კახეთის კულტურულ მეურნეობას მომთაბარე თურქმანებისაგან გადაშენების საფრთხე დაემუქრა; მესაქონლე ელები ვენახების აჩეხვას და კახეთის მიწების იალაღებად გადაქცევას აპირებდნენ. თუშფშავ-ხევსურნიც მძიმე დღეში აღმოჩნდნენ - მწირი მთა ბარის პურითა და ღვინით ირჩენდა თავს, მთიელები ბარის საზამთრო საძოვრების გარეშე ვერც ცხვარს გამოკვებავდნენ. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა ყიზილბაში მეციხოვნეებისგანაც იყო შეწუხებული. მომთაბარე გადამთიელთაგან მთისა და ბარის შევიწროება ერთ ხალხურ ლექსში ასეა გადმოცემული:   ―ბახტრიონს სხედან თათრები,  სიტყვას ამბობენ ძნელსაო:  ახმეტას ჩავჭრით ვენახსა,  შიგ დავასახლებთ ელსაო‖. 
  • 10. მარაბდის ბრძოლა  ერეკლე II, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში. თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ VI-ის ასულის თამარ დედოფლის შვილი. დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა დამარბეველი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. 1737-1739 წლებში იმყოფებოდა ნადირ-შაჰის კარზე და მონაწილეობა მიიღო ინდოეთში ლაშქრობაში.   1744 წელს თეიმურაზ II ქართლის მეფე გახდა, ხოლო ერეკლე II კახეთისა. 1747 წელს თეიმურაზ II ირანში წავიდა. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა-ბეგს-იესეს ძეს ჩააბარა. აბდულა-ბეგმა ერეკლესთან ბრძოლა დაიწყო, თუმცა კახთ-ბატონმა შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება. 1748 წელს ერეკლემ თბილისი გაათავისუფლა ირანელებისგან და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა.  1749 წელს თეიმურაზი ქართლში დაბრუნდა. მართალია ქართლი და კახეთი დამოუკიდებელი სამეფოები იყო, მაგრამ მამაშვილი შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ და ფაქტიურად აღმოსავლეთი საქართველო ერთიანი იყო.  იმავე წლის შემოდგომაზე, თეიმურაზსა და ერეკლეს ერევნის ხანმა თარაქამების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა. ქართველებმა გაიმარჯვეს და ერევნის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. მალე ანალოგიური ნაბიჯი გადადგა
  • 11. თეიმურაზ 1  თეიმურაზ I-ის მეფობის პერიოდი უაღრესად რთული ხანა იყო საქართველოს ისტორიაში. Qქვეყანამ მძიმე მარცხი განიცადა ყიზილბაშებთან და ოსმალებთან ბრძოლაში. XVI ს.ის 80–90-იან წლებში გაძლიერებულმა ოსმალეთის იმპერიამ თითქმის მთელი კავკასია დაიპყრო. საქართველომ დაკარგა სამცხე-საათაბაგო, დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, შეფერხდა ქვეყნის კონსოლიდაციის პროცესი. XVII საუკუნის დამდეგიდან აღმოსავლეთ საქართველოს თავს დაატყდა შაჰ-აბასის აგრესია, გავერანდა კახეთი. აქ ჩამოსახლებულმა თურქმანებმა დაიწყეს მკვიდრი მოსახლეობის ინტენსიური მეურნეობის გაჩანაგება. საგარეო მტრების მოძალების პირობებში ირანსა და ოსმალეთში ტყვედ მიჰყავდათ ქართველი ახალგაზრდები; ისინი მამლუქებისა და ―ყულის ჯარში‖ იბრძოდნენ, საქართველოში კი მეომართა რიცხვი მცირდებოდა.
  • 12. შაჰ აბასის ლაშქრობა კახეთში  1608 წლის ზაფხულში აბას I ქართლში შემოვიდა. ქართლი და კახეთი ირანის ვასალები გახდნენ. 1612 წელს ირანოსმალეთის ზავით აღმოსავლეთი ამიერკავკასია ირანის სამფლობელოდ გამოცხადდა. აბას I-ს არ აკმაყოფილებდა ქართლ-კახეთის ვასალობა, ამიტომ 1612 წელსაც შეუდგა ლაშქრობის სამზადისს. 1613 წლის 16 ოქტომბერს ირანის დიდი ლაშქარი ისპაანიდან საქართველოსკენ დაიძრა, გაიარა არდებილი და ყარაბაღში დადგა. აბას I ხმებს ავრცელებდა, თითქოს ოსმალეთზე გალაშქრებას აპირებდა და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს ერთგულების ნიშნად მძევლები მოსთხოვა; ამავე დროს ოსმალეთის სულთანს აცნობა, რომ ქართლ-კახეთის დასჯა ჰქონდა განზრახული.  თეიმურაზმა აბას I-ს მძევლებად გაუგზავნა დედა - ქეთევან დედოფალი და მცირეწლოვანი ვაჟები ლევანი და ალექსანდრე. მოგვიანებით შაჰმა თეიმურაზიც იხმო. თეიმურაზი არ ეახლა და აბას I კახეთზე წამოვიდა. ირანის ლაშქარი კახეთში ორი მხრით - სამხრეთ-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოიჭრა (1614 წლის მარტი). კახეთის თავადობამ, რომლის ნაწილიც აბას I-ს წინასწარ ჰყავდა მოსყიდული, ბრძოლა არ ინდომა. უჯაროდ დარჩენილმა თეიმურაზ I-მა მცირე რაზმით ჟალეთთან ბრძოლაში ალყა გაარღვია და ქართლში გადავიდა. თავდაცვისათვის მზად არც ქართლის მეფე ლუარსაბ II აღმოჩნდა და ისინი იძულებული გახდნენ იმერეთის მეფეს გიორგი III-ს შეჰხიზნოდნენ. აბას I-ის ლაშქარი 50 დღე აოხრებდა და ძარცვავდა კახეთს. მტერმა ხელთ იგდო თორღას ციხეში გადამალული სამეფო განძი, მრავალი ტყვე და დიდძალი ქონება; მარტო ერწო-თიანეთიდან 30 ათასი ტყვე და 40 ათასი სული საქონელი წაასხა, ტყვედ წაიყვანა აგრეთვე კახეთში მცხოვრები სომხები, ებრაელები და შირვანდელი გლეხების დიდი ნაწილი; ალავერდის ტაძარი ციხესიმაგრედ აქცია და შიგ ირანელთა გარნიზონი ჩააყენა. აბას I-მა კახეთის ხანად გამაჰმადიანებული ბაგრატიონი ისა-ხანი (თეიმურაზ I-ის ბიძაშვილი) დანიშნა და ვექილად (მეთვალყურე-მრჩეველი) თავადი დავით ჯანდიერი მიუჩინა. მაისის შუს რიცხვებში აბას I ლაშქრით ქართლში გადავიდა, გორისა და სურამის ციხეების შეაკეთებინა და შიგ გარნიზონები ჩააყენა. შაჰმა იმერეთის მეფეს ლუარსაბ II-ისა და თეიმურაზ I-ის გაცემა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. შემდეგ მაინც მოახერხა ლუარსაბ II-ის ხელში ჩაგდება (1614 წლის 17 ოქტომბერი). ქართლის საქმეების მოგვარებისთანავე აბას I ძირითადი ლაშქრით ირანში დაბრუნდა. თანწაიყვანა ტყვეები და "შაჰ-სევანის" ("შაჰის მეგობარი")ლაშქარში "ნებით" ჩაწერილი რამდენიმე ათასი კახელი და ქართლელი მეომარი ოჯახებითურთ.
  • 13. ბაზალეთის ბრძოლა  ბაზალეთის ბრძოლა 1626, ბრძოლა ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ისა და გიორგი სააკაძის ლაშქარს შორის. სააკაძის მისწრაფებამ ქვეყნის გაერთიანებისა და თავადთა თვითნებობის ალაგმვისაკენ, ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შეძლეს მტრობა ჩამოეგდოთ გიორგი სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რომელსაც არ მოსწონდა დიდი მოურავის დამოუკიდებელი ურთიერთობა ოსმალეთის სულთანთან და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან. ქართლში მომხდარი განხეთქილების გამოყენება სცადა ირანის შაჰმა აბას I-მა და თეიმურაზ I-ს შერიგება შესთავაზა. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობია თეიმურაზსა და სააკაძეს შორის. 1626 წლის ზაფხულის დამლევს თეიმურაზი კახეთში გადავიდა, მას თან გადაჰყვა ქართლის დიდ ფეოდალთა ერთი ნაწილი, მათ შორის სააკაძის ცოლისძმა ზურაბ არაგვის ერისთავი და იოთამ ამილახვარი. სააკაძის მხარეზე დარჩნენ ქართლის გამგებელი ქაიხოსრო მუხრანბატონი, სააკაძის სიძე იესე ქსნის ერისთავი და ქართლის სამეფო აზნაურების დიდი ნაწილი. ქართლის ფეოდალთა ერთი ჯგუფი, რომელიც სიმონ II-ს ერთგულობდა, ბრძოლაში არ მონაწილეობდა. სააკაძემ იმერეთის მეფე გიორგი III-ს შესთავაზა მისი ვაჟიშვილის ალექსანდრე III (იმერეთის მეფე) ქართლში გამეფება. გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ქართლ-კახეთის მეფე და იმერეთის ტახტის მემკვიდრე იქნებოდა. ეს საქართველოს გაერთიანების საფუძველს შექმნიდა. გიორგი III-მ წინადადება მიიღო და დამხმარე ჯარიც გამოუგზავნა. სააკაძეს ოსმალეთის სულთნის ნებართვით სამცხედანაც მოუვიდა დამხმარე ჯარი. ბრძოლა გვიან შემოდგომაზე, ბაზალეთის ტბასთან გაიმართა. ცუდ ამინდში შორი გზით მოსულ სააკაძის ჯარს არახელსაყრელ პირობებში მოუხდა ბრძოლა. სააკაძემ ერთხანს ბრძოლაში პირადი მონაწილეობა არ მიიღო. გიორგის ცხენზე დავით (დაუთ-ბეგი) გოგორიშვილი შეჯდა და მისი სახელით ბრძოლაში შეიჭრა. იგი ზურაბ ერისთავმა მოკლა. ხმა გავარდა, სააკაძე მოკლესო. გიორგი იძულებული გახდა ბრძოლაში ჩაბმულიყო. სასტიკ შეტაკებაში მრავალი დაიხოცა და დაიჭრა (დაჭრილებს შორის იყვნენ გ. სააკაძე, თეიმურაზ I და ზურაბ ერისთავი). ბრძოლა თეიმურაზ I-სა და ზურაბის გამარჯვებით დამთავრდა, რაც დიდ ფეოდალთა გამარჯვებას მოასწავებდა.
  • 14. ბახტრიონის ბრძოლა  "ბახტრიონის ბრძოლა" - მოხდა 1659 წელს,ირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ.აღნიშნული ისტორიული მოვლენა "კახეთის აჯანყების" ერთ-ერთი ყველაზე გმირული ეპიზოდია.აჯანყების მოტივი ცხადია,თუმცა ქართველი ხალხის რისხვის "პიკად" იქცა ქართველი სასულიერო პირის შეურაცყოფა,ირანელი დამპყობლების მხრიდან.აჯანყებას სათავეში ედგნენ,საქართველოს ისეთი "უკვდავი გმირები",როგორებიც იყვნენ: ზაალ არაგვის ერისთავი,მისი ვაჟი ზურაბი,ლაშა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი.კახელების გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა,ფშავლებმა და ხევსურებმა.ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლების შესახებ,  ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული.აჯანყებულთა თავდასხმა ბახტრიონის ციხეზე,სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს,ღამით,მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ ალავერდის მონასტრის გალავანში გამაგრებულ ყიზილბაშებს და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი.ამ მოვლენებმა კი ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატების ბედი.ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა: თუშ-ფშავხევსურებმა შეასრულეს. ქართული ფოლკლორი ადიდებს ბრძოლის წინ მონაწილე ქართველ გმირებს."ბახტრიონის ბრძოლა" ერთ-ერთი ოქროს ფურცელია,საქართველოს ისტორიის ფურცლებზე და მას დიდმა ქართველმა "მთის არწივმა" ვაჟა-ფშაველამ მიუძღვნა გენიალური პოემა "ბახტრიონი",რომელიც ქართული გმირული ეპოპეის სულადაც კი იქცა.
  • 15.
  • 16.
  • 19. სიღნაღი ს ისტორია  სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.  სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულ ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული.  სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, შემდეგ მას ჴიზიყს უწოდებდნენ. კამბეჩოვანი (კამბისენე ძველ ბერძნულ წყაროებში) ძველი წელთ. II-I საუკუნეებში შედიოდა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში. ახალ წელთაღირცხვაში მისი ცენტრი ქალაქი ხორნაბუჯი გახდა.  საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ეს მხარე დიდ მნიშვნელობას იძენს. აქ აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო. მეფე ვახტანგ გორგასალმა ჰერეთი და მასში შემავალი კამბეჩოვანი საუფლისწულოდ აქცია და თავის ძეს, დაჩის, მისცა, ხოლო ხორნაბუჯში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა. ხორნაბუჯზე გადიოდა მაგისტრალური სავაჭრო-საქარავნო გზა.  VIII-IX საუკუნეებში, მიუხედავად არაბთა დამანგრეველი შემოსევებისა, ჰერეთი ძლიერდება და სამთავროდ ყალიბდება. XI საუკუნეში მეფე ბაგრატ III-მ კაჰეთ-ჰერეთი გაერთიანებულ საქართველოს შეუერთა, რაც საბოლოოდ დავით აღმაშენებელმა განსმტკიცა. XIII საუკუნეში ჯალალედინისა და მონღოლთა თარეში კამბეჩოვანსაც შეეხო, რომელიც მონღოლთა ერთ-ერთ დუმენად (სამხედრო ოლქად) იქცა.  1264 წელს ბერქა ყაენის გამანადგურებელი შემოსევის დროს ხორნაბუჯის ციხეც დაეცა. ამის მერე ხორნაბუჯი, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი, კარგავს მნიშვნელობას. მოიშალა გზები, რომლებიც ამ ქალაქზე გადიოდა. არემარე პერიფერიაზე აღმოჩნდა. კამბეჩოვნის ცენტრმა ჩრდილო-დასავლეთისკენ ჴიზიყში გადაინაცვლა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო სამეურნეო საქმიანობა და მოსახლეობა. ეს დაახლოებით XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე მოხდა.  ჴიზიყი მნიშვნელოვნად გაძლიერდა XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის დროს (1744-1798). სიღნაღის ქალაქად ჩამოყალიბება სწორედ ამ დროს ხდება. მეფე ერეკლეს ბრძანებით 1770 წელს შედგენილ ქალაქთა ნუსხაში სიღნაღიც არის მოხსენიებული. სიღნაღს გარს აკრავს დიდი გალავანი 28 კოშკით, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ლეკებისაგან დასაცავად ააგო. მისი სიგრძე დაახლოებით 4კილომეტრია. ქალაქი შემორჩენილია თითქმის იმავე სახით, როგორიც ის 200 წლის წინ იყო.  რუსეთთან მიერთების შემდეგ სიღნაღი მაზრად გადაკეთდა. 1938 წელს, საბჭოთა წყობილების დროს სიღნაღის რაიონი შეიქმნა.  1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სიღნაღი კვლავ სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია.  დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. 2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.
  • 20. მდებარეობა  ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის.  სიღნაღი თელავის მსგავსად მეფისეულ მამულად ითვლებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ქიზიყში საერთოდ არ ყოფილა ბატონყმობა. შესაბამისად, ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. სამოქალაქო ხელისუფლებას აქ მოურავი განაგებდა; სამხედრო განაწესის მიხედვით კი ჴიზიყი პირველ მოწინავე სადროშოს წარმოადგენდა, რომელსაც ბოდბის ეპისკოპოსი განაგებდა.  სიღნაღი მისი მდებარეობის წყალობით ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი ჩამოყალიბდა. აქ რამდენიმე სავაჭრო გზა იკვეთებოდა. ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გავლით ჰერეთისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისკენ.
  • 21. ბოდბის მონასტერი  ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ქ. სიღნაღიდან 2 კმ-ზე.  გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე (სხვა მოსაზრებით (სარგის კაკაბაძე, ბაადურ მჭედლიშვილი, ზურაბ კიკნაძე, თენგიზ მირზაშვილი) წმინდა ნინო უნდა გარდაცვლილიყო დღევანდელ სოფ. ნინოწმინდაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. იხ. ბოდი). ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები. იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII საუკუნეებში ბოდბის მონასტერში მოღვაწეობდნენ მწიგნობარნი ზაქარია ბოდბელი (XVII ს.), ონოფრე ბოდბელი (XVIII ს.), იოანე ჯორჯაძე (XVIII ს.), დავით ბოდბელი (XVIII ს.), იოანე მაყაშვილი (1743-1837) და სხვები.  1837 წლიდან ბოდბის მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889 წელს გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც არსებობდა სამასწავლებლო სკოლა ხელსაქმისა და სამხატვრო განყოფილებებით. კომპლექსში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — სამნავიანი ბაზილიკა (სამი შვერილი აფსიდით). თავდაპირველი არქიტექტურული ფორმებით იგი ადრინდელი ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ამჟამად მნიშვნელოვნად არის სახეშეცვლილი, მობათქაშებულია შიგნითაც და გარედანაც. ეტყობა XVII და XIX საუკუნეების რესტავრაციის კვალი. წარწერის მიხედვით, XIX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტის იოანე მაყაშვილის თაოსნობით.