SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 19
რ ოგორ დავგეგმოთ პრ ოექტგაკვეთილი 
© მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 
www.tpdc.ge 
1
პრობლე მაზე ორიე ნტირე ბული სწავლე ბა 
იმისათვის, რომ მასწავლებლის მიერ დაგეგმილი პროექტგაკვეთილი იყოს 
ეფექტიანი, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პრობლემაზე 
ორიენტირებული სწავლების თავისებურებები, რადგან პროექტზე დაფუძნებული 
სწავლება სწორედ ამ თანამედროვე საგანმანათლებლლო თეორიიდან ამოდის. 
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის მოსწავლეზე ორიენტირებული 
სწავლების სტრატეგია. ასეთი ტიპის სწავლების დროს მოსწავლე ე ბი რე ალური 
ცხოვრე ბისეული პრობლე მე ბის კვლე ვის გზით იძე ნე ნ მნიშვნელოვან 
გამოცდილე ბას, რომელიც მათ მთ ელი ცხოვრე ბის მანძილზე გამოადგე ბათ 
წარმატე ბე ბის მიღწე ვაში. 
პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მიზანია პედაგოგმა მოსწავლეებს 
დაანახოს საკითხი, პრობლემა, რომელიც მრავალგვარი მიდგომითა და გზით 
შეიძლება გადაიჭრას, რომელზეც არ არსებობს ერთი სწორი ან არასწორი პასუხი, 
საჭიროებს ძიებას, ალტერნატივების დაშვებას და იდეების ჩამოყალიბება- 
განვითარებას. მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ნასწავლი მასალა, მათ მიერ 
დამოუკიდებლად მოძიებული ინფორმაცია და პრობლემის გადაჭრის მათეული 
ხედვა უნდა მიუსადაგონ რეალური ცხოვრების მიზნებსა და მოთხოვნებს. 
პრობლემის გადაჭრა მოითხოვს აზროვნების ისეთ კომპლექსურ უნარებს, 
როგორიცაა ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. პირველად 
უნდა მოხდეს პრობლემის განსაზღვრა, გაანალიზება; შემდეგ უნდა ჩამოვაყალიბოთ 
პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტები; ბოლოს უნდა ამოვარჩიოთ და 
განვახორციელოთ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა და შევაფასოთ მისი 
ეფექტურობა. 
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიური 
შემმეცნებლის როლში, რომელსაც უხდება წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება. 
კერძოდ, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, 
რომლის გადაჭრაც მას უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რომელიც აქვს. ამ მიზნით იგი 
არკვევს, თუ რა უნდა იცოდეს დასმული პრობლემის უკეთ გასაგებად. Aმ პროცესში 
მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას 
(წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის 
შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას და 
ახერეხებს მის გადაჭრას. ბოლოს, მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს – თვითშეფასება 
არის მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევა, რაც მას ეხმარება ეფექტიან, დამოუკიდებელ 
სწავალაში. 
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის დროს მოსწავლე არის პრობლემის 
გადამჭრელი, რომელიც ცდილობს პრობლემის გაგებას, ეძებს გამოსავალს და 
ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზას. 
2
მაშასადამე, პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება რამდენიმე საფეხურს მოიცავს: 
1. პრობლე მის გამოკვეთ ა დ ა განსაზღვრა 
• შეკითხვების – რა, სად, როგორ, როდის, ვისთან და რატომ – დასმა, რათა მოკლედ 
აღიწეროს პრობლემა (ტექსტის, დიაგრამის, ფორმულის, ცხრილის გაგება; სხვადახვა 
წყაროს ერთმანეთთან დაკავშირება და ა.შ.); 
• პრობლემის დანაწევრება სხვადასხვა შემადგენელ ან დაკავშირებულ პრობლემად; 
• პრობლემის პრიორიტეტების მიხედვით დალაგება (იმ შემთხვევაში, როცა 
ერთდროულად რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული პრობლემაა წარმოდგენილი). 
2. პრობლე მის ჩამოყ ალიბე ბა დ ა წარმოდგე ნა 
• პრობლემის საწყისი საფეხურის აღწერა, დამასრულებელი საფეხურის აღწერა, 
დასაშვები პროცედურების აღწერა, შეზღუდვების გამოყოფა; 
• პრობლემის წარმოდგენა ხელსაყრელი გზით, მაგ.: ვერბალურად ან/და 
ვიზუალურად ან წარმოდგენის ახალი ფორმის მოძებნა. 
3. პრობლემის შესახებ ინფორმაციისა დ ა რე სურე სე ბის ორგანიზე ბა დ ა ცოდნის 
მობილიზე ბა 
• პრობლემის შესატყვისი ინფორმაციის ამორჩევა; 
• პრობლემის გადაქცევა ამოცანად. იმის გამიჯვნა, თუ რა არის 
ცნობილი და რა არის საძიებელი; 
• გამოცდილებაზე დაყრდნობით ამოცანის ტიპზე წარმოდგენის შექმნა და, 
შესაბამისად, საძიებელი არეალის შეზღუდვა; 
• ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, ინფორმაციის მოძიება 
და ორგანიზება. 
4. შე საძლო ალტე რნატივე ბის ან გადაჭრის გზე ბის მოძიე ბა 
• იდეების თავისუფლად, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე წარმოჩენა; 
• მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებული ყველა ორიგინალური 
იდეის, მოულოდნელი და არასტერეოტიპული ანალოგიის და ასოციაციის 
წარმოდგენა. 
5. პრობლე მის გადაჭრის სტრატე გიე ბის შე რჩე ვა 
• პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების შეფასება სხვადასხვა პერსპექტივიდან; 
• თითოეულ სტრატეგიასთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკის განსაზღვრა; 
• უფრო რეალური და მისაღები სტრატეგიის შერჩევა (რესურსები, დრო და ა.შ.); 
• შერჩეული სტრატეგიის დამაჯერებლობის დასაბუთება. 
6. შე რჩეული სტრატე გიის განხორციელე ბა დ ა პროგრე სზე დაკვირვე ბა 
• პრობლემის გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავება (თითოეული 
საფეხურის განსაზღვრა თავისი რესურსებით და დროის განრიგით); 
• პრობლემის გადაჭრის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების 
3
ინდიკატორების განსაზღვრა; 
• მოქმედების გეგმის სხვებისათვის გაზიარება და ცვლილებების შეტანა. 
7. შედე გე ბის შე მოწმე ბა დ ა შე ფასე ბა 
• წარმატების ინდიკატორების შემოწმება (განხორციელდა თუ არა გეგმის მიხედვით; 
რამდენად რეალური იყო გეგმა; რამდენად საკმარისი იყო რესურსები და სხვ.); 
• ახალი ცოდნის, უნარ-ჩვევების შეფასება. 
პრობლე მაზე დაფუძნე ბული სწავლე ბის დროს: 
 მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა, რომელსაც თავად 
უხდება წამოჭრილი პრობლემის გამკლავება - იგი არკვევს, თუ რა უნდა 
იცოდეს დასმული პრობლემის უკეთ გასაგებად, დამოუკიდებლად ეძებს 
საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ 
ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, 
კვლავ უბრუნდება პრობლემას, ეძებს და პოულობს გადაჭრის საუკეთესო 
გზას. ბოლოს, მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს – თვითშეფასება არის 
მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევა, რაც მას ეხმარება ეფექტიან, დამოუკიდებელ 
სწავალაში. 
 მასწავლებელი ქმნის ღია და მხარდამჭერ გარემოს, იგი გამოდის 
თანამშრომლის, ”ფასილიტატორის” როლში, რაც მოსწავლეს ეხმარება 
პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ სწავლაზე და გახდეს აქტიური 
შემმეცნებელი. 
 მოსწავლე ახდენს ცოდნის სისტემატიზაციას და სკოლაში მიღებული ცოდნის 
რეალურ ცხოვრებასთან ინტეგრირებას. 
 სწავლა მოსწავლისთვის ხდება უფრო საინტერესო და სახალისო, რაც ზრდის 
4 
მათში შინაგან მოტივაციას; 
 მოსწავლეებს უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები; 
 მოსწავლეებს უვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის და 
კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. 
როგორ უნდა შე არჩიოს მასწავლე ბელმა პრობლე მური ტიპის ამოცანე ბი? 
პრობლემური ტიპის ამოცანები შესაძლოა ეხებოდეს სიტუაციებს, 
სადაც საჭიროა: 
1. არჩევანის გაკეთება; 
2. გადაწყვეტილების მიღება; 
3. შედარება-შეპირისპირება; 
4. დაკავშირება-კანონზომიერების აღმოჩენა; 
5. შეუთავსებლობის აღმოფხვრა; 
6. ობიექტებზე შეხედულების შეცვლა; 
7. ექპერიმენტის, ცდის ჩატარება;
8. კვლევა-ძიება; 
9. შემოქმედებითი მიდგომის გამოყენება /გადაწყვეტის ორიგინალური გზის 
ძიება 
რა კონკრეტული სტრატეგიები შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა პრობლე მაზე 
ორიე ნტირე ბული სწავლე ბისას? 
• მოსწავლეებისთვის შეკითხვების დასმა, რომლებიც მათგან მოითხოვს 
ინფორმაციის წარმოდგენის ალტერნატიული გზების მოძებნას, რომლებიც 
განსხვავებულია ტექსტში მოყვანილი თუ მასწავლებლის მიერ დასახულისგან. 
• ერთი და იმავე მოვლენის, იდეის და ფენომენის სხვადასხვა კონტექსტში 
განხილვა და შედარება; 
• ალტერნატიული და განსხვავებული დასასრულის ძიება; 
• როლების გადათამაშება და ხელმეორედ გადახედვა იმისათვის, რომ კიდევ 
ერთხელ გადამოწმდეს, ხომ არ გამორჩა რაიმე ან რაიმე შეცდომა ხომ არ დაუშვა; 
• ისეთი იდეის ჩართვა, რომელიც, ერთი შეხედვით უცხოა ტექსტისთვის; 
• ინფორმაციის განზრახ წაშლა ან გამოტოვება; 
• გათამაშება იმისა, „თუ რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ. . .“; 
• მოცემული განცხადების, წინადადების ან სიტუაციის სოციალური კონტექსტის 
განხილვა, გამორკვევა; 
• სხვადასხვა ტიპის წინასწარი მოსაზრების განხილვა. 
პრობლე მაზე დაფუძნე ბული სწავლის დადე ბით ი მხარე ე ბია: 
• სწავლა არის მოსწავლეზე ორიენტირებული და არა მასწავლებელზე 
ცენტრირებული; 
• სწავლის მოდელი მოსწავლეებში აყალიბებს თვითკონტროლის და 
თვითმართვის უნარ-ჩვევებს. 
• ეს მოდელი მოსწავლეს ასწავლის მომავლის დაგეგმვას, რეალობის 
გააზრებას, ემოციების გამოხატვას; 
• მოდელი მოსწავლეს აძლევს უნარს, დაინახოს მოვლენები მრავალმხრივ 
და უფრო ღრმა პერსპექტივით; 
• ეს მოდელი მოსწავლეს უვითარებს პრობლემის გადაჭრის უნარს; 
• ეს მოდელი მოსწავლეს უბიძგებს აითვისოს ახალი მასალა და ცნებები 
პორბლემის გადაჭრის პროცესში; 
• მოსწავლეს უვითარებს კომუნიკაციისა და სოციალურ, ჯგუფური თუ 
გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს; 
• ავითარებს მოსწავლის ზედა დონის სააზროვნო უნარ-ჩვევებს (ბლუმის 
მიხედვით – ანალიზი, სინთეზი და შეფასება), კრიტიკული აზროვნების 
და სამეცნიერო აზროვნების უნარ-ჩვევებს; 
5
• იძლევა თეორიის და პრაქტიკის გამთლიანების შესაძლებლობას. მოსწავლეს 
აძლევს არსებულ ცოდნასთან ახალი ცოდნის შერწყმის და 
კონკრეტულ საგანში მსჯელობის უნარ-ჩვევებს; 
• ზრდის როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის სწავლის და სწავლების 
მოტივაციას; 
• მოსწავლეები სწავლობენ დროის მართვას, ამოცანაზე კონცენტრირებას, 
მონაცემების შეგროვებას, ანგარიშის მომზადებას და შეფასებას. 
• მოსწვლეს უვითარებს სწავლის უნარ-ჩვევებს, რითაც მას მთელი 
ცხოვრების მანძილზე შეუძლია „უწყვეტი განათლების“ მიღება. 
პრობლე მაზე დაფუძნე ბული სწავლის ე ფე ქტიან განხორციელე ბას , 
შე საძლე ბელია , ხელი შეუშალოს შე მდე გმა გარე მოე ბე ბმა : 
• მასწავლებლებისთვის ძნელია სწავლების ძველი სტილის შეცვლა; 
• პრობლემური სიტუაციების გადაჭრა მოსწავლისაგან მოითხოვს საკმაოდ 
დიდ დროს და ძალისხმევას; 
• პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა მოითხოვს მდიდარ სამუშაო მასალას 
და კვლევას; 
• რთულია ამ მოდელის ყველა კლასში განხორციელება, განსაკუთრებით – 
იმ მოსწავლეებთან, რომელთაც არ ესმით რეალური, სოციალური პრობლემების 
მნიშვნელობა. 
• პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის შედეგების შეფასება საკმაოდ რთულია 
და დროში გაწელილი; 
ქვე მოთ მოცემულია რე კომე ნდაციე ბი , რომლე ბიც დაე ხმარე ბა მასწავლე ბლე ბს 
დ ა განათლე ბის სხვა სპე ციალისტე ბს პრობლე მაზე დაფუძნე ბული სწავლის 
მეთ ოდის სწორად გამოყ ე ნე ბაში: 
• სწავლის პროცესი უნდა დაიწყოს პრობლემის განხილვით. პრობლემა 
უნდა იყოს კრიტიკული და წარმოადგენდეს „პრობლემას“ მოცემული 
ასაკის მოსწავლისთვის; 
• პრობლემური ამოცანის შინაარსი უნდა იწვევდეს მოსწავლეების 
ცნობისმოყვარეობას 
და ინტერესს; 
• პრობლემური სიტუაცია არ უნდა იყოს იმდენად რთული, რომ მოსწავლეებს 
უკარგავდეს მისი გადაჭრის სურვილს; 
• პრობლემა მოსწავლეებს უნდა აძლევდეს იმის შესაძლებლობას, რომ მათ 
გაითავისონ პრობლემა და გაუჩნდეთ მისი გადაჭრის შინაგანი სურვილი. 
6
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული მეთოდი 
გახლავთ პროექტით სწავლება. (პროექტით სწავლება იხილეთ ქვეთავში - 
თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები). 
პროე ქტგაკვეთ ილი 
პროე ქტგაკვეთ ილი - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის 
განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც 
ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო 
უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას 
იძლევა. 
სხვადასხვა პედაგოგიურ ლიტერატურაში პროექტგაკვეთილი შესაძლებელია 
მოხსენიებული იყოს შემდეგი სინონიმებით - პროექტმეთოდი, პროექტზე 
დაფუძნებული სწავლება, სასწავლო პროექტები და სხვ. 
მოსწავლეები მუდმივად სვამენ შეკითხვებს: რატომ გვასწავლით ამა თუ იმ 
საკითხს? რაში გამომადგება ეს ცოდნა? ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის 
გაცემაში მასწავლებელს სასწავლო პროექტებში მოსწავლეების ჩართვა დაეხმარება. 
პროექტზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეები 
შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იყენებენ პრაქტიკაში. პროექტით სწავლება 
იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას და ზრდის მათ პასუხიმგებლობას. ისინი 
ხალისით ასრულებენ სამუშაოებს, მაშინაც კი, თუ მათი შესრულება 
ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვს. 
პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც 
მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, 
პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, 
მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. 
პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე 
მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად 
განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტით სწავლება გულისხმობს 
სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში, პროექტით 
სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის (როგორც მასწავლებლის, ასევე 
მოსწავლის) კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები. 
პროექტგაკვეთილი, მასწავლებელს მისცემს შესაძლებლობას სრულად წარმოაჩინოს 
7
თავისი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენცია როგორც სასწავლო 
პარტნიორმა. პროექტების მიმდინარეობისას მასწავლებელი კონსულტანტის როლს 
ასრულებს, ხელმძღვანელობს სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს 
მიმართულებას აძლევს. ასევე, იგი უთითებს საინფორმაციო წყაროებს. 
პროე ქტმეთ ოდის დამახასიათ ე ბელი ნიშნე ბი: 
პროექტგაკვეთილი სწავლების სხვა მეთოდებისგან განსხვევებით გამოირჩევა 
8 
შემდეგი ტიპიური ნიშნებით: 
 პროექტის ინიციატივა მომდინარეობს პროექტში მონაწილეთაგან - 
როგორც მასწავლებლისგან, ასევე მოსწავლეთაგან; 
 პროექტში მონაწილეები თანხმდებიან ერთმანეთთან ურთიერთობის 
ფორმებზე; 
 ერთად ავითარებენ პროექტის ინიციატივას, რათა საქმიანობა იყოს 
გააზრებული, რაციონალური; 
 თანხმდებიან პროექტგაკვეთილის მიზანზე, აქტივობებზე, მუშაობის 
პირობებზე, სავარაუდო შედეგებზე; 
 თავად შემოსაზღვრავენ დროით ჩარჩოს და ამ დროს ანაწილებენ 
სხვადასხვა აქტივობებზე; 
 თანხმდებიან სამუშაოს ჩარჩოებზე - შესაძლებლობების და ინტერესების 
გათვალისწინებით ინაწილებენ სამუშაოს; 
 მთელი პროექტის მიმდინარეობისას ამჟღავნებენ როგორც 
ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ინტერესს, ანგარიშს უწევენ ორივეს, 
ორივეს კრიტიკულად აფასებენ და ავითარებენ; 
 მოსწავლეებს უვითარდებათ თვითორგანიზაციისა 
თვითპასუხისმგებლობის გრძნობა; 
 აფასებენ როგორც საკუთარ, ასევე პროექტის სხვა მონაწილეთა 
საქმიანობას; 
 გრძნობენ მუშაობის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებს, დაძაბულობასა 
და კონფლიქტებს და ცდილობენ მათ გადაჭრას; 
 მზად არიან სხვადასხვა სიტუაციაში ერთმანეთის დახმარებისთვის, 
მაშინაც კი, როცა მათი ინდივიდუალური ინტერესი არ არის წინა 
პლანზე;
 საქმე აქვთ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და საგნებთან; 
 მსჯელობენ ისეთ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე, რომლებსაც 
თავად აწყდებიან, ეძებენ მათი გადაჭრის გზებს; 
 თავად გეგმავენ და აწარმოებენ კვლევის პროცესს; 
 თვალნათლივ ხედავენ პროექტის პროდუქტს; 
 ხშირად მათთვის გამოსაყენებელ პროდუქტს იღებენ. 
რა სფე როე ბს შე იძლე ბა მოიცავდე ს პროე ქტგაკვეთ ილის თ ე მა? 
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნაზე და 
გამოცდილებაზე ახლის დაშენებას, ასევე პროექტმეთოდში დიდი როლი ენიჭება 
მონაწილეთა მოთხოვნილებებს, მიდრეკილებებსა და ინტერესებს. 
პროექტგაკვეთილის თემა უნდა იყოს აქტუალური და იგი შესაძლებელია: 
 ეხებოდეს პრობლემას, რომლის გადაჭრა როგორც ერთი საგნის 
დისციპლინარული ცოდნით შემოიფარგლება, ასევე დისციპლინათშორისი 
გამოცდილების გამთლიანებას ემსახურება. 
სასურველია, რომ სხვადასხვა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა 
ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ პროექტგაკვეთილები, რადგან საგანთა 
მომცველი - ინტერდისციპლინარული პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს 
ეხმარება ერთი და იგივე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში. ამ დროს 
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის 
სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების 
სინთეზის უნარი. 
 საპროექტო თემა სცილდებოდეს სასწავლო პროგრამას და პროექტის თემის 
არჩევა განპირობებული იყოს აღმზრდელობითი მიზნით, 
საზოგადოებაში/თაობაში არსებული პრობლემით, მოსწავლეთა ინტერესით. 
9
კიდევ რას უნდა ითვალისწინებს მასწავლებელი პროექტგაკვეთილის დაგე გმვისას: 
პროექტის დაგეგმვის დროს, გასათვალისწინებელია შემდეგი: 
 სასწავლო პროექტების თემის შერჩევაში, დაგეგმვაში და პრობლემის მართვაში 
მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა. მოსწავლე არ უნდა იყოს მხოლოდ 
შემსრულებლის და მითუმეტეს ტექნიკური შემსრულებლის როლში; 
 პროექტში მონაწილეთათვის გადასაჭრელი პრობლემა იყოს მნიშვნელოვანი, 
აქტუალური; 
 პროექტგაკვეთილი დაიგეგმოს პრაქტიკული საქმიანობისთვის და არა 
ღირშესანიშნავი/საჩვენებელი დღეეებისთვის; მაშასადამე, დაგეგმილი 
აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას; 
 მოსწავლეთა ასაკობრივი მზაობის შესაბამისი რესურსების გამოყენება . 
 საკმარისია თუ არა მოსწავლეთა კომპეტენცია პროექტით დასახული მიზნების 
და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად; 
 საკმარისია თუ არა ვადები პროექტის შედეგების მისაღწევად; 
 არის თუ არა გუნდის წევრებს შორის ფუნქციები განაწილებული ისე, რომ 
წარმოჩინდეს ყოველი წევრის ძლიერი მხარე. 
მაშასადამე , პროე ქტგაკვეთ ილი გამოირჩე ვა : 
 სიტუაციის ფლობით, ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირით და აქედან 
გამომდინარე პრაქტიკული გამოცდილებით (ცხოვრებისეული კავშირით 
სამყაროსთან). 
 ინტერესთა კავშირით, სადაც ინტერესი შეიძლება პროექტზე მუშაობის 
10 
პერიოდში წარმოიშვას; 
 მიზანმიმართული დაგეგმვით; 
 ტემპით და მონაწილეთა ქსელური კავშირით (ინფორმაციის გადაცემა 
ელექტრონული გზით); 
 ინტერდისციპლინარობით (საგანთა მომცველი პროექტები); 
 საზოგადოებრივი მნიშვნელობით; 
 მთლიანობით (პროექტი მოიაზრება, როგორც მთლიანი. ეს ნიშნავს, რომ 
იგი ფასდება არა მარტო როგორც პროდუქტი, არამედ როგორც ერთიანი 
სამუშაო პროცესი); 
 გაკვეთილის დემოკრატიული წარმართვით; 
 სკოლისგარეშე საწავლო დაწესებულების ჩართვით.
ინტე გრირე ბული პროე ქტგაკვეთ ილის შე საძლო თ ე მა/ ნიმუში: 
მას შემდეგ, რაც მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა სტატისტიკური 
მეთოდები და ოპერაციები, გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად (მოსწავლეების 
აქტიური ჩართულობით) დაგეგმა ინტეგეგრირებული ჯგუფური პროექტგაკვეთილი: 
მოსწავლეებს უნდა შეეგროვებინათ სტატისტიკური მონაცემები და დაედგინათ 
კავშირი/კორელაცია ეკონომიკურ მაჩვენებელსა და მოსახლეობის რაოდენობას 
შორის ქვეყნების მიხედვით. 
მსგავსი დავალებები ხელს უწყობენ მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის 
გამომუშავებას, რადგან: ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, არის მიზეზ- 
შედეგობრივი მიმართების შემცველი; ამ დავალებით მოსწავლეები გამოიყენებენ 
თეორიულ ცოდნას; მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ შეძენილი გამოცდილება 
შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვადასხვა სიტუაციაში; მასწავლებელი 
ეხმარება მოსწავლეებს ნასწავლი საკითხი დაუკავშიროს მსგავს თემებს სხვა 
სფეროში. 
უნარე ბი, რომლე ბიც აუცილე ბელია პროე ქტზე მუშაობის პროცე სში: 
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო 
სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევები, ასევე 
ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები. 
უცილებელია, მასწავლებელმა, როგორც ექსპერტმა იგრძნოს, თუ როდის არის ჩარევა 
საჭირო და როდის უნდა მისცეს მოსწავლეებს დამოუკიდებელი მუშაობის 
საშუალება. სპეციალისტები მასწავლებლის ამ როლს უწოდებენ „მასწავლებელი, 
როგორც მონაწილე ხელმძღვანელი“, ისინი იყენებენ ასევე ცნებას „ხელმძღვანელი 
მონაწილე“ და ამით ნათელყოფენ, რომ მასწავლებელი ახდენს მოსწავლის 
პროვოცირებას მისი პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში 
გადასაყვანად იმისასთვის, რომ მან შეიძინოს ის აუცილებელი კომპეტენციები, 
რომლებიც გაუადვილებს პროექტზე მუშაობას: 
 თანამშრომლობის კომპეტენცია, რაც აუცილებელია ჯგუფური 
პროექტების განხორციელებისთვის; 
 კომუნიკაციის კომპეტენცია კონტაქტების დამყარებისთვის, პროექტში 
საერთო განსჯისა და მუშაობისთვის; 
 ორგანიზაციის კომპეტენცია, რომელიც მას გამოადგება პროექტის 
დაგეგმვის და განხორციელების პროცესში; 
11
 პროდუქციის შექმნის კომპეტენცია, რაც მას გამოადგება ტექსტების, 
ვიდეოების, ფოტოების, რეპორტაჟების, ვებგვერდების და სხვათა 
მოსამზადებლად; 
 ცოდნის ტრანსფერი - ერთ სიტუაციაში ნასწავლის, სხვა სიტუაციაში 
12 
გამოყენების უნარი; 
 პასუხისმგებლობის კომპეტენცია; 
 თვითშეფასების კომპეტენცია, რაც ნიშნავს თვითდამკვიდრების, 
თვითრეფლექსიის უნარს და მოსწავლეთა დამოუკიდებლობას; 
 პრეზენტაციის კომპეტენცია, რომელიც აუცილებელია პროდუქტის 
პლენუმზე ან სულაც საზოგადოების წინაშე წარსადგენად. 
პროე ქტგაკვეთ ილე ბის ხანგრძლივობა დ ა მოცულობა: 
სასწავლო პროექტები იყოფა მცირე, საშუალო და დიდ პროექტებად. 
მცირე პროე ქტე ბის ხანგრძლივობა ორიდან ექვს საათამდე გრძელდება და ხშირად 
მხოლოდ ორი ან სამი კომპონენტისგან შედგება. საშუალო პროე ქტე ბის 
ხანგრძლივობა უნდა იყოს საშუალოდ ერთი კვირა ან ორმოცი საათი, რომელიც 
შესაძლოა გადანაწილდეს ერთ სემესტრზეც. დიდი პროე ქტე ბის ხანგრძლივობა 
შესაძლებელია რამდენიმე წელი გრძელდებოდეს და მასში მონაწილეობდეს 
რამდენიმე ჯგუფი ან ინსტიტუცია. 
პროე ქტმეთ ოდის სქე მა: 
პროექტებს გააჩნიათ განსაზღვრული სტადიები. ყველა სტადიაზე მთავარია 
მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცეს, თავად იყოს პასუხისმგებელი საკუთარ 
ნამუშევარზე. 
მოკლედ განვიხილოთ პროექტმეთოდის სქემა. 
 პროე ქტის ინიციატივა 
მასწავლებელი ან ჯგუფის ერთი ან რამდენიმე წევრი აღძრავს კონკრეტულ 
პროექტზე სტიმულს. იგი ჯგუფის წინაშე წარადგენს იდეას, მის აქტუალობას, 
მოხაზავს ამოცანებს. ეს არის შეთავაზება აუდიტორიისადმი/მომავალ პროექტში 
პოტენციური მონაწილეებისადმი. ამ შეთავაზებიდან განვითარდება თუ არა 
პროექტი გადაწყდება ჯგუფში დისკუსიის შედეგად. 
 დისკუსია პროე ქტინიციატივის ირგვლივ (შედეგი - პროექტის მონახაზი) 
ამ ეტაპზე ხდება პროექტინიციატივის განხილვა. შემოთავაზებული 
პროექტინიციატივა დისკუსიის პროცესში შესაძლებელია შეივსოს, დაიხვეწოს. 
ხშირად ხდება, როდესაც ინიციატივა ახალ იდეებს წარმოშობს. პროექტის
პოტენციური მონაწილეები განიხილავენ ყველა შემოთავაზებულ იდეას, მის 
აქტუალობას, მიზანს, განხორციელების შესაძლებლობებს, მონაწილეობის სურვილს 
და სხვ. 
დისკუსია პროექტინიციატივის ირგვლივ შესაძლებელია დასრულდეს ნეგატიური 
შედეგით. პროექტის იდეამ ვერ ჰპოვოს თანხმობა. პოზიტიური შეთანხმების 
შემთხვევაში დისკუსია სრულდება პროექტის მონახაზით. 
 ქმედე ბის სფე როს ე რთ ობლივი განვით არე ბა (შედეგი - პროექტის გეგმა) 
ამ ეტაპზე მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ 
როდის იწყებენ პროექტზე მუშაობას, რა აქტივობებია/ამოცანებია 
განსახორციელებელი მიზნის მისაღწევად, რა დრო დასჭირდება თითოეული 
აქტივობის შესრულებას, რა რესურსებია აუცილებელი, სად შეიძლება მათი მოძიება, 
პროექტში მოსწავლეები სათითაოდ იმუშავებენ თუ ჯგუფებში, იმუშავებენ 
ერთიდაიგივე, თუ სხვადასხვა თემებზე. განსაზღვრავენ, პროექტის წარმატებით 
განხორციელებაში რა წვლილის შეტანა შეუძლიათ. ამ დროს მნიშვნელოვანია 
მოსწავლეებმა ადექვატურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები. 
მაშასადამე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დამუშავდეს ვინ, როგორ, რას და რა დროში 
აკეთებს. რაც უნდა დასრულდეს პროექტის გეგმით. 
 დაგე გმილის განხორციელე ბა - როდესაც პროექტში მონაწილეები 
შეთანხმდებიან პროექტის გეგმაზე და წერილობით გააფორმებენ მას, იწყება 
პროექტის განხორციელების პროცესი. პროექტში მონაწილე თითოეული პირი 
პასუხისმგებელია იმ ამოცანაზე, რომლის შესრულებაც თავად აიღო საკუთარ თავზე, 
ან პროექტის სხვა მონაწილეებმა დააკისრეს. პროექტის მიმდინარეობის პროცესში 
სასურველია მოხდეს პროექტის შუალედური შეფასება/მონიტორინგი, რაც 
გათვალისწინებული უნდა იყოს პროექტის გეგმაში. 
 პროე ქტის დასასრული - პროექტგაკვეთილი სრულდება შედეგების 
პრეზენტაციით (მაგ: წერილობითი ანგარიში, მაკეტი, აქცია, გამოფენა, 
თანმიმდევრული ღონისძიებები და ა.შ.). 
 განხორციელებული პროექტის განხილვა და საბოლოო შე ფასე ბა - ამ ეტაპზე 
პროექტში მონაწილეები კიდევ ერთხელ მსჯელობენ პროექტზე, მიღწეულ 
შედეგზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, რაც ხშირად ბადებს ახალი 
პროექტის განხორციელების იმპულსებს. მაშასადამე, პროექტი მთავრდება და 
იბადება ახალი პროექტის იდეები. 
როგორი უნდა გაფორმდე ს პროე ქტის გე გმა? 
1. პროექტის დასახელე ბა – პროექტის სათაურში ლაკონურად ასახეთ პროექტის 
13 
ძირითადი არსი.
2. პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთ ე ბა - აღნიშნეთ 
კონკრეტული პრობლემა, რომლსაც ეძღვნება პროექტი და 
არგუმენტირებულად დასაბუთეთ მისი აქტუალობა. 
3. მიზანი - ჩამოაყალიბეთ პროექტის მიზანი, რომელიც უნდა იყოს ნათლად და 
კომპაქტურად ფორმულირებული, იგი უნდა აღწერდეს პროექტის 
მოსალოდნელ შედეგებს. 
მაგალითად, ზემოთ მოყვანილი პროექტგაკვეთილის მიზანი შეიძლება 
ჩამოყალიბებული იყოს შემდეგნაირად: 
მიზანი: მოსწავლეებმა შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები და დაადგინონ 
კავშირი/კორელაცია ეკონომიკურ მაჩვენებელსა და მოსახლეობის რაოდენობას 
შორის ქვეყნების მიხედვით. 
4. აღწერეთ ამოცანე ბი და განხორციელე ბის გზე ბი – ამოცანები ის ეტაპებია, 
რომელთა თანმიმდევრული და ზუსტი განხორციელებით რეალიზდება 
მიზანი; მაშასადამე, ამოცანები არის საშუალება მიზნის მისაღწევად. 
პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილი თითოეული ამოცანისათვის 
წარმოადგინეთ: 
 მოკლედ და მკაფიოდ ფორმულირებული ამოცანების აღწერა; 
 ამოცანის განსახორციელებლად საჭირო დრო (შეიძლება დროის 
ტაბულის შედგენა. რაც ძალზე მოხერხებულია ვადების 
საჩვენებლად. მაშინ როდესაც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა 
რამ არის დაგეგმილი, ტაბულაზე ეს შეიძლება თვალსაჩინოდ 
აისახოს). 
 ამოცანის განსახორციელებლად საჭირო რესურსები; 
 ამოცანის მოსალოდნელი შედეგი; 
 მოსალოდნელი შედეგის ამსახველი მასალა. 
 ამოცანის შესრულებაზე ძირითადი პასუხისმგებელი პირი; 
განხორციელე ბის გზე ბი - გულისხმობს კიდევ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენს 
მიერ დასმული ამოცანების შესასრულებლად. განხორციელების გზები არის პროცესი 
რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვებს: 
1) “როგორ?” - როგორ განახორციელებთ თქვენი პროექტის ამოცანებს? 
2) “ვინ” - ვინ მონაწილეობს თქვენი პროექტის განხორციელებაში? და რა არის 
მათი ფუნქციები პროექტში? 
ამ ეტაპზე მოსწავლეები აგროვებენ მასალას, უკეთებენ ანალიზს. პროექტის 
განხორციელების პროცესში მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ სხვადასხვა უნარები. 
მაგ. კვლევითი პროექტისას _ ინტერვიუს აღების, ლიტერატურაზე მუშაობის, 
სტატისტიკური დამუშავების, მასალის ანალიზის და სხვ. უნარები. შემოქმედებითი 
პროექტის შესრულებისას _ შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი ტექნიკური ცოდნა და 
14
უნარები, როგორიცაა ვიდეოკამერასთან მუშაობა; შემოქმედებითი უნარები _ 
ტრანფარანტების და დროშების დასამზადებლად. საუკეთესოა პროექტი, რომელიც 
მოსწავლეებისგან მოითხოვს მათი ყველა უნარის გამოყენებას: კვლევითის, 
შემოქმედებითის, სოციალურის. მასწავლებელმა მოსწავლეებს სასურველია 
შესთავაზოს განსაკუთრებული მეთოდი ან ტექნიკური მოწყობილობა, რომელსაც 
მოსწავლეები გამოიყენებენ მუშაობის პროცესში, მაგრამ პასუხისმგებელნი საკუთარ 
სამუშაოზე თავად მოსწავლეები არიან. 
15 
5. მოსალოდნელი შედე გე ბი 
ამ ნაწილში უნდა აღწეროთ ის სავარაუდო ეფექტი ან მოსალოდნელი შედეგი, რაც 
მოჰყვება პროექტის წარმატებით განხორციელებას. შედეგები რეალისტური უნდა 
იყოს და პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან უნდა გამომდინარეობდეს. 
პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუკი მისი შედეგები თვალსაჩინოდ და 
დამაჯერებლად, კორექტული ფორმით იქნება წარმოდგენილი. შედე გე ბი შეიძლება 
იყოს ანგარიში, ფილმი, გამოფენა, აუდიოკასეტა, ლექცია, სურათი, კონფერენცია... 
უმჯობესია, თუ წარმოდგენილი იქნება არა მარტო კვლევის შედეგები, არამედ 
პროექტზე მათი მუშაობის ყველა სტადია; სადაც ჩანს, რას გრძნობენ მოსწავლეები 
შესწავლილ პროექტთან დაკავშირებით, რა ცოდნა და უნარები შეიძინეს. სამუშაო 
შეიძლება წარდგენილი იყოს კლასის, ან უფრო ფართე აუდიტორიის წინაშე. 
6. პროექტის შე ფასება და თვითშეფასება. იმდენად, რამდენადაც ერთი და იგივე 
პროექტი ხშირად რამდენიმე სფეროს მოიცავს, სამუშაოს შეფასება შეიძლება 
რამდენიმე პედაგოგს მოუწიოს. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს 
არა მარტო აკადემიური კრიტერიუმი, არამედ პროექტში გამოყენებული ყველა 
ცოდნა და უნარები. პროექტის დაგეგმვის დროს აუცილებლად 
გასათვალისწინებელია მონიტორინგის მექანიზმი და პერიოდულობა - როგორ 
წარმოუდგენიათ პროექტში მონაწილეებს (როგორც მასწავლებლებს, ასევე 
მოსწავლეებს) პროექტის შუალედური და საბოლოო მონიტორინგის ჩატარება. 
შიდა მონიტორინგის დროს პროექტის განმხორციელებლები აფასებენ, 
რამდენად წარმატებით მიმდინარეობს პროექტი. შუალედური შიდა 
მონიტორინგის (თვითშეფასების) მუდმივი წარმოება პროექტში მონაწილეებს 
დაეხმარება, დაინახონ მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომები, 
გამოასწორონ ისინი, შეძლონ დასახული ამოცანების ადაპტირება, ეს კი ხელს 
შეუწყობს პროექტის წარმატებით განხორციელებას და სასურველ შედეგზე 
გასვლას. გარე მონიტორების მხრიდან პროექტის შუალედური შეფასებისთვის 
პროექტში ჩართულმა პირებმა პერიოდულად უნდა მოამზადონ შუალედური 
წერილობითი თუ ზეპირი ანგარიშები. გარე მონიტორების მიერ მიცემული 
შენიშვნების, რჩევების, რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს 
აგრეთვე პროექტის წარმატებულ განხორციელებას. პროექტის საბოლოო
შეფასება კი საშუალება აძლევს პროექტის განმხორციელებლებს როგორც 
ძლიერ, ასევე სუსტი მხარეები გაითვალისწინონ შემდგომ პროექტზე 
მუშაობისას. 
7. პროე ქტის ბიუჯეტი _ არის სასწავლო პროექტები, რომელთა წარმატებთ 
განხორციელებისთვის აუცილებელია გარკვეული სახსრები. ასეთ 
შემთხვევაში პროექტის გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გახლავთ 
პროექტის ბიუჯეტი. ბიუჯეტი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. 
ის ლოგიკურად უნდა უკავშირდებოდეს პროექტის აღწერაში მითითებულ 
ამოცანებს. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის შედგენისას თანხები ყველა 
საჭირო აქტივობებზე და რესურსებზე რაციონალურად და ადექვატურად იყოს 
განაწილებული. 
მაშასადამე, სკოლის პროექტგაკვეთილის მიმდინარეობა შეიძლება დაიყოს შემდეგ 
ფაზებად: 
 ინიციატივა _ ინიციატივა ჩნდება, იდეები პროექტგაკვეთილისათვის 
16 
ნაპოვნია; 
 დასაწყისი _ პროექტი დაიწყო და დაიგეგმა; 
 განხორციელება _ პროექტი ხორციელდება; 
 პრეზენტაცია _ პროექტის შედეგების წარგენა; 
 შეფასება (რეფლექსია) _ პროექტი ფასდება და გრძელდება. 
პროექტგაკვეთილის შეფასება 
გასათვალისწინებელია, რომ პროექტგაკვეთილის შეფასებისას აქცენტი უნდა 
გაკეთდეს როგორც პროდუქტის, ასევე პროცესის შეფასებაზე. 
გთავაზობთ სასწავლოპროექტის შეფასების სარეკომენდაციო ცხრილს: 
კრიტე რიუმი კარგი საშუალო სუსტი შე ნიშვნა 
პრობლე მა. რამდენად აქტუალურია და 
რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული 
მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, 
ნათელი და გაზომვადია 
ამოცანე ბი. რამდენად შეესაბამება თითოეული
17 
ამოცანა პროექტის მიზანს 
განხორციელე ბის გზე ბი. რამდენად 
უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად 
რაციონალურია და პრაქტიკული, რამდენად 
რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები 
გადანაწილებული ჯგუფის წევრებს შორის 
შედე გი. რამდენად რეალურია აღნიშნული 
შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება 
მიზანს 
რე სურსე ბი. რამდენად ზუსტად არის 
განსაზღვრული, რა არის საჭირო პროექტით 
გათვალისწინებული შაქმიანობებისათვის 
დიზაინი. რამდენად ლოგიკურად არის 
აგებული პროექტი (თანამიმდევრობა), 
ლაკონური და მარტივი ენა 
უნარები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს პროექტის განხორციელების პროცესში: 
 პრობლემის განსაზღვრის (იდენტიფიცირების); 
 ინფორმაციის მოძიების; 
 თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების; 
 საქმიანობის ორგანიზების; 
 შემოქმედებითობის; 
 მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციისა და კატეგორიზაციის; 
 შედეგების ანალიზის; 
 პრობლემის გადაჭრის; 
 გადაწყვეტილებების მიღების.
პროე ქტის განხორციელე ბის პროცე სში 
მოსწავლე ე ბზე დაკვირვე ბის ცხრილი 
დაკვირვე ბის საგანი კომე ნტარე ბი 
18 
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში 
იყვნენ თუ არა მოსწავლეები 
მოტივირებულნი და რამ განაპირობა 
მოტივაცია 
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები 
მუშაობას გაკვეთილების შემდეგ 
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის 
განხორციელებისას სისტემატური და 
საქმიანი ხასიათი 
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავ- 
ლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი 
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის 
განხორციელებისას სისტემატური და 
საქმიანი ხასიათი 
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორ- 
ციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე (თუ _ 
კი, მიუთითეთ კონკრეტული მაგალითები) 
გამოყ ე ნე ბული ლიტე რატურა: 
Frey Karl (2007), Die Projektmethode. “Der Weg zum bildenden Tun”, Beltz Verlag, 
Weinheim und Basel 
Gugel Guenter (2007), 1000 neue Methoden. Praxismaterial fuer kreativen und 
aktivierenden Unterricht, Beltz Verlag, Weinheim und Basel 
Besio Cristina (2009). Forschungsprojekte. Zum Organisationswandel in der Wissenschaft. 
Transcript, Bielefeld
გახელაძე გ., ლობჟანიძე ს., რატიანი მ. (2011), მასწავლებელთა პროფესიული 
განვითარების სქემის გზამკვლევი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 
ეროვნული ცენტრი 
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (2007) საქართველოს განათლებისა და 
მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. 
ნინიძე ქ. „პროექტზე დაფუძნებული სწავლება და მისი პერსპექტივები“, ჟურნალი 
მასწავლებელი N 5 2011, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული 
ცენტრის გამოცემა : 46-59 
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (2009). სახელმწიფო სამეცნიერო 
გრანტების სახელმძღვანელო ცნობარი, თბილისი 
19

Más contenido relacionado

La actualidad más candente

გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირიგაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირიOlgha Bochorishvili
 
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმაპროექტის გეგმა
პროექტის გეგმაInga Sharadze
 
Abc სამფაზიანი გაკვეთილი
Abc სამფაზიანი გაკვეთილი Abc სამფაზიანი გაკვეთილი
Abc სამფაზიანი გაკვეთილი Khatuna Tsikhelashvili
 
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებისააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებიRusudan Gonashvuli
 
თვითშეფასების რეფლექსია
თვითშეფასების რეფლექსიათვითშეფასების რეფლექსია
თვითშეფასების რეფლექსიაnunukailuridze60
 
მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა
მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურამასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა
მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურაKhatuna Khalvashi
 
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი -ჯიპრაიდი
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი -ჯიპრაიდისაქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი -ჯიპრაიდი
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი -ჯიპრაიდიLia Gelovani
 
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესიგაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესინინო კაჟაშვილი
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვასასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვაRusudan Gonashvuli
 
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევაროგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევაMisha Giorgadze
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxMarine Rekhviashvili
 
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიNino Akhalkatsi
 
როგორ შევქმნათ ელექტრონული პორტფოლიო ბლოგზე
როგორ შევქმნათ ელექტრონული პორტფოლიო ბლოგზეროგორ შევქმნათ ელექტრონული პორტფოლიო ბლოგზე
როგორ შევქმნათ ელექტრონული პორტფოლიო ბლოგზეniniax
 
რა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიარა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიაNatia Gvilia
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიLela Chaava
 
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონისასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონიnanci68
 
პროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიპროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიN2 public school
 

La actualidad más candente (20)

გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირიგაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
გაკვეთილის გეგმის ძირითადი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთკავშირი
 
შეფასება
შეფასებაშეფასება
შეფასება
 
პროექტის გეგმა
პროექტის გეგმაპროექტის გეგმა
პროექტის გეგმა
 
Abc სამფაზიანი გაკვეთილი
Abc სამფაზიანი გაკვეთილი Abc სამფაზიანი გაკვეთილი
Abc სამფაზიანი გაკვეთილი
 
მეთოდები და აქტივობები
მეთოდები  და  აქტივობებიმეთოდები  და  აქტივობები
მეთოდები და აქტივობები
 
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიებისააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტური სტრატეგიები
 
თვითშეფასების რეფლექსია
თვითშეფასების რეფლექსიათვითშეფასების რეფლექსია
თვითშეფასების რეფლექსია
 
მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა
მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურამასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა
მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა
 
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი -ჯიპრაიდი
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი -ჯიპრაიდისაქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი -ჯიპრაიდი
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი -ჯიპრაიდი
 
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესიგაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვასასწავლო პროცესის დაგეგმვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა
 
Gakvetilis gegma
Gakvetilis gegmaGakvetilis gegma
Gakvetilis gegma
 
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევაროგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
 
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptxგანმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება.pptx
 
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიში
 
როგორ შევქმნათ ელექტრონული პორტფოლიო ბლოგზე
როგორ შევქმნათ ელექტრონული პორტფოლიო ბლოგზეროგორ შევქმნათ ელექტრონული პორტფოლიო ბლოგზე
როგორ შევქმნათ ელექტრონული პორტფოლიო ბლოგზე
 
რა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსიარა არის რეფლექსია
რა არის რეფლექსია
 
პროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონიპროექტის შაბლონი
პროექტის შაბლონი
 
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონისასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
 
პროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილიპროექტგაკვეთილი
პროექტგაკვეთილი
 

Destacado

პროექტ–გაკვეთილი Intel
პროექტ–გაკვეთილი  Intelპროექტ–გაკვეთილი  Intel
პროექტ–გაკვეთილი IntelLuiza Janiashvili
 
მხიარული მათემატიკა პროექტის პრეზენტაცია
მხიარული მათემატიკა პროექტის პრეზენტაციამხიარული მათემატიკა პროექტის პრეზენტაცია
მხიარული მათემატიკა პროექტის პრეზენტაციაQetevan Qavtaradze
 
მათემატიკური ლექსები
მათემატიკური ლექსებიმათემატიკური ლექსები
მათემატიკური ლექსებიkarliqeti
 
მთის წყარო
მთის წყარომთის წყარო
მთის წყაროteatetete
 
სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტისასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტიnino abuladze
 
წილადების შეკრებაPptx.
წილადების შეკრებაPptx.წილადების შეკრებაPptx.
წილადების შეკრებაPptx.leila barbaqadze
 
La media docena
La media docenaLa media docena
La media docenamoradote
 
I მსოფლიო ომის შეიარაღება
I მსოფლიო ომის შეიარაღებაI მსოფლიო ომის შეიარაღება
I მსოფლიო ომის შეიარაღებაnino abuladze
 
Lela Xvedelidze
Lela XvedelidzeLela Xvedelidze
Lela Xvedelidzemeoredone2
 
პროექტის ბუკლეტი
პროექტის ბუკლეტიპროექტის ბუკლეტი
პროექტის ბუკლეტიTamila Khergiani
 
პროექტის ბუკლეტი
პროექტის ბუკლეტიპროექტის ბუკლეტი
პროექტის ბუკლეტიnanibakuradze
 
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუში
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუშიმოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუში
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუშიmarikadaneliani
 
ოქროს კვეთა, ბუკლეტი
ოქროს კვეთა, ბუკლეტი   ოქროს კვეთა, ბუკლეტი
ოქროს კვეთა, ბუკლეტი ninojajanashvili
 
პროექტის ბუკლეტი
პროექტის ბუკლეტიპროექტის ბუკლეტი
პროექტის ბუკლეტიBela Gvidani
 
#11 სკოლა. პროექტ გაკვეთილი biologiashi
#11 სკოლა. პროექტ გაკვეთილი biologiashi#11 სკოლა. პროექტ გაკვეთილი biologiashi
#11 სკოლა. პროექტ გაკვეთილი biologiashischool n 11
 
ახალი პრეზენტაცია
ახალი პრეზენტაციაახალი პრეზენტაცია
ახალი პრეზენტაციაninoshengelia
 
როგორ შევქმნათ კარგი პრეზენტაცია ?!
როგორ შევქმნათ კარგი პრეზენტაცია ?!როგორ შევქმნათ კარგი პრეზენტაცია ?!
როგორ შევქმნათ კარგი პრეზენტაცია ?!nino abuladze
 
პრეზენტაცია მათემატიკაში VI კლასი
პრეზენტაცია მათემატიკაში VI კლასიპრეზენტაცია მათემატიკაში VI კლასი
პრეზენტაცია მათემატიკაში VI კლასიgkochiashvili
 

Destacado (20)

პროექტ–გაკვეთილი Intel
პროექტ–გაკვეთილი  Intelპროექტ–გაკვეთილი  Intel
პროექტ–გაკვეთილი Intel
 
მხიარული მათემატიკა პროექტის პრეზენტაცია
მხიარული მათემატიკა პროექტის პრეზენტაციამხიარული მათემატიკა პროექტის პრეზენტაცია
მხიარული მათემატიკა პროექტის პრეზენტაცია
 
მათემატიკური ლექსები
მათემატიკური ლექსებიმათემატიკური ლექსები
მათემატიკური ლექსები
 
მთის წყარო
მთის წყარომთის წყარო
მთის წყარო
 
სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტისასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტი
 
წილადების შეკრებაPptx.
წილადების შეკრებაPptx.წილადების შეკრებაPptx.
წილადების შეკრებაPptx.
 
La media docena
La media docenaLa media docena
La media docena
 
I მსოფლიო ომის შეიარაღება
I მსოფლიო ომის შეიარაღებაI მსოფლიო ომის შეიარაღება
I მსოფლიო ომის შეიარაღება
 
Lela Xvedelidze
Lela XvedelidzeLela Xvedelidze
Lela Xvedelidze
 
პროექტის ბუკლეტი
პროექტის ბუკლეტიპროექტის ბუკლეტი
პროექტის ბუკლეტი
 
პროექტის ბუკლეტი
პროექტის ბუკლეტიპროექტის ბუკლეტი
პროექტის ბუკლეტი
 
Manana
MananaManana
Manana
 
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუში
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუშიმოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუში
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბუკლეტის ნიმუში
 
ოქროს კვეთა, ბუკლეტი
ოქროს კვეთა, ბუკლეტი   ოქროს კვეთა, ბუკლეტი
ოქროს კვეთა, ბუკლეტი
 
პროექტის ბუკლეტი
პროექტის ბუკლეტიპროექტის ბუკლეტი
პროექტის ბუკლეტი
 
#11 სკოლა. პროექტ გაკვეთილი biologiashi
#11 სკოლა. პროექტ გაკვეთილი biologiashi#11 სკოლა. პროექტ გაკვეთილი biologiashi
#11 სკოლა. პროექტ გაკვეთილი biologiashi
 
ახალი პრეზენტაცია
ახალი პრეზენტაციაახალი პრეზენტაცია
ახალი პრეზენტაცია
 
წილადები
წილადებიწილადები
წილადები
 
როგორ შევქმნათ კარგი პრეზენტაცია ?!
როგორ შევქმნათ კარგი პრეზენტაცია ?!როგორ შევქმნათ კარგი პრეზენტაცია ?!
როგორ შევქმნათ კარგი პრეზენტაცია ?!
 
პრეზენტაცია მათემატიკაში VI კლასი
პრეზენტაცია მათემატიკაში VI კლასიპრეზენტაცია მათემატიკაში VI კლასი
პრეზენტაცია მათემატიკაში VI კლასი
 

Similar a პროექტგაკვეთილი

პროექტის დაგეგმვა
პროექტის დაგეგმვაპროექტის დაგეგმვა
პროექტის დაგეგმვაAna Meladze
 
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
პროექტზე დაფუძნებული სწავლებაპროექტზე დაფუძნებული სწავლება
პროექტზე დაფუძნებული სწავლებაninochi68
 
გაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაგაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაNargiz Kiliptari
 
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიმასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიDavit Chivadze
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევაNatia Gvilia
 
ანგარიში 29.xi.2012
ანგარიში 29.xi.2012ანგარიში 29.xi.2012
ანგარიში 29.xi.2012Maia Siradze
 
ბლუმის განათლების მიზნები
ბლუმის განათლების მიზნებიბლუმის განათლების მიზნები
ბლუმის განათლების მიზნებიRusudan Gonashvuli
 
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულებისასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულებიKhatuna Tsikhelashvili
 
საკონფერენციო თემა. (1)
საკონფერენციო თემა.  (1)საკონფერენციო თემა.  (1)
საკონფერენციო თემა. (1)Nargiz Kiliptari
 
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებშირომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებშიAna Meladze
 
საკონფერენციო თემა 2013 prezentacia
საკონფერენციო თემა 2013 prezentaciaსაკონფერენციო თემა 2013 prezentacia
საკონფერენციო თემა 2013 prezentaciaNargiz Kiliptari
 
კომუნიკაცია
კომუნიკაციაკომუნიკაცია
კომუნიკაციაRusudan Gonashvuli
 
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკებიკათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკებიMaia Siradze
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელინინო კაჟაშვილი
 
კვლევა მოხსენება
კვლევა მოხსენება კვლევა მოხსენება
კვლევა მოხსენება niniax
 
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტიგაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტიlomidzemarine
 

Similar a პროექტგაკვეთილი (20)

პროექტის დაგეგმვა
პროექტის დაგეგმვაპროექტის დაგეგმვა
პროექტის დაგეგმვა
 
Random 140909124743-phpapp01
Random 140909124743-phpapp01Random 140909124743-phpapp01
Random 140909124743-phpapp01
 
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
პროექტზე დაფუძნებული სწავლებაპროექტზე დაფუძნებული სწავლება
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
 
გაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვაგაკვეთილის დაგეგმვა
გაკვეთილის დაგეგმვა
 
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარიმასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
 
ანგარიში 29.xi.2012
ანგარიში 29.xi.2012ანგარიში 29.xi.2012
ანგარიში 29.xi.2012
 
ბლუმის განათლების მიზნები
ბლუმის განათლების მიზნებიბლუმის განათლების მიზნები
ბლუმის განათლების მიზნები
 
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულებისასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები
 
კვლევა
კვლევაკვლევა
კვლევა
 
საკონფერენციო თემა. (1)
საკონფერენციო თემა.  (1)საკონფერენციო თემა.  (1)
საკონფერენციო თემა. (1)
 
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებშირომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
რომელი სასწავლო რესურსები შეფასდება სქემის ფარგლებში
 
საკონფერენციო თემა 2013 prezentacia
საკონფერენციო თემა 2013 prezentaciaსაკონფერენციო თემა 2013 prezentacia
საკონფერენციო თემა 2013 prezentacia
 
კომუნიკაცია
კომუნიკაციაკომუნიკაცია
კომუნიკაცია
 
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკებიკათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში  შეფასების რუბრიკები
კათედრაზე გამოცდილების გაზიარების ანგარიში შეფასების რუბრიკები
 
სწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელისწავლების სამფაზიანი მოდელი
სწავლების სამფაზიანი მოდელი
 
კვლევა მოხსენება
კვლევა მოხსენება კვლევა მოხსენება
კვლევა მოხსენება
 
Cakpcpsj
CakpcpsjCakpcpsj
Cakpcpsj
 
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტიგაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
გაკვეთილის+გეგმა+I ვარიანტი
 

Más de Rusudan Gonashvuli

სამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებისამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებიRusudan Gonashvuli
 
სამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებისამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებიRusudan Gonashvuli
 
Training on teaching with technology with for teachers in Georgia
Training on teaching with technology with for teachers in GeorgiaTraining on teaching with technology with for teachers in Georgia
Training on teaching with technology with for teachers in GeorgiaRusudan Gonashvuli
 
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკადაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკაRusudan Gonashvuli
 
თავსატეხების აწყობა
თავსატეხების აწყობა თავსატეხების აწყობა
თავსატეხების აწყობა Rusudan Gonashvuli
 
გაკვეთილის ანალიზის სახეები
გაკვეთილის ანალიზის სახეებიგაკვეთილის ანალიზის სახეები
გაკვეთილის ანალიზის სახეებიRusudan Gonashvuli
 
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptxკომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptxRusudan Gonashvuli
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვასასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვაRusudan Gonashvuli
 
როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია
როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაციაროგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია
როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაციაRusudan Gonashvuli
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაRusudan Gonashvuli
 
learningapps.org პლატფორმა
 learningapps.org პლატფორმა learningapps.org პლატფორმა
learningapps.org პლატფორმაRusudan Gonashvuli
 

Más de Rusudan Gonashvuli (13)

სამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებისამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერები
 
სამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერებისამეტყველო ბგერები
სამეტყველო ბგერები
 
Training on teaching with technology with for teachers in Georgia
Training on teaching with technology with for teachers in GeorgiaTraining on teaching with technology with for teachers in Georgia
Training on teaching with technology with for teachers in Georgia
 
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკადაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
დაბალი აკადემიური მოსწრების პროფილაქტიკა
 
Photo dvd maker professional
Photo dvd maker professionalPhoto dvd maker professional
Photo dvd maker professional
 
თავსატეხების აწყობა
თავსატეხების აწყობა თავსატეხების აწყობა
თავსატეხების აწყობა
 
გაკვეთილის ანალიზის სახეები
გაკვეთილის ანალიზის სახეებიგაკვეთილის ანალიზის სახეები
გაკვეთილის ანალიზის სახეები
 
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptxკომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
კომუნიკაცია,ნაწილი 2pptx
 
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვასასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
 
ინკლუზია
ინკლუზიაინკლუზია
ინკლუზია
 
როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია
როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაციაროგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია
როგორ გავაკეთოთ კარგი პრეზენტაცია
 
ეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმაეროვნული სასწავლო გეგმა
ეროვნული სასწავლო გეგმა
 
learningapps.org პლატფორმა
 learningapps.org პლატფორმა learningapps.org პლატფორმა
learningapps.org პლატფორმა
 

პროექტგაკვეთილი

  • 1. რ ოგორ დავგეგმოთ პრ ოექტგაკვეთილი © მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი www.tpdc.ge 1
  • 2. პრობლე მაზე ორიე ნტირე ბული სწავლე ბა იმისათვის, რომ მასწავლებლის მიერ დაგეგმილი პროექტგაკვეთილი იყოს ეფექტიანი, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების თავისებურებები, რადგან პროექტზე დაფუძნებული სწავლება სწორედ ამ თანამედროვე საგანმანათლებლლო თეორიიდან ამოდის. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგია. ასეთი ტიპის სწავლების დროს მოსწავლე ე ბი რე ალური ცხოვრე ბისეული პრობლე მე ბის კვლე ვის გზით იძე ნე ნ მნიშვნელოვან გამოცდილე ბას, რომელიც მათ მთ ელი ცხოვრე ბის მანძილზე გამოადგე ბათ წარმატე ბე ბის მიღწე ვაში. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მიზანია პედაგოგმა მოსწავლეებს დაანახოს საკითხი, პრობლემა, რომელიც მრავალგვარი მიდგომითა და გზით შეიძლება გადაიჭრას, რომელზეც არ არსებობს ერთი სწორი ან არასწორი პასუხი, საჭიროებს ძიებას, ალტერნატივების დაშვებას და იდეების ჩამოყალიბება- განვითარებას. მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ნასწავლი მასალა, მათ მიერ დამოუკიდებლად მოძიებული ინფორმაცია და პრობლემის გადაჭრის მათეული ხედვა უნდა მიუსადაგონ რეალური ცხოვრების მიზნებსა და მოთხოვნებს. პრობლემის გადაჭრა მოითხოვს აზროვნების ისეთ კომპლექსურ უნარებს, როგორიცაა ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. პირველად უნდა მოხდეს პრობლემის განსაზღვრა, გაანალიზება; შემდეგ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტები; ბოლოს უნდა ამოვარჩიოთ და განვახორციელოთ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა და შევაფასოთ მისი ეფექტურობა. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის პროცესი მოსწავლეს აყენებს აქტიური შემმეცნებლის როლში, რომელსაც უხდება წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება. კერძოდ, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც მას უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რომელიც აქვს. ამ მიზნით იგი არკვევს, თუ რა უნდა იცოდეს დასმული პრობლემის უკეთ გასაგებად. Aმ პროცესში მოსწავლე აქტიურია, მიმართავს თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას და ახერეხებს მის გადაჭრას. ბოლოს, მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს – თვითშეფასება არის მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევა, რაც მას ეხმარება ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავალაში. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის დროს მოსწავლე არის პრობლემის გადამჭრელი, რომელიც ცდილობს პრობლემის გაგებას, ეძებს გამოსავალს და ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზას. 2
  • 3. მაშასადამე, პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება რამდენიმე საფეხურს მოიცავს: 1. პრობლე მის გამოკვეთ ა დ ა განსაზღვრა • შეკითხვების – რა, სად, როგორ, როდის, ვისთან და რატომ – დასმა, რათა მოკლედ აღიწეროს პრობლემა (ტექსტის, დიაგრამის, ფორმულის, ცხრილის გაგება; სხვადახვა წყაროს ერთმანეთთან დაკავშირება და ა.შ.); • პრობლემის დანაწევრება სხვადასხვა შემადგენელ ან დაკავშირებულ პრობლემად; • პრობლემის პრიორიტეტების მიხედვით დალაგება (იმ შემთხვევაში, როცა ერთდროულად რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული პრობლემაა წარმოდგენილი). 2. პრობლე მის ჩამოყ ალიბე ბა დ ა წარმოდგე ნა • პრობლემის საწყისი საფეხურის აღწერა, დამასრულებელი საფეხურის აღწერა, დასაშვები პროცედურების აღწერა, შეზღუდვების გამოყოფა; • პრობლემის წარმოდგენა ხელსაყრელი გზით, მაგ.: ვერბალურად ან/და ვიზუალურად ან წარმოდგენის ახალი ფორმის მოძებნა. 3. პრობლემის შესახებ ინფორმაციისა დ ა რე სურე სე ბის ორგანიზე ბა დ ა ცოდნის მობილიზე ბა • პრობლემის შესატყვისი ინფორმაციის ამორჩევა; • პრობლემის გადაქცევა ამოცანად. იმის გამიჯვნა, თუ რა არის ცნობილი და რა არის საძიებელი; • გამოცდილებაზე დაყრდნობით ამოცანის ტიპზე წარმოდგენის შექმნა და, შესაბამისად, საძიებელი არეალის შეზღუდვა; • ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება. 4. შე საძლო ალტე რნატივე ბის ან გადაჭრის გზე ბის მოძიე ბა • იდეების თავისუფლად, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე წარმოჩენა; • მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებული ყველა ორიგინალური იდეის, მოულოდნელი და არასტერეოტიპული ანალოგიის და ასოციაციის წარმოდგენა. 5. პრობლე მის გადაჭრის სტრატე გიე ბის შე რჩე ვა • პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების შეფასება სხვადასხვა პერსპექტივიდან; • თითოეულ სტრატეგიასთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკის განსაზღვრა; • უფრო რეალური და მისაღები სტრატეგიის შერჩევა (რესურსები, დრო და ა.შ.); • შერჩეული სტრატეგიის დამაჯერებლობის დასაბუთება. 6. შე რჩეული სტრატე გიის განხორციელე ბა დ ა პროგრე სზე დაკვირვე ბა • პრობლემის გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავება (თითოეული საფეხურის განსაზღვრა თავისი რესურსებით და დროის განრიგით); • პრობლემის გადაჭრის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების 3
  • 4. ინდიკატორების განსაზღვრა; • მოქმედების გეგმის სხვებისათვის გაზიარება და ცვლილებების შეტანა. 7. შედე გე ბის შე მოწმე ბა დ ა შე ფასე ბა • წარმატების ინდიკატორების შემოწმება (განხორციელდა თუ არა გეგმის მიხედვით; რამდენად რეალური იყო გეგმა; რამდენად საკმარისი იყო რესურსები და სხვ.); • ახალი ცოდნის, უნარ-ჩვევების შეფასება. პრობლე მაზე დაფუძნე ბული სწავლე ბის დროს:  მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა, რომელსაც თავად უხდება წამოჭრილი პრობლემის გამკლავება - იგი არკვევს, თუ რა უნდა იცოდეს დასმული პრობლემის უკეთ გასაგებად, დამოუკიდებლად ეძებს საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება პრობლემას, ეძებს და პოულობს გადაჭრის საუკეთესო გზას. ბოლოს, მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს – თვითშეფასება არის მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევა, რაც მას ეხმარება ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავალაში.  მასწავლებელი ქმნის ღია და მხარდამჭერ გარემოს, იგი გამოდის თანამშრომლის, ”ფასილიტატორის” როლში, რაც მოსწავლეს ეხმარება პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ სწავლაზე და გახდეს აქტიური შემმეცნებელი.  მოსწავლე ახდენს ცოდნის სისტემატიზაციას და სკოლაში მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან ინტეგრირებას.  სწავლა მოსწავლისთვის ხდება უფრო საინტერესო და სახალისო, რაც ზრდის 4 მათში შინაგან მოტივაციას;  მოსწავლეებს უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები;  მოსწავლეებს უვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. როგორ უნდა შე არჩიოს მასწავლე ბელმა პრობლე მური ტიპის ამოცანე ბი? პრობლემური ტიპის ამოცანები შესაძლოა ეხებოდეს სიტუაციებს, სადაც საჭიროა: 1. არჩევანის გაკეთება; 2. გადაწყვეტილების მიღება; 3. შედარება-შეპირისპირება; 4. დაკავშირება-კანონზომიერების აღმოჩენა; 5. შეუთავსებლობის აღმოფხვრა; 6. ობიექტებზე შეხედულების შეცვლა; 7. ექპერიმენტის, ცდის ჩატარება;
  • 5. 8. კვლევა-ძიება; 9. შემოქმედებითი მიდგომის გამოყენება /გადაწყვეტის ორიგინალური გზის ძიება რა კონკრეტული სტრატეგიები შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა პრობლე მაზე ორიე ნტირე ბული სწავლე ბისას? • მოსწავლეებისთვის შეკითხვების დასმა, რომლებიც მათგან მოითხოვს ინფორმაციის წარმოდგენის ალტერნატიული გზების მოძებნას, რომლებიც განსხვავებულია ტექსტში მოყვანილი თუ მასწავლებლის მიერ დასახულისგან. • ერთი და იმავე მოვლენის, იდეის და ფენომენის სხვადასხვა კონტექსტში განხილვა და შედარება; • ალტერნატიული და განსხვავებული დასასრულის ძიება; • როლების გადათამაშება და ხელმეორედ გადახედვა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გადამოწმდეს, ხომ არ გამორჩა რაიმე ან რაიმე შეცდომა ხომ არ დაუშვა; • ისეთი იდეის ჩართვა, რომელიც, ერთი შეხედვით უცხოა ტექსტისთვის; • ინფორმაციის განზრახ წაშლა ან გამოტოვება; • გათამაშება იმისა, „თუ რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ. . .“; • მოცემული განცხადების, წინადადების ან სიტუაციის სოციალური კონტექსტის განხილვა, გამორკვევა; • სხვადასხვა ტიპის წინასწარი მოსაზრების განხილვა. პრობლე მაზე დაფუძნე ბული სწავლის დადე ბით ი მხარე ე ბია: • სწავლა არის მოსწავლეზე ორიენტირებული და არა მასწავლებელზე ცენტრირებული; • სწავლის მოდელი მოსწავლეებში აყალიბებს თვითკონტროლის და თვითმართვის უნარ-ჩვევებს. • ეს მოდელი მოსწავლეს ასწავლის მომავლის დაგეგმვას, რეალობის გააზრებას, ემოციების გამოხატვას; • მოდელი მოსწავლეს აძლევს უნარს, დაინახოს მოვლენები მრავალმხრივ და უფრო ღრმა პერსპექტივით; • ეს მოდელი მოსწავლეს უვითარებს პრობლემის გადაჭრის უნარს; • ეს მოდელი მოსწავლეს უბიძგებს აითვისოს ახალი მასალა და ცნებები პორბლემის გადაჭრის პროცესში; • მოსწავლეს უვითარებს კომუნიკაციისა და სოციალურ, ჯგუფური თუ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს; • ავითარებს მოსწავლის ზედა დონის სააზროვნო უნარ-ჩვევებს (ბლუმის მიხედვით – ანალიზი, სინთეზი და შეფასება), კრიტიკული აზროვნების და სამეცნიერო აზროვნების უნარ-ჩვევებს; 5
  • 6. • იძლევა თეორიის და პრაქტიკის გამთლიანების შესაძლებლობას. მოსწავლეს აძლევს არსებულ ცოდნასთან ახალი ცოდნის შერწყმის და კონკრეტულ საგანში მსჯელობის უნარ-ჩვევებს; • ზრდის როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის სწავლის და სწავლების მოტივაციას; • მოსწავლეები სწავლობენ დროის მართვას, ამოცანაზე კონცენტრირებას, მონაცემების შეგროვებას, ანგარიშის მომზადებას და შეფასებას. • მოსწვლეს უვითარებს სწავლის უნარ-ჩვევებს, რითაც მას მთელი ცხოვრების მანძილზე შეუძლია „უწყვეტი განათლების“ მიღება. პრობლე მაზე დაფუძნე ბული სწავლის ე ფე ქტიან განხორციელე ბას , შე საძლე ბელია , ხელი შეუშალოს შე მდე გმა გარე მოე ბე ბმა : • მასწავლებლებისთვის ძნელია სწავლების ძველი სტილის შეცვლა; • პრობლემური სიტუაციების გადაჭრა მოსწავლისაგან მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს და ძალისხმევას; • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა მოითხოვს მდიდარ სამუშაო მასალას და კვლევას; • რთულია ამ მოდელის ყველა კლასში განხორციელება, განსაკუთრებით – იმ მოსწავლეებთან, რომელთაც არ ესმით რეალური, სოციალური პრობლემების მნიშვნელობა. • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის შედეგების შეფასება საკმაოდ რთულია და დროში გაწელილი; ქვე მოთ მოცემულია რე კომე ნდაციე ბი , რომლე ბიც დაე ხმარე ბა მასწავლე ბლე ბს დ ა განათლე ბის სხვა სპე ციალისტე ბს პრობლე მაზე დაფუძნე ბული სწავლის მეთ ოდის სწორად გამოყ ე ნე ბაში: • სწავლის პროცესი უნდა დაიწყოს პრობლემის განხილვით. პრობლემა უნდა იყოს კრიტიკული და წარმოადგენდეს „პრობლემას“ მოცემული ასაკის მოსწავლისთვის; • პრობლემური ამოცანის შინაარსი უნდა იწვევდეს მოსწავლეების ცნობისმოყვარეობას და ინტერესს; • პრობლემური სიტუაცია არ უნდა იყოს იმდენად რთული, რომ მოსწავლეებს უკარგავდეს მისი გადაჭრის სურვილს; • პრობლემა მოსწავლეებს უნდა აძლევდეს იმის შესაძლებლობას, რომ მათ გაითავისონ პრობლემა და გაუჩნდეთ მისი გადაჭრის შინაგანი სურვილი. 6
  • 7. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავცელებული მეთოდი გახლავთ პროექტით სწავლება. (პროექტით სწავლება იხილეთ ქვეთავში - თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები). პროე ქტგაკვეთ ილი პროე ქტგაკვეთ ილი - კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. სხვადასხვა პედაგოგიურ ლიტერატურაში პროექტგაკვეთილი შესაძლებელია მოხსენიებული იყოს შემდეგი სინონიმებით - პროექტმეთოდი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო პროექტები და სხვ. მოსწავლეები მუდმივად სვამენ შეკითხვებს: რატომ გვასწავლით ამა თუ იმ საკითხს? რაში გამომადგება ეს ცოდნა? ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემაში მასწავლებელს სასწავლო პროექტებში მოსწავლეების ჩართვა დაეხმარება. პროექტზე მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იყენებენ პრაქტიკაში. პროექტით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას და ზრდის მათ პასუხიმგებლობას. ისინი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს, მაშინაც კი, თუ მათი შესრულება ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვს. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში, პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის (როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის) კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები. პროექტგაკვეთილი, მასწავლებელს მისცემს შესაძლებლობას სრულად წარმოაჩინოს 7
  • 8. თავისი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენცია როგორც სასწავლო პარტნიორმა. პროექტების მიმდინარეობისას მასწავლებელი კონსულტანტის როლს ასრულებს, ხელმძღვანელობს სამუშაოებს, ძიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს მიმართულებას აძლევს. ასევე, იგი უთითებს საინფორმაციო წყაროებს. პროე ქტმეთ ოდის დამახასიათ ე ბელი ნიშნე ბი: პროექტგაკვეთილი სწავლების სხვა მეთოდებისგან განსხვევებით გამოირჩევა 8 შემდეგი ტიპიური ნიშნებით:  პროექტის ინიციატივა მომდინარეობს პროექტში მონაწილეთაგან - როგორც მასწავლებლისგან, ასევე მოსწავლეთაგან;  პროექტში მონაწილეები თანხმდებიან ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებზე;  ერთად ავითარებენ პროექტის ინიციატივას, რათა საქმიანობა იყოს გააზრებული, რაციონალური;  თანხმდებიან პროექტგაკვეთილის მიზანზე, აქტივობებზე, მუშაობის პირობებზე, სავარაუდო შედეგებზე;  თავად შემოსაზღვრავენ დროით ჩარჩოს და ამ დროს ანაწილებენ სხვადასხვა აქტივობებზე;  თანხმდებიან სამუშაოს ჩარჩოებზე - შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით ინაწილებენ სამუშაოს;  მთელი პროექტის მიმდინარეობისას ამჟღავნებენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ინტერესს, ანგარიშს უწევენ ორივეს, ორივეს კრიტიკულად აფასებენ და ავითარებენ;  მოსწავლეებს უვითარდებათ თვითორგანიზაციისა თვითპასუხისმგებლობის გრძნობა;  აფასებენ როგორც საკუთარ, ასევე პროექტის სხვა მონაწილეთა საქმიანობას;  გრძნობენ მუშაობის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებს, დაძაბულობასა და კონფლიქტებს და ცდილობენ მათ გადაჭრას;  მზად არიან სხვადასხვა სიტუაციაში ერთმანეთის დახმარებისთვის, მაშინაც კი, როცა მათი ინდივიდუალური ინტერესი არ არის წინა პლანზე;
  • 9.  საქმე აქვთ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან და საგნებთან;  მსჯელობენ ისეთ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე, რომლებსაც თავად აწყდებიან, ეძებენ მათი გადაჭრის გზებს;  თავად გეგმავენ და აწარმოებენ კვლევის პროცესს;  თვალნათლივ ხედავენ პროექტის პროდუქტს;  ხშირად მათთვის გამოსაყენებელ პროდუქტს იღებენ. რა სფე როე ბს შე იძლე ბა მოიცავდე ს პროე ქტგაკვეთ ილის თ ე მა? პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნაზე და გამოცდილებაზე ახლის დაშენებას, ასევე პროექტმეთოდში დიდი როლი ენიჭება მონაწილეთა მოთხოვნილებებს, მიდრეკილებებსა და ინტერესებს. პროექტგაკვეთილის თემა უნდა იყოს აქტუალური და იგი შესაძლებელია:  ეხებოდეს პრობლემას, რომლის გადაჭრა როგორც ერთი საგნის დისციპლინარული ცოდნით შემოიფარგლება, ასევე დისციპლინათშორისი გამოცდილების გამთლიანებას ემსახურება. სასურველია, რომ სხვადასხვა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ პროექტგაკვეთილები, რადგან საგანთა მომცველი - ინტერდისციპლინარული პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება ერთი და იგივე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში. ამ დროს მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი.  საპროექტო თემა სცილდებოდეს სასწავლო პროგრამას და პროექტის თემის არჩევა განპირობებული იყოს აღმზრდელობითი მიზნით, საზოგადოებაში/თაობაში არსებული პრობლემით, მოსწავლეთა ინტერესით. 9
  • 10. კიდევ რას უნდა ითვალისწინებს მასწავლებელი პროექტგაკვეთილის დაგე გმვისას: პროექტის დაგეგმვის დროს, გასათვალისწინებელია შემდეგი:  სასწავლო პროექტების თემის შერჩევაში, დაგეგმვაში და პრობლემის მართვაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა. მოსწავლე არ უნდა იყოს მხოლოდ შემსრულებლის და მითუმეტეს ტექნიკური შემსრულებლის როლში;  პროექტში მონაწილეთათვის გადასაჭრელი პრობლემა იყოს მნიშვნელოვანი, აქტუალური;  პროექტგაკვეთილი დაიგეგმოს პრაქტიკული საქმიანობისთვის და არა ღირშესანიშნავი/საჩვენებელი დღეეებისთვის; მაშასადამე, დაგეგმილი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას;  მოსწავლეთა ასაკობრივი მზაობის შესაბამისი რესურსების გამოყენება .  საკმარისია თუ არა მოსწავლეთა კომპეტენცია პროექტით დასახული მიზნების და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად;  საკმარისია თუ არა ვადები პროექტის შედეგების მისაღწევად;  არის თუ არა გუნდის წევრებს შორის ფუნქციები განაწილებული ისე, რომ წარმოჩინდეს ყოველი წევრის ძლიერი მხარე. მაშასადამე , პროე ქტგაკვეთ ილი გამოირჩე ვა :  სიტუაციის ფლობით, ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირით და აქედან გამომდინარე პრაქტიკული გამოცდილებით (ცხოვრებისეული კავშირით სამყაროსთან).  ინტერესთა კავშირით, სადაც ინტერესი შეიძლება პროექტზე მუშაობის 10 პერიოდში წარმოიშვას;  მიზანმიმართული დაგეგმვით;  ტემპით და მონაწილეთა ქსელური კავშირით (ინფორმაციის გადაცემა ელექტრონული გზით);  ინტერდისციპლინარობით (საგანთა მომცველი პროექტები);  საზოგადოებრივი მნიშვნელობით;  მთლიანობით (პროექტი მოიაზრება, როგორც მთლიანი. ეს ნიშნავს, რომ იგი ფასდება არა მარტო როგორც პროდუქტი, არამედ როგორც ერთიანი სამუშაო პროცესი);  გაკვეთილის დემოკრატიული წარმართვით;  სკოლისგარეშე საწავლო დაწესებულების ჩართვით.
  • 11. ინტე გრირე ბული პროე ქტგაკვეთ ილის შე საძლო თ ე მა/ ნიმუში: მას შემდეგ, რაც მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა სტატისტიკური მეთოდები და ოპერაციები, გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად (მოსწავლეების აქტიური ჩართულობით) დაგეგმა ინტეგეგრირებული ჯგუფური პროექტგაკვეთილი: მოსწავლეებს უნდა შეეგროვებინათ სტატისტიკური მონაცემები და დაედგინათ კავშირი/კორელაცია ეკონომიკურ მაჩვენებელსა და მოსახლეობის რაოდენობას შორის ქვეყნების მიხედვით. მსგავსი დავალებები ხელს უწყობენ მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის გამომუშავებას, რადგან: ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, არის მიზეზ- შედეგობრივი მიმართების შემცველი; ამ დავალებით მოსწავლეები გამოიყენებენ თეორიულ ცოდნას; მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ შეძენილი გამოცდილება შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვადასხვა სიტუაციაში; მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს ნასწავლი საკითხი დაუკავშიროს მსგავს თემებს სხვა სფეროში. უნარე ბი, რომლე ბიც აუცილე ბელია პროე ქტზე მუშაობის პროცე სში: პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევები, ასევე ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები. უცილებელია, მასწავლებელმა, როგორც ექსპერტმა იგრძნოს, თუ როდის არის ჩარევა საჭირო და როდის უნდა მისცეს მოსწავლეებს დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება. სპეციალისტები მასწავლებლის ამ როლს უწოდებენ „მასწავლებელი, როგორც მონაწილე ხელმძღვანელი“, ისინი იყენებენ ასევე ცნებას „ხელმძღვანელი მონაწილე“ და ამით ნათელყოფენ, რომ მასწავლებელი ახდენს მოსწავლის პროვოცირებას მისი პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში გადასაყვანად იმისასთვის, რომ მან შეიძინოს ის აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც გაუადვილებს პროექტზე მუშაობას:  თანამშრომლობის კომპეტენცია, რაც აუცილებელია ჯგუფური პროექტების განხორციელებისთვის;  კომუნიკაციის კომპეტენცია კონტაქტების დამყარებისთვის, პროექტში საერთო განსჯისა და მუშაობისთვის;  ორგანიზაციის კომპეტენცია, რომელიც მას გამოადგება პროექტის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში; 11
  • 12.  პროდუქციის შექმნის კომპეტენცია, რაც მას გამოადგება ტექსტების, ვიდეოების, ფოტოების, რეპორტაჟების, ვებგვერდების და სხვათა მოსამზადებლად;  ცოდნის ტრანსფერი - ერთ სიტუაციაში ნასწავლის, სხვა სიტუაციაში 12 გამოყენების უნარი;  პასუხისმგებლობის კომპეტენცია;  თვითშეფასების კომპეტენცია, რაც ნიშნავს თვითდამკვიდრების, თვითრეფლექსიის უნარს და მოსწავლეთა დამოუკიდებლობას;  პრეზენტაციის კომპეტენცია, რომელიც აუცილებელია პროდუქტის პლენუმზე ან სულაც საზოგადოების წინაშე წარსადგენად. პროე ქტგაკვეთ ილე ბის ხანგრძლივობა დ ა მოცულობა: სასწავლო პროექტები იყოფა მცირე, საშუალო და დიდ პროექტებად. მცირე პროე ქტე ბის ხანგრძლივობა ორიდან ექვს საათამდე გრძელდება და ხშირად მხოლოდ ორი ან სამი კომპონენტისგან შედგება. საშუალო პროე ქტე ბის ხანგრძლივობა უნდა იყოს საშუალოდ ერთი კვირა ან ორმოცი საათი, რომელიც შესაძლოა გადანაწილდეს ერთ სემესტრზეც. დიდი პროე ქტე ბის ხანგრძლივობა შესაძლებელია რამდენიმე წელი გრძელდებოდეს და მასში მონაწილეობდეს რამდენიმე ჯგუფი ან ინსტიტუცია. პროე ქტმეთ ოდის სქე მა: პროექტებს გააჩნიათ განსაზღვრული სტადიები. ყველა სტადიაზე მთავარია მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცეს, თავად იყოს პასუხისმგებელი საკუთარ ნამუშევარზე. მოკლედ განვიხილოთ პროექტმეთოდის სქემა.  პროე ქტის ინიციატივა მასწავლებელი ან ჯგუფის ერთი ან რამდენიმე წევრი აღძრავს კონკრეტულ პროექტზე სტიმულს. იგი ჯგუფის წინაშე წარადგენს იდეას, მის აქტუალობას, მოხაზავს ამოცანებს. ეს არის შეთავაზება აუდიტორიისადმი/მომავალ პროექტში პოტენციური მონაწილეებისადმი. ამ შეთავაზებიდან განვითარდება თუ არა პროექტი გადაწყდება ჯგუფში დისკუსიის შედეგად.  დისკუსია პროე ქტინიციატივის ირგვლივ (შედეგი - პროექტის მონახაზი) ამ ეტაპზე ხდება პროექტინიციატივის განხილვა. შემოთავაზებული პროექტინიციატივა დისკუსიის პროცესში შესაძლებელია შეივსოს, დაიხვეწოს. ხშირად ხდება, როდესაც ინიციატივა ახალ იდეებს წარმოშობს. პროექტის
  • 13. პოტენციური მონაწილეები განიხილავენ ყველა შემოთავაზებულ იდეას, მის აქტუალობას, მიზანს, განხორციელების შესაძლებლობებს, მონაწილეობის სურვილს და სხვ. დისკუსია პროექტინიციატივის ირგვლივ შესაძლებელია დასრულდეს ნეგატიური შედეგით. პროექტის იდეამ ვერ ჰპოვოს თანხმობა. პოზიტიური შეთანხმების შემთხვევაში დისკუსია სრულდება პროექტის მონახაზით.  ქმედე ბის სფე როს ე რთ ობლივი განვით არე ბა (შედეგი - პროექტის გეგმა) ამ ეტაპზე მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ როდის იწყებენ პროექტზე მუშაობას, რა აქტივობებია/ამოცანებია განსახორციელებელი მიზნის მისაღწევად, რა დრო დასჭირდება თითოეული აქტივობის შესრულებას, რა რესურსებია აუცილებელი, სად შეიძლება მათი მოძიება, პროექტში მოსწავლეები სათითაოდ იმუშავებენ თუ ჯგუფებში, იმუშავებენ ერთიდაიგივე, თუ სხვადასხვა თემებზე. განსაზღვრავენ, პროექტის წარმატებით განხორციელებაში რა წვლილის შეტანა შეუძლიათ. ამ დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა ადექვატურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები. მაშასადამე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დამუშავდეს ვინ, როგორ, რას და რა დროში აკეთებს. რაც უნდა დასრულდეს პროექტის გეგმით.  დაგე გმილის განხორციელე ბა - როდესაც პროექტში მონაწილეები შეთანხმდებიან პროექტის გეგმაზე და წერილობით გააფორმებენ მას, იწყება პროექტის განხორციელების პროცესი. პროექტში მონაწილე თითოეული პირი პასუხისმგებელია იმ ამოცანაზე, რომლის შესრულებაც თავად აიღო საკუთარ თავზე, ან პროექტის სხვა მონაწილეებმა დააკისრეს. პროექტის მიმდინარეობის პროცესში სასურველია მოხდეს პროექტის შუალედური შეფასება/მონიტორინგი, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს პროექტის გეგმაში.  პროე ქტის დასასრული - პროექტგაკვეთილი სრულდება შედეგების პრეზენტაციით (მაგ: წერილობითი ანგარიში, მაკეტი, აქცია, გამოფენა, თანმიმდევრული ღონისძიებები და ა.შ.).  განხორციელებული პროექტის განხილვა და საბოლოო შე ფასე ბა - ამ ეტაპზე პროექტში მონაწილეები კიდევ ერთხელ მსჯელობენ პროექტზე, მიღწეულ შედეგზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, რაც ხშირად ბადებს ახალი პროექტის განხორციელების იმპულსებს. მაშასადამე, პროექტი მთავრდება და იბადება ახალი პროექტის იდეები. როგორი უნდა გაფორმდე ს პროე ქტის გე გმა? 1. პროექტის დასახელე ბა – პროექტის სათაურში ლაკონურად ასახეთ პროექტის 13 ძირითადი არსი.
  • 14. 2. პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთ ე ბა - აღნიშნეთ კონკრეტული პრობლემა, რომლსაც ეძღვნება პროექტი და არგუმენტირებულად დასაბუთეთ მისი აქტუალობა. 3. მიზანი - ჩამოაყალიბეთ პროექტის მიზანი, რომელიც უნდა იყოს ნათლად და კომპაქტურად ფორმულირებული, იგი უნდა აღწერდეს პროექტის მოსალოდნელ შედეგებს. მაგალითად, ზემოთ მოყვანილი პროექტგაკვეთილის მიზანი შეიძლება ჩამოყალიბებული იყოს შემდეგნაირად: მიზანი: მოსწავლეებმა შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები და დაადგინონ კავშირი/კორელაცია ეკონომიკურ მაჩვენებელსა და მოსახლეობის რაოდენობას შორის ქვეყნების მიხედვით. 4. აღწერეთ ამოცანე ბი და განხორციელე ბის გზე ბი – ამოცანები ის ეტაპებია, რომელთა თანმიმდევრული და ზუსტი განხორციელებით რეალიზდება მიზანი; მაშასადამე, ამოცანები არის საშუალება მიზნის მისაღწევად. პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილი თითოეული ამოცანისათვის წარმოადგინეთ:  მოკლედ და მკაფიოდ ფორმულირებული ამოცანების აღწერა;  ამოცანის განსახორციელებლად საჭირო დრო (შეიძლება დროის ტაბულის შედგენა. რაც ძალზე მოხერხებულია ვადების საჩვენებლად. მაშინ როდესაც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა რამ არის დაგეგმილი, ტაბულაზე ეს შეიძლება თვალსაჩინოდ აისახოს).  ამოცანის განსახორციელებლად საჭირო რესურსები;  ამოცანის მოსალოდნელი შედეგი;  მოსალოდნელი შედეგის ამსახველი მასალა.  ამოცანის შესრულებაზე ძირითადი პასუხისმგებელი პირი; განხორციელე ბის გზე ბი - გულისხმობს კიდევ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენს მიერ დასმული ამოცანების შესასრულებლად. განხორციელების გზები არის პროცესი რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვებს: 1) “როგორ?” - როგორ განახორციელებთ თქვენი პროექტის ამოცანებს? 2) “ვინ” - ვინ მონაწილეობს თქვენი პროექტის განხორციელებაში? და რა არის მათი ფუნქციები პროექტში? ამ ეტაპზე მოსწავლეები აგროვებენ მასალას, უკეთებენ ანალიზს. პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ სხვადასხვა უნარები. მაგ. კვლევითი პროექტისას _ ინტერვიუს აღების, ლიტერატურაზე მუშაობის, სტატისტიკური დამუშავების, მასალის ანალიზის და სხვ. უნარები. შემოქმედებითი პროექტის შესრულებისას _ შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი ტექნიკური ცოდნა და 14
  • 15. უნარები, როგორიცაა ვიდეოკამერასთან მუშაობა; შემოქმედებითი უნარები _ ტრანფარანტების და დროშების დასამზადებლად. საუკეთესოა პროექტი, რომელიც მოსწავლეებისგან მოითხოვს მათი ყველა უნარის გამოყენებას: კვლევითის, შემოქმედებითის, სოციალურის. მასწავლებელმა მოსწავლეებს სასურველია შესთავაზოს განსაკუთრებული მეთოდი ან ტექნიკური მოწყობილობა, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ მუშაობის პროცესში, მაგრამ პასუხისმგებელნი საკუთარ სამუშაოზე თავად მოსწავლეები არიან. 15 5. მოსალოდნელი შედე გე ბი ამ ნაწილში უნდა აღწეროთ ის სავარაუდო ეფექტი ან მოსალოდნელი შედეგი, რაც მოჰყვება პროექტის წარმატებით განხორციელებას. შედეგები რეალისტური უნდა იყოს და პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან უნდა გამომდინარეობდეს. პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუკი მისი შედეგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად, კორექტული ფორმით იქნება წარმოდგენილი. შედე გე ბი შეიძლება იყოს ანგარიში, ფილმი, გამოფენა, აუდიოკასეტა, ლექცია, სურათი, კონფერენცია... უმჯობესია, თუ წარმოდგენილი იქნება არა მარტო კვლევის შედეგები, არამედ პროექტზე მათი მუშაობის ყველა სტადია; სადაც ჩანს, რას გრძნობენ მოსწავლეები შესწავლილ პროექტთან დაკავშირებით, რა ცოდნა და უნარები შეიძინეს. სამუშაო შეიძლება წარდგენილი იყოს კლასის, ან უფრო ფართე აუდიტორიის წინაშე. 6. პროექტის შე ფასება და თვითშეფასება. იმდენად, რამდენადაც ერთი და იგივე პროექტი ხშირად რამდენიმე სფეროს მოიცავს, სამუშაოს შეფასება შეიძლება რამდენიმე პედაგოგს მოუწიოს. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა მარტო აკადემიური კრიტერიუმი, არამედ პროექტში გამოყენებული ყველა ცოდნა და უნარები. პროექტის დაგეგმვის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია მონიტორინგის მექანიზმი და პერიოდულობა - როგორ წარმოუდგენიათ პროექტში მონაწილეებს (როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს) პროექტის შუალედური და საბოლოო მონიტორინგის ჩატარება. შიდა მონიტორინგის დროს პროექტის განმხორციელებლები აფასებენ, რამდენად წარმატებით მიმდინარეობს პროექტი. შუალედური შიდა მონიტორინგის (თვითშეფასების) მუდმივი წარმოება პროექტში მონაწილეებს დაეხმარება, დაინახონ მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომები, გამოასწორონ ისინი, შეძლონ დასახული ამოცანების ადაპტირება, ეს კი ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებით განხორციელებას და სასურველ შედეგზე გასვლას. გარე მონიტორების მხრიდან პროექტის შუალედური შეფასებისთვის პროექტში ჩართულმა პირებმა პერიოდულად უნდა მოამზადონ შუალედური წერილობითი თუ ზეპირი ანგარიშები. გარე მონიტორების მიერ მიცემული შენიშვნების, რჩევების, რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს აგრეთვე პროექტის წარმატებულ განხორციელებას. პროექტის საბოლოო
  • 16. შეფასება კი საშუალება აძლევს პროექტის განმხორციელებლებს როგორც ძლიერ, ასევე სუსტი მხარეები გაითვალისწინონ შემდგომ პროექტზე მუშაობისას. 7. პროე ქტის ბიუჯეტი _ არის სასწავლო პროექტები, რომელთა წარმატებთ განხორციელებისთვის აუცილებელია გარკვეული სახსრები. ასეთ შემთხვევაში პროექტის გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გახლავთ პროექტის ბიუჯეტი. ბიუჯეტი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ლოგიკურად უნდა უკავშირდებოდეს პროექტის აღწერაში მითითებულ ამოცანებს. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის შედგენისას თანხები ყველა საჭირო აქტივობებზე და რესურსებზე რაციონალურად და ადექვატურად იყოს განაწილებული. მაშასადამე, სკოლის პროექტგაკვეთილის მიმდინარეობა შეიძლება დაიყოს შემდეგ ფაზებად:  ინიციატივა _ ინიციატივა ჩნდება, იდეები პროექტგაკვეთილისათვის 16 ნაპოვნია;  დასაწყისი _ პროექტი დაიწყო და დაიგეგმა;  განხორციელება _ პროექტი ხორციელდება;  პრეზენტაცია _ პროექტის შედეგების წარგენა;  შეფასება (რეფლექსია) _ პროექტი ფასდება და გრძელდება. პროექტგაკვეთილის შეფასება გასათვალისწინებელია, რომ პროექტგაკვეთილის შეფასებისას აქცენტი უნდა გაკეთდეს როგორც პროდუქტის, ასევე პროცესის შეფასებაზე. გთავაზობთ სასწავლოპროექტის შეფასების სარეკომენდაციო ცხრილს: კრიტე რიუმი კარგი საშუალო სუსტი შე ნიშვნა პრობლე მა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია ამოცანე ბი. რამდენად შეესაბამება თითოეული
  • 17. 17 ამოცანა პროექტის მიზანს განხორციელე ბის გზე ბი. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული, რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები გადანაწილებული ჯგუფის წევრებს შორის შედე გი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს რე სურსე ბი. რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული, რა არის საჭირო პროექტით გათვალისწინებული შაქმიანობებისათვის დიზაინი. რამდენად ლოგიკურად არის აგებული პროექტი (თანამიმდევრობა), ლაკონური და მარტივი ენა უნარები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს პროექტის განხორციელების პროცესში:  პრობლემის განსაზღვრის (იდენტიფიცირების);  ინფორმაციის მოძიების;  თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების;  საქმიანობის ორგანიზების;  შემოქმედებითობის;  მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციისა და კატეგორიზაციის;  შედეგების ანალიზის;  პრობლემის გადაჭრის;  გადაწყვეტილებების მიღების.
  • 18. პროე ქტის განხორციელე ბის პროცე სში მოსწავლე ე ბზე დაკვირვე ბის ცხრილი დაკვირვე ბის საგანი კომე ნტარე ბი 18 შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავ- ლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი იმოქმედა თუ არა პროექტის განხორ- ციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე (თუ _ კი, მიუთითეთ კონკრეტული მაგალითები) გამოყ ე ნე ბული ლიტე რატურა: Frey Karl (2007), Die Projektmethode. “Der Weg zum bildenden Tun”, Beltz Verlag, Weinheim und Basel Gugel Guenter (2007), 1000 neue Methoden. Praxismaterial fuer kreativen und aktivierenden Unterricht, Beltz Verlag, Weinheim und Basel Besio Cristina (2009). Forschungsprojekte. Zum Organisationswandel in der Wissenschaft. Transcript, Bielefeld
  • 19. გახელაძე გ., ლობჟანიძე ს., რატიანი მ. (2011), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. ნინიძე ქ. „პროექტზე დაფუძნებული სწავლება და მისი პერსპექტივები“, ჟურნალი მასწავლებელი N 5 2011, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემა : 46-59 საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (2009). სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების სახელმძღვანელო ცნობარი, თბილისი 19